ვინც ფიქრობს რომ ამერიკა იზოლაციონიზმს აწვება, ძალიან ცდება. პირიქით ამერიკის საერთაშორისო დომინაცია კიდევ უფრო მეტად გაზრდილია ბოლო თვეებში და აი რატო:
ამერიკას შთამბეჭდავი შედეგები აქვს საგარეო მიმართულებაზე ბოლო 6 თვეა და ესაა მთავარი
და მათ შორის რუსეთისა და ბოროტების ღერძის წინააღმდეგ
კერძოდ:
1. ძალიან მალე და მარტივად ამოდღნა ირანი და ამით ტოტალური ძალაუფლება დაიბრუნა ახლო-აღმოსავლეთში
ამასობაში, დაბომბა ჰუსიტები და გახსნა სუეცის არხი ამერიკული გემებისათვის
ირანის ამოდღვნით კი აღადგინა რეგიონში ძალთა ბალანსი და დაიბრუნა სიტუაციური ტოტალური კონტროლი
რაც დაკარგული იყო ბაიდენის მიერ ავღანეთიდან სამარცხვინო გაქცევის შემდეგ
დღეს აღარც ირანის ბირთვული პროგრამა აღარაა, აღარც სუეცის არხია ბლოკირებული, აღარც ამერიკული ბაზების დაბომბვები არ ხდება და ისრაელის ბევრად უფრო უსაფრთხოა
შესაბამისად, ამერიკის დომინაცია ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად გაზრდილია
2. ევროპასთან ახალი შეთანხმებით. ამერიკა მიიღებს სრულ წვდომას ევროპულ ბაზარზე. საბოლოოდ გაიდევნება რუსული ენერგორესურსები და ამერიკა მიიღებს დამატებით ასეულობით მილიარდის შემოსავალს ყოვეწლიურად ევროპიდან. ასევე ევროპა იძულებულია იყიდოს დამატებით ასეულობით მილიარდი დოლარის ამერიკული იარაღი. ასევე ევროპა აიძულა ბევრად მეტი დახარჯონ შეიარაღებაზე და უკრაინის დახმარებაზე. შესაბამისად ევროპაშიც კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ამერიკის დომინაცია ბოლო თვეებში.
3. სატარიფო ომით, ამერიკისთვის გაცილებით უკეთესი სავაჭრო ხელშეკრულებების დადება მოუწია ევროპას, იაპონიას, ჩინეთს, სამხრეთ კორეას და ა,შ
რითიც ამერიკა ასეულობით მილიარდის დამატებით შემოსავალს და ინვესტიციას მიიღებს
ასევე, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა(საუდი, ემირატები, კატარი და ა,შ), ასეულობით მილიარდის დამატებით პოლიტიკურ ხარკს შეპირდნენ ამერიკას დაცვის გარანტიების სანაცვლოდ
ანუ მსოფლიო სავაჭრო დონეზეც/ეკონომიკის კუთხით ამერიკამ კიდე უფრო მეტად გაზარდა დომინაცია
4. ჩინეთმაც კი უკან დაიხია
- ისე გაუბახა ამერიკამ სტრატეგიული მოკავშირე ირანი, რომ ხმა ვერ ამოიღო
- მოუწია ამერიკისთვის მისაღები სავჭრო შეთანხმების დადება
- ტაივანის დამატებით იარაღით ამოტენვა მიდის ამერიკის მიერ და ამაზე გაყუსულია
- პანამის არხზე დაიწყო ჩინური გავლენების გაძევება და ამერიკულით ჩანაცვლება
ანუ ჩინეთის წინააღმდეგაც გაზარდა ამერიკამ დომინაცია
5. და რაც მთავარია რუსეთი
- რუსეთმა დაკარგა სირია ანუ ახლო-აღმოსავლეთზე გავლენები
- დაკარგა სომხეთ-აზერბაიჯანი ანუ სამხრეთ კავკასიაზე გავლენა
- დაკარგა ევროპის ენერგო ბაზარი
რუსეთზე წნეხია აზიურ ბაზრებზეც და დაიწყო რუსეთის სტრატეგიული ბაზრების (ინდოეთი, ბრაზილია და ა,შ) სანქცირება
- ნავთობის ფასი დაახლოებით 15 დოლარით დაკლებულია და რუსეთი კარგავს ათეულობით მილიარდის შემოსავალს
ანუ რუსეთზეც ბევრად გაზრდილია წნეხი და დომინაცია
აგერ სამხრეთ კავკასიაშიც კო შემოვიდა და სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი, ზანგეზურის კარიდორის კონტროლი აიღო
და აგერ ვენესუელასაც კი მიადგნენ ანუ მორიგ მტრულ რეჟიმს უპირებენ დამხობას და უკვე სამხრეთ ამერიკაშიც კიდევ უფრო მეტად დომინაციის ზრდას
აი ამ ფაქტორებს უნდა უყუროთ
ანუ სტრატეგიულ ჭრილში რა შედეგები აქვს ამერიკას საგარეო მიმართულებაზე
შესაბამისად, აბსოლუტური ტყუილია, რომ ამერიკა იზოლაციას ადგას
პირიქით, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაზრდილია დომინაცია ყველა მიმართულებაზე
თუმცა აქ ზოგს ჰგონია, ამერიკამ ის უნდა გააკეთოს
რაც ქართველს, უკრაინელს ან იაპონელს უნდა
და მთავარ პრინციპს არ ითვალისწინებს
“ამერიკა აკეთებს იმას, რაც მის ინტერესშია”
აი ამ მთავარი რაკურსით არ ხდება მოვლენებისთბის ყურება და ამიტომ იდება რეალობასთან სრულიად აცდენილი შეფადებები
This post has been edited by DIDGORI-GEO on 31 Aug 2025, 11:46