ფბ-დან:
https://www.facebook.com/scarramush/posts/p...LLfXJXKDXAHdj2l„The buck stops here“ - აზრობრივად ითარგმნება როგორც, "ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ". ამერიკის პრეზიდენტ, ჰარი ტრუმენს მაგიდაზე ედგა აბრა ამ წარწერით. აბრა სიმბოლურად გამოხატავდა მის რწმენას, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანს სხვები კი არ უნდა დაედანაშაულებინა, არამედ პასუხისმგებლობას თავად იღებდა თავისი ადმინისტრაციის ყველა ქმედებაზე.
როდესაც პრეტენზია გაქვს, ხელისუფლებაში იყო, შენ ხარ პასუხისმგებელი მეწყერზეც, თოვლზეც, ასფალტზეც.
ისე "დაემთხვა", რომ ხარაგაულში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით განადგურებული ორივე სოფელი ჩემი დედულეთია. ბაბუა ხემაღალიდან იყი და ბებია ღვერკიდან. ღვერკი დაახლოებით ისევე იყო ჩემი ბავშვობა, როგორც სოხუმი.
ჰო-და ორივე სოფლის განადგურება მოყვა იმას, რომ იქაურ ადგილობრივ ხელისუფლებას არასოდეს უგრძვნია რამეზე პასუხისმგებლობა. ამიტომაც სრულიად უპასუხისმგებლოდ მოჭრეს მთის ფერდი, რომელზეც სოფელი იდგა და საბოლოო ჯამში, შეიძლება არა მარტო ეს ორი სოფელი, არამედ მთელი საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლაც კი დაზარალდეს.
და ეს იყო შედეგი წლობით წაყრუების. როდესაც ჟურნალისტები ადგილობრივი ფეოდალების კორუფციაზე საუბრობდნენ, "ქოცნება" იძახდა რომ ეს ყველაფერი ტყუილია.
რომ მათი გუნდის წევრებს "წინ რომ დაუდო ფული, არ აიღებენ" და ასე შემდეგ, არა-და ქართული ნათქვამია "მოყვარეს პირში უზრახეო".
საკუთარ ნაკლზე ვინც მიგითითებს, არაა ის მაინცდამაინც მტერი.
ასე მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. არ იქნებოდა დღეს დასაჭერი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ღმერთმა იცის როგორ დააზარალა ქართული ჯარი.
"ქართული ოცნება" ვერაფრით გამოვა ამ მანკიერი წრიდან. ნამეტანი გაიხრწნა და ჩალპა.
ახლა ვინც მას იცავთ, იცოდეთ აუცილებლად ფეხებზე დაგიკიდებენ.
პოლიცია, შსს, გდდ - ღირსეულს არაფერს გაღირსებენ. არც სიბერეს, არც პენსიას. თქვენგან მხოლოდ 1% თუ იქნება მართლა კმაყოფილი და "მაძღარი", დანარჩენზე კი რა გითხრათ.
პირადად მქონდა შემთხვევა, ყოფილი პოლიციელი რომ "ჩერეზ" კოლუმბია და პანამა ცდილობდა მექსიკაში გადასვლას. მერე რომ ამერიკაში გადასულიყო.
საბოლოოდ, ამ ხრწნას და ლპობას ვერც ეს ქვეყანა გაქაჩავს და ვერც "ქოცნება".
ეს სურათებია "ქართული ოცნების" დამეწყრილი სახე

რუსეთი უნდა დაინგრეს.