ეხლა ინდოეთის თემას რაც შეეხება
ეკომომიკურ თემებში ყველაზე კომპეტენტურმა ექსპერტებმა დათვალეს სავარაუდო ზარალი ყოველწლიურად
37 მილიარდი დოლარის ზარალი ელის ინდოეთს ამერიკასთან დაპირისპირებაშიო ანუ ამ ტარიფების შედეგად
ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგებაო
და საბოლოო ჯამში ინდოეთს მოუწევს რუსული ნავთობის ეტაპობრივი შემცირება
და ამერიკულით ჩანაცვლებაო
რადგან რუსეთიდან მოგება არის 17 მილიარდიო წელიწადში და ამაზე 2-ჯერ მეტად იზარალებს ამერიკის ტარიფებითო
ეხლა რაც შეეხება კრიტიკას
ბაიდენის დროს ფაქტიურად არაფერი არ კეთდებოდა ამ მიმართულებით
რუსეთი არათუ ყიდდა, არამედ ვიმეორებ გაასამმაგა ინდოეთში ნავთობის გაყიდვა და იღებდა ათეულობით მილიარდის შემოსავალს პუტინი ომის დასაფინანსებლად
მოვიდა ახალი ადმინისტრაცია და დაიწყო ნაბიჯების გადადგმა, რათა რუსეთმა მაქსიმალურად დაკარგოს შემოსავალი და ვეღარ შეძლოს ომის წარმოება
დაიწყო რუსული სტრატეგიული ბაზრების (ინდოეთი და ბრაზილია) დასანქცირება და წნეხი
ნავთობის ფასი 80 დოლარიდან ჩამოვიდა 65 დოლარამდე და 2026-ში 50 დოლარამდე ჩამოსვლაა ნავარაუდები
რაც არის კატასტროფა რუსეთისთვის
ანუ მიდის კომპლექსური მუშაობა, იდგმევა სერიოზული ნაბიჯები
რაც შედეგს ეტაპობრივად გამოიღებს
და მაინც კრიტიკა
“თურმე ინდურ არხზე რაღაც უთქვამთ ტრამპზე “
ნწ, ნწ შავებს ჩაიცმევს ამერიკა
აქ ზოგი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, ჩასაფრებულის პოზიციაშია
და უკრაინის კარგი კი არ უნდა(არადა რომ კითხო მომხრეა)
არამედ როგორმე ცუდი გაიგოს, რომ რაც შეიძლება მეტად გააშავოს ამერიკა, ევროპა(გახსოვთ ხო იგივე იუზერი როგორ გულმოდგინედ აშავებდა გერმანიას) და მუდამ ნეგატივი წეროს და ეს აპრავოს “უკრაინაზე ზრუნვით”
scoutმესამეჯერ გეუბნები, როცა მაციტირებ მარტო მაშინ ჩანხარ
ასეთია ფორუმის ფუნქცია და ჩემი დაწერილი არაა
ისე არ მიჩანს შენი პოსტები, რადგან იგნორში ხარ
Obser_ver10 ბატარეა პეტრიოტის მიწოდებაზე გამოცხადდა ხო?
ბაიდენის დროს 3 წლის მანძილზე 2 ბატარეა მიაწოდა ამერიკას
შენი აზრით ეხლა უკრაინელისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი
10 ბატარეა პეტრიოტის ყიდვა ევროპის მიერ და სწრაფად მიწოდება
თუ 2 ბატარეის მიღება 3 წლის მანძილზე?
აგერ 3 350 ერთეულ ასეულობით კილომეტრზე მფრენ რაკეტის მიყიდვაზე გამოცხადდა ხო?
იცი ბაიდენის დროს რამდენი შორს მსროლელი რაკეტა მიეწოდა უკრაინას 3 წლის მანძილზე?
ასევე, ბაიდენის დროს 31 ცალი აბრამსი მიაწოდეს უკრაინას
არ ჯობია მაგალითად გამოცხადდეს 300 აბრამსის ყიდვა ევროპის მიერ და მისი მიწოდება უკრაინაზე?
გიმეორებ, მე მინდა და უკრაინელსაც
რაც შეიძლება მეტი იარაღი მიიღოს უკრაინამ
და სულ ფეხებზე მკიდია ამაში ფულს ვინ გადაიხდის
წესით, ასე უნდა იყო შენც
და რა გაღელვებს ეს ევროპელების ფული გაუგებარია
მე უბრალოდ შთაბეჭდილება მრჩება, რომ შენი მიზანია ტრამპის კრიტიკა
და ნებისმიერ კარგი ამბის გაუფასურებას ცდილობ, ხან რაზე აქცენტირებით და ხან რაზე
This post has been edited by DIDGORI-GEO on 29 Aug 2025, 14:11