შეხვედრა გაგრძელდება რამდენიმე საათი, შეხვედრის შემდეგ იქნება პრესკონფერენცია, რომელზეც ტრამპი იტყვის:
1. რომ ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა.
2. რომ პუტინსაც უნდა მშვიდობა და კაცისკვლის გაჩერება.
3. რომ, ყველაფერი ბაიდენის ბრალია და თვითონ რომ ყოფილიყო პრეზიდენტი ეს არ მოხდებოდა.
4. რომ, რახან უკვე მოხდა კონფლიქტი სიტუაციები შეიცვალა და ახლა კონფლიქტის ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს.
5. რომ, იმ რეალობიდან გამომდინარე რაც ახლა არის, მან საუკეთესო deal-ს მიაღწია პუტინთან. ( აუცილებლად დაგვაბოლებს რომ ხუილო დათმობებზე წამოვიდა. )
6. რომ ის დაელაპარაკება ზელენსკის, და ტრამპმა მაქსიმუმი გააკეთა, უკრაინისთვის საუკეთესო კვერი გამოაცხო და ახლა ზელენსკიმ უნდა მიიღოს ეს წინადადებები. და თუ არ მიიღებს ... უ ტა ტა ტა ტა.
7. რომ რუსეთს მოუხსნის დიდი ნაწილ სანქციებს.
8. რომ რუსეთი და აშშ ეკონომიკურ სფეროში ითანამშრომლებენ აქტიურად.
9. მინერალები, ტარიფები და ესა ისა-ც იქნება ტექსტში.
მოკლედ, დღეს აშშ, ოფიციალურად დაუწვება რუსეთს.
შეთანხმება უკვე მიღწეული რომ არ ჰქონდეთ წინასწარ, ჩემს ###ს ჩავიდოდა ხუილო ალასკაზე. უბრალოდ, ახლა დეტალებს დააზუსტებენ და ინფორმაციას რომელსაც ჩვენ მივიღებთ, საზეიმოდ მოგვართმევენ, ისე, თითქოს რაღაც საუკეთესო მოხდა კაცობრიობისთვის.
არადა დღეიდან დაიწყება იმაზე უარესები, ვიდრე აქამდე ხდებოდა.
პ.ს. კიდე კაი ინსტრუქტორს ბანი ადევს, კიდე კაი. თორე ამ შეხვედრის მერე ისეთებს დაწერდა, ნახევარ ფორუმს გაისტუმრებდა აბანოში

პ.პ.ს. მოკლედ, წინასწარ შეემზადეთ ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ დაახლოებით ისე იქნებით ფრუსტრირებულები, როგორც მაშინ, ზელენსკი რომ გამოაგდო ტრამპმა თეთრი სახლიდან.
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი