რა იყო და სადღაც ტრაკიდან რომ ჩამისახლდა იტალიურ ეზოში მეზობელი ყოფილი კაგებეშნიკი, 1 ოთახიანი უტუალეტო სარაია რომ იყიდა ორი ბიჭის დედამ იმ იმედით, რომ მაგისი კარის მეზობელი მარტოხელა ქალი იყო და იმის სამ ოთახს ჩამოართმევინებდა მთავრობას და თვითონ მიიერთებდა უფასოდ, ეგეთები არ იყო მისაღები
ეს კიდევ ხმამაღლა ემუქრებოდა ჩვენს გასაგონად, შენ ამ ოთახს არ ხმარობ და ჩამოვართმევინებ სახლმმართველობასო
ღარიბი კი არ იყო, დიდი ბინა გაუყიდია და ეს სარაია უყიდია, კაცმა არ იცის რატომ და ეხლა ჩვენ ვეზიზღებით
სხვა ბინაც აქვს პლეხანოვზე
ურთიერთობა ასევე იმას ნიშნავს, თბილისში რომ ჩამოდიხარ და მაცხოვრებლებს წინ ბურგერ ბარს უშენებ, გამწოვები და კონდიციონერები იმის ოთახს არ უნდა მიუშვირო
არ უნდა იხმაურო, ძილში და დასვენებაში არ უნდა შეუშალო მაცხოვრებლებს ხელი, რომლებიც დილით უნდა ადგნენ და სამუშაოდ წავიდნენ
და შენ რომ აქ მუშაობ და მერე სახლში მიენძრევი და ისვენებ, ამათაც უნდათ დასვენება
აი ეს არის ურთიერთობა
ესენი რომ გეცოდინება, მერე აღარ იტყვი, რომ ქართველები დამპალი ხალხი ვართ და ერთმანეთის გატანა არ შეგვიძლიაო. იმიტომ რომ თავიდანვე მიხვდები, შენ რომ უშლი ხელს სხვა ადამიანს შენი ბიზნესით და შენ რომ უუარესებ სხვას საცხოვრებელ პირობებს.
ბინას რომ იყიდი, ის ბინა ბორდელს არ უნდა მიაქირაო
სოლარიუმს რომ გახსნი, იმისი გამწოვი და ის ოფლიანი და იაფის ადეკოლონიანი ჰაერი არ უნდა გაუშვა ეზოში გამწოვის მილით
ეზოში კამერა არ უნდა დააყენო, რომ ეს გამწოვი არ მომინგრიონო
ეზოში რომ შემოიყვან მანქანას სხვა მეზობლის კართან არ უნდა დააყენო
თბილისის ეზოში რომ შედიხარ სამტრედიიდან ჩამონძრეული, რომელშიც შენი ნაცნობი ბორდელის ბოზს აქვს ნაქირავები ოთახი, ვიღაცისგან მისამართი გაიგე და ეხლა ეჩხუბები და სცემ, მერე გრამატიკიკინა რომ გადმოგხედავს და კარგის ტრაკის მოდღვნით დაგემუქრება, შენ არ უნდა უთხრა, რომ მეც ამ უბნელი ვარ და ეგ რა ვერელობააო.
ანუ ვერელობა ბანდიტობა არ უნდა გეგონოს და ქალის ერთად ცემა არ უნდა გეგონოს ვერელობა.
ასევე ტო არ უნდა გეგონოს თბილისური, რადგან ტო არის სომხური და მაგ სიტყვას ხმარობენ სომხები და ბირჟის ნარკომანები. ბირჟის ნარკომანების ლექსიკის მქონემ თბილისში პატივისცემით მოყპრობა არ უნდა მოითხოვო.
რადგან უნდა იცოდე, რომ ეგ არ არის საპატივცემულო ტერმინოლოგია.
ქუჩაში არ უნდა იღრიალო ღამით და დილით
ფეიერვერკები არ უნდა ისროლო და მერე არ უნდა თქვა, რომ ქუჩაში ვარ და რასაც მინდა, იმას ვიზამო
იმიტომ რომ გეცოდინება, იმ ქუჩაზე მდგარ სახლებში ხალხს რომ სძინავს
ესაა ურთიერთობა
ანუ არ უნდა გეგონოს, რომ სოფელში რასაც გიკრძალავენ, ეს ყველაფერი გოიმობაა და თბილისში უნდა აკეთო
იბოზო, იპარო, ხალხი ხოცო, მერად დაინიშნო, მთაწმინდაზე შენი კონსერვის ბანკა დადგა, ბოტანიკურ ბაღში შენი შვილისთვის სტუდია ააშენო და ასე შემდეგ
ეს არაა ურთიერთობა