THE WALL STREET JOURNAL-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ვაშინგტონმა ევროპელების შუამავლობით კიევისთვის 3350 ერთეული შორ მანძილზე მოქმედი ( 350-450კმ) რაკეტის , ERAM-ის ( (უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილი) გაყიდვა დაამტკიცა.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, რაკეტების პირველი პარტიები დაახლოებით 6 კვირაში უნდა ჩავიდეს უკრაინაში. გადასაცემი შეიარაღების პაკეტი, რომლის ღირებულება $850 მილიონ დოლარს შეადგენს და რომლის ძირითადი დაფინანსებაც ევროპული ქვეყნების მიერ ხდება, სხვა შეიარაღებასაც მოიცავს. შეიარაღების გადაცემა გადაიდო მანამ, სანამ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრები დასრულდებოდა.
რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე ERAM-ის გამოყენებისთვის, რომლის ფრენის მანძილი მაქსიმუმ 450 კილომეტრს აღწევს, უკრაინას პენტაგონის ნებართვის მიღება დასჭირდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პენტაგონი უკვე რამდენიმე თვეა ბლოკავს უკრაინის მიერ ამერიკული შორსმოქმედი რაკეტების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის, რათა მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წასვლისკენ წაეხალისებინათ.
ამან უკრაინას ხელი შეუშალა 300კმ-ზე მფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტების, MGM-140 ATACMS-ები გამოეყენებინა რუსეთის ობიექტებზე დარტყმისთვის. ცნობილია, რომ უკრაინამ ერთხელ მაინც სცადა მათი გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეზე, თუმცა პენტაგონისგან უარი მიიღო.
დიდი ალბათობით, იმისათვის, რათა გაუგებრობები თავიდან იქნეს აცილებული, ERAM-ის რაკეტებს უკრაინის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები ( F-16;Mig-29;Su-27; Mirage-2000-5F; SU-25;Su-24) გამოიყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიღრმითი სამიზნეების გასანადგურებლად.
იმ ფონზე, რომ რუსების S-400-ების ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები ფრონტებიდან 100-150კმ-ში არიან განთავსებულნი , ეს ხელს უშლის უკრაინის ავიაგამანადგურებლებს შეიარაღებაში არსებული პლანირებადი ავიაბომბები ( AASM HAMMER; Gbu-62 Jdam-Er, GBU-39 SDB-I) მაქსიმალურად შორ დისტანციაზე ( 65-80კმ) გაისროლონ, რადგან თუ სამიზნის ამ მანძილზე განადგურება სურთ , უნდა აფრინდნენ 13-14კმ სიმაღლეზე და შემდეგ ჩამოაგდონ ბომბები, ამ შემთხვევაში კი მტრის საჰაერო თავდაცვის კომპლექსების ( S-300VM ; S-300PMU-2; S-400) რადარები დააფიქსირებენ უკრაინელთა საფრენ აპარატებს და შორ დისტანციაზე ( 150-200) მფრენი რაკეტებით მარტივად ჩამოაგდებენ. სწორედ ეს არის ხოლმე მიზეზი იმისა, რომ
უკრაინული პლანირებადი ავიაბომბების ჩამოყრა დაბალი სიმაღლიდან (1/1.5კმ) ხდება და ბომბები ფრონტიდან მაქსიმუმ 20-25კმ სიღრმეებში მიფრინავენ ხოლმე, ეს კი არ არის საკმარისი საკვანძო მნიშვნელობის სამიზნეების გასანადგურებლად, რომელიც მტრის ზურგში 150-200კმ დისტანციაზე უხვადაა….
ახალი საბრძოლო მასალა ERAM-ის დიდი რაოდენობით გამოჩენით კი რუსებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ, რადგან დაზიანების არეალში აღმოჩნდებიან შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის კომპლექსთა ბატარეები, რადარები, რებ სისტემები, მომარაგების პუნქტები , სამეთაურო ბაზები და ა.შ….
* * *
meskalitoუკრაინის ტერიტორიაზე მარტო
* * *
This post has been edited by SainT on 24 Aug 2025, 04:49