ყველა მართალია, მარტო მე უნდა ვიცხოვრო ცუდად

Ana Kurtanidze არის Luka-Eldari Kurtanidzeთან ერთად.
·
ბევრი ვიფიქრე რაიმე დამეწერა თუ არა, ან რა ფორმით.. როდესაც საქმე პირად ცხოვრებას ეხება, სოციალური ქსელები ნამდვილად არ არის ის პლატფორმა, სადაც საუბარი მსურს, მაგრამ ამ დღეების მანძილზე იმდენად ბევრი სიცრუე წავიკითხე და მოვისმინე, რასაც უტიფრად, ყველანაირი არგუმენტის გარეშე სახეში გვიფრიალებენ, ყველა საზღვარს სცდება და რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო, რამდენიმეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვთვლი საჭიროდ საჯაროდ მეტი ვისაუბრო.
1. ხათუნა მიქაცაძე წლების მანძილზე იყო მამაჩემის მეუღლე - ის ცოლად გაყვა 6 შვილის მამას და მათი ოჯახის დანგრევაც შვილებს გვეწერებოდა, რადგან “სათანადოდ ვერ მივიღეთ ოჯახში” - სინამდვილეში მწამს, რომ თუ ორ ადამიანს ერთად ყოფნა უნდა, სხვების მოწონებას და ნებას არ უნდა ჰყვებოდნენ - თუმცა ეს მარტივი გამოსავალი იყო;
2. ხათუნა მიქაცაძე არის ადამიანი, რომელსაც თუ კარგად არ იცნობ, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ბოროტება და სიბინძურე ცხოვრობს მასში - რომ შეხედავ, მისი გარეგნობით იფიქრებ ჭიანჭველას ვერ დაადგამს ფეხსო, მაგრამ იმდენად ბევრი რამ მაქვს და გვაქვს გამოვლილი ამ ადამიანის ინტრიგებით, ეჭვებით, რაღაც ზღაპრების შეთხზვით ადგილი არ მეყოფა წერა დავიწყო და თავსაც შევიკავებ(ჯერ-ჯერობით)!
3. ხათუნა მიქაცაძე არის ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე უსმენდა უკანონოდ მამაჩემს და არა მხოლოდ! იღებდა და ამონტაჟებდა ვიდეოებს, ინახავდა დამონტაჟებულ ხმოვან ჩანაწერებს, ტეხავდა ოჯახის წევრების პირად სოციალურ ანგარიშებს, ფულადი კომპენსაციის ხარჯზე გვიგზავნიდა ადამიანებს, რომ ყველაზე ჰქონოდა ინფორმაციები, მათ შორის ერთ-ერთ ქალბატონს წლების მანძილზე ჩვენს სახლში ვაცხოვრებდით, ვაჭმევდით, ვასმევდით და უანგარო მეგობრობასაც ვუწევდით!!!ძალიან სამწუხაროდ, ამის შესახებ მრავალი ფაქტის და ჩვენი გაფრთხილებების მიუხედავად მამას ვერ ვაჯერებდით (ან თავს იბრმავებდა ან საეჭვო მიზეზების გამო უჭირდა რეალობის აღქმა)! ხათუნა მიქაცაძემ მოახერხა და თავისი ინტრიგებით, ენის მიტან-მოტანებით, დამონტაჟებული ხმოვანი ჩანაწერებით, მოსყიდული ადამიანებით ძალიან ბევრი დაგვიშავა! მათ შორის, მამაჩემმა რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა!
4. ხათუნა მიქაცაძის ამჟამინდელი საცხოვრებელი არის მამაჩემის შეძენილი ისევე, როგორც სხვა ქონებები, რომელზეც მას წილობრივი საკუთრება გაუფორმა მამაჩემმა(ძალიან სამწუხაროდ)! ერთადერთი ქონება არის სახლი და სასტუმრო ქობულეთში, რომელიც ხათუნასთან თანაცხოვრებისას აქვს შეძენილი(მამაჩემს!!!) დანარჩენი ქონება - ყველა მანამდე აქვს შეძენილი და ამ ქონებებზე შვილებს, მის კანონიერ მემკვიდრეებს არასოდეს არანაირი პრეტენზია არ გვქონია!!! ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს მამა ჯანმრთელად და ძლიერად! ჩვენგან განსხვავებით ადამიანობა და მორალ მოკლებული, სხვის ნაშრომსა და ნაოფლარზე დახამებულმა ადამიანებმა(არა მხოლოდ ხათუნამ) აღარ იციან რა მოიმოქმედონ. ჩემთვის ასეთი ადამიანების ფასი 0საც არ უდრის! ამ საკითხს მეტს არ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, ხათუნა მიქაცაძე მამაჩემთან ოჯახის შექმნამდე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ცხოვრობდა დიდ დიღომში, პატარა სახლში და ახლა ჭავჭავაძეზე მდებარე დიდი და კეთილმოწყობილი ბინიდან(მამაჩემის ნაყიდი) ითვლის მამაჩემის ქონებებს, რომლებსაც თავისად მოიხსენიებს
გაღმა გავალ გუთნითვინა............ ;) !
http://izvestia.ru/news/541857