ეხლა რაც შეეხება კუპიანკს
აქ სიტუაცია მნიშვნელოვნად გართულდა
რუსებმა ქალაქ კუპიანსკის დასავლეთ შემოგარენში აიღეს მირნე და უტევენ სობოლევკას
ასევე შეაღწიეს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში
სობოლევკა კი თუ აიღეს მიადგებიან კუპიანკის მთავარ მომარაგების არტერიას, რაც უკიდურესად გაართულებს ქალაქის და მისი აღმოსავლეთ აგლომერაციის მომარაგებას
მომარაგების არხის გადაჭრის შემთვევაში კი სადოვეზე დარჩება ერთადერთი მომარაგების არხი, რისი საცეცხლე კონტროლზე აყვანაც უკიდურესად გაართულებს სიტუაციას
რუსები უტევენ მე-7 მოტომსროლელი და პირველი სატანკო პოლკებით
დიდი რაოდენობით ხორცი შეყარეს
პოკროვსკის მიმართულებაზე კი უკრაინის მიერ გადასროლილი რეზერვების შედეგად (საუკეთესო ნაწილები მათ შორის)
აზოვი, 79-ე და 82-ე მოიერიშე ბრიგადები, სხვა მიმართულებები დაასუსტა და ეხლა რუსები ცდილობენ რაც შეიძლება ღრმად შევიდნენ დნეპრის და ხარკოვის ოლქებში
აქ მხოლოდ ქალაქი კუპიანსკი არ ექცევა საფრთხეში, მის აღმოსავლეთ მხარეს არის დაახლოებით
2 000 კვადრატულ კილომეტრიანი აგლომერაცია
პეტროპავლოვკა, პოდოგი, კივშარივკა, პიშანე, გლუშკივკა და ა,შ
მთელი ეს აგლომერაცია იქნება საფრთხეში
აქ რუსებს საკმაოდ დიდი ძალები ყავთ შებოჭილი და თუ შეძლეს ამ აგრომერაციის აღება
არაა გამორიცხული განთავისუფლებული ძალებით პეჩენიგზე დაიწყონ შეტევა და მთლიანი ველიკა ბურლუკი/ვოვჩანსკის აგლომერაციების აღება დაისახონ მიზნად
კუპიანკი ხარკოვის ოლქია და რუსები ცდილობენ მაქსიმალურად სიღრმეებში შესვლას
აქ სასწრაფო კონტრშეტევაა საჭირო, თორე კუპიანკის და მისი აგლომერაციის დაკარგვა
ძალიან მძიმე იქნება, არაფრის დიდებით არ უნდა მოხდეს ამისი დაშვება
ველიკა ბურლუკი/ვოვჩანკსი აგლომერაცია კი დაახლოებით 15 000 კვადრატულ კილომეტს ფართობს მოიცავს
მას მდინარე ესაზღვრება ბუნებრივ ბარიერად დასავლეთიდან, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი რუსების კონტროლ ქვეშაა, პეჩენიგზე გასვლა კი სამხრეთიდანაც მთლიანად მოჭრის ამ აგლომერაციას
სავარაუდოდ 2026 წლის გაზაფხულის კამპანიის გეგმა იქნება ეს
2025 წლის ბოლომდე კი რუსები შეეცდებიან კუპიანკის და მისი აგლომერაციის აღებას



This post has been edited by DIDGORI-GEO on 26 Aug 2025, 09:54