#62238230 · 28 Aug 2025, 01:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (zzz77 @ 28 Aug 2025, 00:38 ) | QUOTE (LeSang @ 27 Aug 2025, 21:22 ) | გავაგრძელოთ ღმერთის მორალურ ასპექტებზე საუბარი და არა ფიზიკა ბიოლოგიაზე. . .
წარმოიდგინეთ რომ შექმენით 1000 მანქანა, აქედან 17ს გაუსკდა საბურავი და გზიდან გადაუხვია. ვისი ბრალია? მანქანის თუ თქვენი როგორც შემქმნელის?
იქნება თუ არა სწორი რომ თქვენ როგორც შემქმნელმა ეს 17 მანქანა რომ ნაკლოვანი შექმენით და ისე ვერ მოიქცნენ როგორც გინდოდათ, პასუხისმგებლობა მანქანებს გადააბრალოთ და ჯართში ჩააბაროთ იმის ნაცვლად რომ მიხვდეთ რაღაცა შეგეშალათ და მათ შეკეთებას და გამოსწორებას შეეცადოთ?
ადამიანი რას გააკეთებდა? მოკიდებდა ხელს ამ მანქანებს და შეაკეთებდა, გამოასწორებდა. თქვენი ღმერთი კი დგას და ეგრევე ჯოჯოხეთში ყრის ყველას ნახუი. . .
კიდევ ერთი პატარა მაგალითი, რომ ადამიანი ღმერთს ბევრად სჯობია. . . |
არასწორი წარმოდგენებია და არასწორი ალეგორია. ეს უფრო მართებული იქნებოდა: წარმოიდგინე შექმენი სრულიად ავტონომიური ჰუმანოიდი,ან რობოტი. მიეცი მას სრული თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში და ამ გადაწყვეტილებებში შენ ვერ ჩაერევი,იმიტომ რომ გარედან ზემოქმედების ბერკეტები არ დაიტოვე. მიახლოებით მსგავსი სიტუაციაა. ხოდა რომელკ რობოტებიც აღმოჩნდებიან ჩათლახები,როცა გაფუჭდებიან აღარ აღადგენ. რომლებიც კარგ ტიპებად ჩამოყალიბდებიან იმათ აღადგენ. ნუ მიახლოებით ასეთი ალეგორია უფრო მართებულია. * * * rodger2021 გინდა არ გინდა ეს მაინც სიმულაციაა. რაც არ უნდა ინფორმაციის დატანა მოახერხონ სადმე რაიმე კომპიუტერზე ეს მააინც შენ არ იქნები. სანამ კონკრეტულად შენ თვითონ არ გადასახლდები იმ მოწყობილობაში. აი ეგ კი როგორ უნნდა მოახერხონ ისე რომ შენი ტვინის რაღაც ნაწილები მაინც არ გადაიტანეს კომპიუტერში??? ან არადა და ჯერ უნდა შენ ტვინში ჩანერგონ ხელოვნური ნეირონები. მერე ტვინმა უნდა მიიღოს ის როგოროც საკუთარი და მთელი შენი პიროვნება იმ ნეირონნებს მიაბას. ესეც ძალიან არასერიოზული მგონია
|
რომელი გადაწყვეტილებების მიღებაში მივეცი თავისუფლება? კარგს და ცუდს შორის ხომ? ანუ მე ყოვლისშემძლე ტიპმა, რომელსაც შემეძლო იდეალური სამყარო შემექმნა, სადაც იბრალოდ ფიზიკურად არ იარსებებდა ცუდი გადაწყვეტილება და ბოროტება, გამოვდექი ეგეთი სასტიკი რომ შევქმენი მკვლელობა, გაუპატიურება, გენოციდი, შიმშილი, დედისტყვნა.
მასე მანქანების მაგალითიც რომ დავაზუსტოთ: თუ ყოვლისშემძლე ვარ უბრალოდ ისეთ გზას შევქმნი, საიდანაც ეს ჩემი შექმნილი მანქანები უბრალოდ ვერ გადაუხვევენ.
რა საჭიროებას წარმოადგენდა ბოროტების შექმნა? რატომ ქნა ეგ ღმერთმა?
რაც შეეხება ჰუმანოიდ რობოტებს. თუ გაფუჭდებოდნენ და მე მეყვარებოდა თითოეული მათგანი, დიახაც აღვადგენდი. რაც არ უნდა ნაბოზარი შვილი გაეზარდოს ადამიანს, მაინც უყვარს ის და ვერ გაიმეტებს მარადიული ტანჯვისთვის. შენ პირადად, მთელი გულით დარწმუნებული ვარ რომ გყავს ვიღაც ვინც გიყვარს. რა უნდა გააკეთოს მაგ ადამიანმა რომ მარადიული ტანჯვისთვის გაიმეტო?
ყოვლისშემძლე რომ იყო, ნუთუ ეგრე უბრალოდ დაჯდები და გულით საყვარელ ადამიანს უყურებ როგორ იწვის ცეცხლში მარადიულად?
This post has been edited by LeSang on 28 Aug 2025, 01:38
|