#62254390 · 7 Sep 2025, 07:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰამასი არ დაყრის იარაღს და არც მძევლებს გაუშვებს. მათ აწყობთ კიდევაც ისრაელის ბრუტალური საქციელი გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდი ხნით. 7 ოქტომბრის თავდასხმაც იმ მიზეზით ქნეს რომ უნდოდათ ისრაელის ასეთი სასტიკი პასუხი. მსოფლიოს უნდა დავანახოთ ისრაელის ნამდვილი სახეო. ღაზაში დახოცილი ქალები და ბავშვები მაგათთვის შაჰიდები (წამებული) არიან. დღეს მაგათ გადასარჩენად არავინ გარბის, მაგრამ ლონგ თერმში ისრაელს ეს სისასტიკე შეიძლება მწარედ დაუბრუნდეს. როცა დასავლეთში ბუმერ პოლიტიკოსები წავლენ მათ ადგილს ახალგაზრდა ლევაკები დაიკავებენ, რომლებიც ამ ბრუტალიზმის შემყურე ასე ულიმიტოდ აღარ დაეხმარებიან ისრაელს. ისრაელს კიდე ბიბიში არ გაუმართლა. ტიპი ოღონდ სკამზე დარჩეს და თანახმაა ძირი გამოუთხაროს თავისი ქვეყნის რეპუტაციას ამ ტიკტოკ ტვიტერის ერაში. თან მხოლოდ ლევაკებშიც არაა საქმე. დღევანდელი მაგათი მთავრობის ულტრა კონსერვატიული განცხადებები მემარჯვენე ევროპელ-ამერიკელებშიც იწვევს დიდ უკმაყოფილებას
This post has been edited by v1iking on 7 Sep 2025, 07:30
|