#62238574 · 28 Aug 2025, 13:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ენერგოდამოუკიდებლობა.... მდინარეების დაგუბებით, ხეობების განადგურებით, მილიონი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკოსისტემის მოშლით, აიღეთ დასავლეთი საქართველო და შეადარეთ პერიოდები ენგურჰესამდე მისი აშენების შედეგ, მერე.... დათვალეთ მოგება, დათვალეთ ზიანიც მეწყერები, წყალდიდობები, დიდთოვლობები, რომლებიც ერთ კვირაში დნება, რაც არანორმლურია. გლობალურ დათბობაზე ალაპარაკდა მსოფლიო, ეგ ჩვენთან მაშინ დაიწყო ენგურჰესი რო დააგუბეს. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბარი, მიჩქმალეს, მაშინაც დიდი ფული იჭრებოდა მშენებლობაში, თან ასეთი მასშტაბის მშენებლობაში. არ არის საქართველო ის გეოზონა სადაც შეიძლება ასეთი რამეები აკეთო და ამას ცუდი (კარგზე მეტი ცუდი) არაფერი მოყვეს. PS. იმათთვის ვისაც ელექტროენერგიადამოუკიდებლობა ენერგოდამოუკიდებლობა გონია, მთელი საქართველოს მდინარეები რომ დავაგუბოთ ენერგოდამოუკიდებლობას მაინც ვერ მივაღწევთ, არა გვაქვს უმთავრესი ენერგომატარებლები როგორიც არის ნავთობი,ბუნებრივი აირი, ქვანახშირი. იმათთვის, მაშ რა ვქნათო რო იკითხავენ. ნაყიდი ელ.ენერგია უფრო მომგებიანია საქართველოსთვის ვიდრე საკუთარი ჰესებით მიღებული. სწორად, სახელმწიფოებრივად, არაკორუფციული და ქვეშქვეშა ჩანაფიქრების გარეშე გატარებული პოლიტიკით, საქართველოს ელექტროენერგიის პრობლემა არასდროს არ ექნება. და კიდევ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა არის თურქმენეთი სადაც მოსახლეობისთვის უფასოა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი, თურქმენეთს წყალი უჭირს და უფასოა, ჩვენ ვიხდით და სასმელად არ ვარგა.
|