#62248442 · 3 Sep 2025, 11:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (გიგლა) | 7 ოქტომბრამდე ძალიან ბევრი რამე აწუხებდათ მაგ ბავშვებს |
ყოველ შემთხვევაში ცოცხლები იყვნენ.
QUOTE (გიგლა) | 7 ოქტომბერს არ დაწყებულა ცხოვრება |
ცხოვრება არა, ტერორისტული აქტი დაიწყო 7 ოქტომბერს, რამაც თავის მხრივ ესკალაციის ახალი ეტაპის დაწყება განაპირობა.
კითხვა chatgpt -ს: 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელში შეჭრის დროს რამდენი ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს ტერორისტებმა?
პასუხი: 2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის მიერ ისრაელში მასობრივი შეიარაღებული თავდასხმის (ე.წ. „ალ-აქსა ქარიშხალი“) დროს: დაახლოებით 1 200 ადამიანი მოკლეს (უმრავლესობა — სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვები და მოხუცები). დაახლოებით 250 ადამიანი გაიტაცეს მძევლად და გადაიყვანეს ღაზის სექტორში. ეს ციფრები დადასტურებულია როგორც ისრაელის მთავრობის, ასევე საერთაშორისო სააგენტოების (BBC, Reuters, AP) მიერ.
გავიგე რომ თქვენ გინდათ 1200 ადამიანის სიცოცხლე და 250 მძევალი (რომელთა ნაწილი უკვე დახოცეს ტერორისტებმა) დაიკიდოს ისრაელმა, მაგრამ არ გეთანხმებით მაგაში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოთხოვნებს, რაც წაუყენეს ტერორისტებს: 1. მძევლების განთავისუფლება; 2. ტერორისტების მიერ იარაღის დაყრა.
ეს მოთხოვნები არის სრულიად გასაგები და ლეგიტიმიური. სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ისრაელის ხელისუფლებას აქვს სრული უფლება გაანადგუროს ტერორისტები.
--------------------
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან ილია ჭავჭავაძე
|