ინგლისმა გაუყო თავის საკუთრებაში არსებული მიწა, ებრაელებმა მიიღეს გაყოფის გეგმა, არაბებმა არა(მთელი სამანდანტო უნდოდათ რაც ინგლისს დაუკანონა ერთა ლიგამ იქამდე, ებრაული სახელმწიფოს გარეშე), რომ დათანხმებულიყვნენ, გამოეცხადებინათ თავიანთი სახელმწიფო, როგორც ებრაელებმა ქნეს და ამის ნაცვლად მოსაზღვრე ქვეყნებში მცხოვრებ არაბებთან ერთად ომი არ წამოეწყოთ, დღეს გაცილებით უკეთეს სიტუაციაში იქნებოდნენ, მითუმეტეს როცა იერუსალიმი და ბეთლემი ნეიტრალური ზონები იყო გეგმის მიხედვით.
სავარაუდოდ, რომ არ შექმნილიყო ისრაელის სახელმწიფო ან არაბებს მოეგოთ ომი, მთელი ტერიტორია ან იორდანიის სამეფოს დარჩებოდა, ანდაც სხვა მოსაზვრე არაბულ სახელმწიფოებთან ერთად იორდანია გაიყოფდა ტერიტორიას.
იორდანიას როცა ეკავა დასავლეთ სანაპირო და ეგ ეგვიპტეს ღაზა, ფორმალურადაც კი არ შეუქმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ანუ საკითხავია, უნდოდათ დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოს(დღევანდელი გაგებით პალესტინის სახელმწიფო) არსებობა თუ უბრალოდ ებრაული სახელმწიფოს (1948 წლიდან ისრაელის სახელმწიფო) არ არსებობა?
რაც ირანმა გადაიბარა ანტიისრაელური დროშა, მხოლოდ მაგის შემდეგ გამოაცხადეს პალესტინის სახელმწიფო, 1988 წელს ალჟირში, არაბულ ლიგაზე.
იქამდე სუვერენული არაბული სახელმწიფო რომ არ არსებობდა მაგ ტერიტორიაზე, ეს უბრალოდ ისტორიული ფაქტია, ებრაელთა სახელმწიფოების შემდეგ, სუვერენულად მხოლოდ ჯვაროსნების დაარსებულმა იერუსალიმის სამეფომ იარსება.

დღევანდელი მოცემულობით, ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ებრაელები სულ მცირე 70 წლის განმავლობაში ცხოვრობენ. არაბების წინაპრები დაპყრობის თუ ჩასახლების ხარჯზე გაჩნდნენ ტერიტორიაზე და 1920-40 წლებში დაბადებულები რა შუაში იყვნენ, მაშინ იმავეს იტყვის იქ დაბადებული ებრაელი და ზოგადად ისრაელელი(ისრაელელი არ უდრის ებრაელს და პირიქით).
დღევანდელ ვითარებაში ისრაელის წაქცევის პერსპექტივა არ ჩანს, ამერიკაც ბოლომდე ეხმარება, განსაკუთრებით ტრამპის მოსვლის შემდეგ, ირანთან ომიც ამის დასტურია.