aresi
rudrapraiagis avaza

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 291
წევრი No.: 21275
რეგისტრ.: 1-July 06
|
#62470118 · 12 Feb 2026, 17:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როცა გაგვიჭირდება, ჩვენ გვაქვს ბელორუსის მაგალითი....
როგორც ვიცით, რუსეთისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელორუსიამ, მტკიცედ დაიცვა სოციალისტური პრინციპები. საწარმოების მაღალტექნოლოგიურ ცენტრად ქცევა, რაც მიზნად დაისახეს, ხორცი შეესხა, იმ ვანდალიზმების ეპოქაში, რასაც საქართველოში ჰქონდა ადგილი, შევარდნაძის ხელით. და ეს ყველაზე მეტად, ბატკას ფაქტორმა განაპირობა. ანუ, წარმატებით განახორციელეს საწაროების მოდერნიზება და ახალი მოთხოვნების შესაბამისი წარმოების უზრუნვეყოფა. აღნიშნულის შედეგად, ქვეყანამ წლიური ეკონომიკური მაჩვენებელი 6-8 პროცენტამდე გაზარდა, 2000-იან წლებში და ეს ძალიან შთამბეჭდავია, ამერიკისა და ევროპის ემბარგოების პირობებში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ წარმატების საიდუმლო, ასევე მდგომარეობდა და ამაზე კამათიც არ ღირს, ბელორუსული საწარმოების მჭიდრო თანამშრომლობაში, ძირითადად რუსეთთან. ასეთი თანამშრომლობა განპირობებული იყო, ძირითადად ენერგეტიკის მიმართულებით, სადაც ბელორუსს ნედლეული არ გააჩნია. ანუ, ბელორუსის გამოსავალი მხოლოდდამხოლოდ მდგომარეობდა, საწარმოების განვითარებაში, ვინაიდან წიაღისეულით მაინცდამაინც არ ნებივრობენ. 2010-იან წლებში, ეკონომიკური ზრდა შემცირდა, მაგრამ დასტაბილურდა, რაც ბელორუსის ეკონომიკისთვის დამახასიათებელია, ხოლო გლობალური კრიზისების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანი. ამჟამად, მშპ-ს ისევ ზრდაა +2.5%-ით. საერთო ოდენობით მიაღწია 70 მლდ აშშ დოლარს. ამ ზრდაში, დიდი წვლილი შეიტანა მწარმოებელმა ინდუსტრიამ. საშუალო წლიური ხელფასი 4.6 პროცენტით გაიზარდა და 2022-ში დაახლოებით 560 დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რუსული ენერგორესურსების დაბალი ფასი, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე დიდი მნიშვნელობა გააჩნია. იარაღის წარმოებაში ბელორუსი, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, 20 ყველაზე მსხვილ მიმწოდებლებს შორისაა.. შემოსავლის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, აზოტისა და კალიუმის სასუქები, რომელთა ყველაზე უმსხვილესი მწარმოებელია. ემბარგოების შემდეგ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მომგებიანობის გაზრდისა და შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის ერთ-ერთი გზაა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) ინტეგრაცია, რომელმაც ფუნქციონირება, 2015 წლიდან დაიწყო. საერთო აზიური და აფრიკული ბაზარი ხსნის, ახალი ინვესტორების პოვნის შესაძლებლობას, რომლებიც ქმნიან კომპანიებს ბელორუსში და შემდეგ მოიპოვებენ ბაზარზე წვდომას, ჯერ ყაზახეთსა და რუსეთში, შემდეგ კი, სომხეთსა და ყირგიზეთში. ბიუროკრატია კომერციულ ინსტიტუტებში, კომპანიების დარეგისტრირების დროსა და კაპიტალის ხარჯების გათვალისწინებით, არ არსებობს, რითაც იზიდავს უცხოელ ინვესტორებს, განსაკუთრებით ჩინელებს, „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში. ბელორუსის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ჩინეთის ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“... ეს არის რეალური შესაძლებლობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სატრანზიტო საქონლის განვითარებისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფარგლებში, ტექნოპარკის - „დიდი ქვის“ გაფართოება, სადაც 33 ქვეყნის კომპანიაა დაფუძნებული. ბელორუსია პირველ რიგში, რასაკვირველია, დაინტერესებულია ჩინელი ინვესტორების მოზიდვით სოფლის მეურნეობაში და მრეწველობაში, განსაკუთრებით იმისთვის, რომ შეძლოს საკუთარი ექსპორტის გაფართოება ჩინეთში. საქართველოშიც აუცილებელია მათავრობამ, ამ მიმართულებით გადადგას საჭირო ნაბიჯები და ბოლოსდაბოლოს გადალახოს ამერიკული შეშფოთებები და ანაკლიის პორტის მშენებლობა, ჩინური ინვესტიციების კუთხით გააგრძელოს. ბელორუსში დიდი ყურადღება ექცევა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას, რაც ასევე საკვანძო საკითხია. ბელორუსმა უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს. ის ერთადერთი ქვეყანაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ), რომელმაც მიიღო ნებართვა საქონლის ხორცის ექსპორტზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. საგრძნობლად გაიზარდა, ჩინური ინვესტიციების მოცულობაც. ბოლო წლებში მან, 180 მილიონ დოლარს მიაღწია. ბელორუსის მთავრობამ ჩინელებს, ასევე შესთავაზა, ოცამდე საწარმოს ინვესტიცია ქიმიურ და მანქანათმშენებლობაში. ამასთან, ჩინელებს მოგება აინტერესებთ, ხოლო ბელორუსელები კი უზრუნველყოფენ, სოციალურ დაცვასა და წარმოების გადასვლას მათ ხელში, ანუ საკვანძო გახდა ჩინეთის როლი, ბელორუსის ეკონომიკაში რუსეთის პარალელურად... IT სექტორიც წარმატებითაა განვითარებული, რამაც განაპირობა სხვადასხვა ბიზნეს ინიციატივების განვითარებაც. ევროკავშირმა ბელორუსის წინააღმდეგ, შორსმიმავალი სანქციები დააწესა. ფინანსური სანქციების გარდა, არსებობს იარაღის ემბარგო, ასევე სექტორული და სასაქონლო ემბარგო, რომელიც გავლენას ახდენს, მათ შორის, ხე-ტყის, ცემენტის, მანქანების, რკინის, ფოლადისა და რეზინის ნაწარმით ვაჭრობაზე. გარდა ამისა, ორმხრივად აკრძალულია ბელორუსული სატვირთო მანქანების ევროკავშირში და პირიქით, ევროპული სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება ბელორუსიაში. თუმცა, დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, მნიშვნელოვანი ცვლილება დინამიკაში არ მოჰყოლია. უნდა ითქვას, რომ ჩინურმა და ზოგადად აზიურმა ბაზარმა ბელორუსი, მაინც დაიცვა ეკონომიკურად. ამერიკულ ემბარგოს, ჩვენც მალე დაგვიწესებენ, თუმცა ბელორუსის მაგალითი იძლევა სიმშვიდის საშუალებას, თუმცა, დროა უარი ვთქვათ ამერიკულ ურთიერთობებზე, რაც კარგად ჩანს, რასაც გვიქადის და გადავიდეთ ბელორუსის მაგალითზე.
ეპშტეინს გაფიცებთ.. * * * რუსეთზე დამოკიდებულება, ერთი-ორად გაიზრდება.
გლობალური ეკონომიკური მოძრაობა ინტენსიურია და ზრდადი, თან გარდამავალი, სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენიდან გამომდინე, როგორიცაა, მაგალითად ამერიკის მიერ მოწყობილი მიწისძვრა თურქეთში, ანდა ჩრდილოეთ გაზი-2-ის აფეთქება, იგივე აშშ-ს მიერ და სხვა. ლიბერასტული გლობალიზაცია, 2008 წლის გლობალურ ფინანსურ კრიზისს გადაურჩა, მაგრამ ახლა მისი მრავალი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მახასიათებელი მოძველდა, რადგან დრო მიდის და ცვლილებები მრავალწახნაგოვანია. ტრამპის ფაქტორმა, ბრექსიტის ფაქტორმა, სიძინპინის ჩინეთის ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ, ჩინეთის უსაზღვრო შესაძლებლობებმა, დაიპყროს ნებისმიერი ბაზარი და რათქმაუნდა, COVID-19-ის პანდემიამ (რომლითაც უკუშედეგი მიიღეს...) ყველაზე დიდი წვლილი იქონია გლობალიზმის დინამიკაში და ახლებურად გააზრებაში, ახალ პოლიტეკონომიკურ გადაფასებებში, ანუ ჩვეულ მეთოდებს აუცილებლად შეცვლა დასჭირდა. ამრიგად, თუ 1990-იანებს მიიჩნევენ სსრკ „ისტორიის დასასრულად“ (რაც, მე ასე არ მიმაჩნია), 2020-იანი წლები იქნება მართლაც, „ისტორიის დასასრული“ და ახლის საფუძველი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკამ განიცადა, მრავალი ტრანსფორმაცია. ჩინეთის მუდმივმა აღმავლობამ, შეერთებული შტატების ტრადიციული ლიდერობის როლის შესუსტებამ და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ გამოიწვია, რეგიონალური ეკონომიკური სივრცეების წარმოშობის მოთხოვნილება და, მათ შორის რეგიონთაშორისი კონკურენციის ზრდა. ასევე, ეკონომიკური და გეოპოლიტიკის ტურბულენტობის ახალი მოდელები. ბევრი მეცნიერი უკვე წერს, რომ ახალი ფორმატის ძირითადი ლოკაცია, მზარდ გეოეკონომიკურ სამყაროში უფრო წარმოჩინდება და ამ ახალ გადანაწილებებში, სულ უფრო მეტად ჩაერთვება აზია, ხოლო ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პოლიტიკის დინამიური შეხება, სულ უფრო კონფრონტაციული გახდება. ევროპამ, ჯერ კიდევ 2000 წლიდან დაიწყო განცალკევება, ავტონომიური უფლებებითა და ეკონომიკური არეალით, თუმცა მრავალმა ფაქტორმა, გამოწვეულმა ამერიკის მოქმედებით, ეს მცდელობები გააქარწყლა, როგორც ახლა აკეთებს, განსაკუთრებით გერმანიის მიმართ. სულ უფრო თვალნათელი გახდება, რომ ისეთი ქვეყანის სუვერენიტეტი, როგორიც გერმანიაა, დამოკიდებულია, ცალკეულ მოსყიდულ პოლიტიკოსებზე და არა კონცერნებზე. ევროპის დამოკიდებულების შემცირება, სხვა ქვეყნებზე დიდი ხნის დილემაა, რაზეც მაკრონიც კი იძულებული გახდა გაეხმოვანებინა, საფრანგეთში არსებული წინააღმდეგობის ფონზე. სტრატეგიული ავტონომიის მოთხოვნილება გაასაჯაროვეს, 2020 წლის ნოემბერში, როდესაც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კარენბაუერმა განაცხადა, რომ „ევროპის სტრატეგიული ავტონომიის ილუზია უნდა დასრულდეს: ევროპელები ვერ შეძლებენ შეცვალონ, ამერიკის გადამწყვეტი როლი, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით“... გადამწყვეტი იქნება კონცერნებისა და მთავრობის დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ სხვა სექტორში გადაიტანონ საწარმოები. გერმანია და საფრანგეთი, აუცილებელი საჭიროების წინაშე აღმოჩნდებიან, როცა ეგერგორესურსების ნედლეული ამოწურვისკენ იქნება, ან ძალიან გაძვირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთს ალტერნატივა არ აქვს. ამასობაში, აუცილებელი ხდება, საბაზრო ეკონომიკა ჩაანაცვლოს გეგმიურმა, ვინაიდან აუცილებელი გახდა, რომ ჩამოყალიბდეს ეკოლოგიური ცივილიზაცია, რომელიც ეკონომიკურ პროცესებს მართავს, ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და არა ისე, როგორც ახლა, ხელაღებით ხდება. გეგმიურით შეცვლის საჭიროება, თავისთავად ნიშნავს საზოგადოების სოციალიზაციას და როტშილდთა იერარქიის დასასრულს. ომმა თუ არ დაასუსტა რუსეთი, რაც უკვე აღარ გამოდის, რუსეთზე დამოკიდებულება ერთი-ორად გაიზრდება.
ეპშტეინს გაფიცებთ.. * * * ამერიკული გლობალიზაცია ფინიშს მიუახლოვდა.
სსრკს დაშლის შემდეგ, გამოკვეთილი გლობალური პოლიტიკის მიჯნაზე, ჩვენ გვაქვს, ახალი სამყაროს ქვეყნების (რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ლათინური ამერიკის ქვეყნები, მთელი აფრიკის კონტინენტი და მალე, ალბათ არაბეთი და თურქეთიც და ა.შ. წყნარი ოკეანიის ქვეყნებიც არ უნდა დავივიწყოთ. მაკაო, ტაივანი და სინგაპური, ფილიპინები, სოლომონის კუნძულებიც, ინდონეზია, რასაკვირველია ვიეტნამი, ლაოსი და ა.შ.) მიზანმიმართული პოლიტეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც მკვეთრად გასდევს ეროვნული სულისკვეთება, ვინაიდან ამერიკულმა გლობალიზმმა ადამიანურ ფასეულობებსაც დიდი ზიანი მოუტანა. ყველაზე მეტად, ამ ქვეყნებში გაერთიანების სურვილი გამოიწვია, არამხოლოდ ეკონომიკურმა, არამედ იმან, რომ ამერიკულმა პოლიტიკამ ნელნელა ძირი გამოუთხარა ეროვნულ ინტერესებს და ეს უკვე აშკარაა, თუნდაც საქართველოს მაგალითზე. ამჯერად, შეიძლება ვთქვათ, რომ ანგლო-საქსონური კლანების მხრიდან ნაკარნახევი, ძალისმიერი გლობალიზმი ვერ უძლებს, ახალი საერთაშორისო თანამეგობრობის პლატფორმას და მალე ჩაილულის წყალსაც დალევს მოუბრუნებლად. არადა, ცნობილი ინტერნაციონალი, ნაკარნახევი კომინტერნით, ვერ გახდა ადრეული ექსპანსიის მოშთობის საფუძველი, ვინაიდან მოსყიდულმა მოღალატეებმა სტალინის სსრკს შემდეგ, საწინააღმდეგოდ იმუშავეს. ამჟამად, ცხადზე უცხადესია, რომ ვითომ მითოლოგიური მე-5 კოლონა, რომელიც მხოლოდ, ვითომ გამოგონილ ტერმინს წარმოადგენდა და სტალინმა შემოიტანა (როგორც ამბობენ ზოგიერთები), თურმე ცხადი ყოფილა (შეხედეთ ნაცებს და მათ ანასხლეტებს). ამერიკული გლობალიზაცია თავიდანვე შენიღბეს, ურთიერთთანამშრომლობის ფართო ფორმატითა და მსოფლიოში, სამართლიანი სისტემის ერთიანი მართვის მექანიზმებით. სარჩულად დაედო, რომ ახალ კომბინაციას უნდა უზრუნველეყო მსოფლიო სამართლიანობის მიღწევა ყველა სფეროში. ამისთვის, გვახსოვს მწვანეების დალაშქვრა და მათი ავანგარდული იმიჯისთვის, სამართლებრივი ბარიერების მოხსნა. საბოლოოდ, კი პრაქტიკაში მივიღეთ საწინააღმდეგო, ანუ მიზანმა დივიდენდების მიღება ვერ უზრუნველყო და მოქმედება გადავიდა „ყველაფერი დაშვებულიას“ რანგში. ფსიქოლოგიურად მაღალი ქება-დიდების იმიჯის შექმნის ფონზე, გლობალიზმი სხვა არაფერი აღმოჩნდა, თუ არა, რიგი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესების იგნორირება, და მართვადი მექანიზმი, ინტერესის მქონე ინდივიდების დაჯგუფებების მხრიდან. ამ პროცესებს, ევროპული სოციალიზაციისკენ მიმართულ პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო, იმასთან, რაც ასე მოსწონთ ევროპაში ვოიაჟების დროს, იქ ჩასულ ქართველებს. სწორედ, ამიტომ გვკარნახობდნენ მსოფლიო ბანკის დოქტრინებს, გაეროს პუნქტებს, არადა ეს, რომ ხალხის ინტერესებისთვის მოერგოთ, აქაც იქნებოდა პროგრესი. ამიტომაც, აშკარა გახდა, რომ გლობალიზმი ვერ უძლებს კრიტიკას ვერსად, ვერცერთ დამოკიდებული ქვეყნების უმეტესობაში და მათში, ცვლილებების მოთხოვნის დრო დადგა. როგორ მიდიოდა კონცეპტუალური დაპირისპირების განვითარება..?? შეერთებულმა შტატებმა, ბრეტონ-ვუდის სისტემით დამორჩილებულ ნორმანულ ერებთან ერთად დაიწყო, ანტისოციალისტური გეგმის ქმედებაში მოყვანა, დალესის დოქტრინისა და ნიურნგბერგის პროცესიდან მოპარული გეგმის მიხედვით. მოგეხსენებათ, იმ დროს, მთელი მსოფლიო იგდა ეპოქალური ცვლილებების წინაშე, რაც მდგომარეობდა სოციალისტური ორიენტაციის დამკვიდრებაში, ამასთან, სსრკ-ს ანტიკოლონოალურმა პოლიტიკამ დააჩქარა მსოფლიო ბურჟუაზიის, აბსოლუტური ბოროტების ცენტის გეგმები. ჩერჩილის მიერ, „რკინის ფარდაზე“ წარმოთქმული სიტყვა, რასაკვირველია ემყარებოდა ნატოს, ცრ-უსა და საბოლოოდ, როგორც გამოიკვეთა, მოსყიდული გაეროს ქმედებების გეგმებს. ყველაზე მეტად, ევროპის ქვეყნები ამოიღეს მიზანში, რათა მუდმივად მოსყიდული მთავრობები ჰყოლოდათ, არასასურველები კი საიქიოში გაესტუმრებინათ. ვალერსტაინმა იწინასწარმეტყევლა კიდეც, მე-20 საუკუნის მიჯნა და 21-ე საუკუნის დასაწყისი.. ისიც ითქვა, რომ მმართველი კლანები იძულებულნი იქნებიან დინამიურად წარმართონ ეკონომიკური პროცესები, კლასობრივი წინააღმდეგობის გასამუხტავად, ისე რომ დომინანტური ძალაუფლება შეინარჩუნონ. გლობალიზაციის თეორიის ფუძემდებელი ზ.ბჟეზინსკი წერდა, რომ გლობალიზაციის მთავარი თეზისი აგებულია ისეთ ცნებებზე, როგორიცაა „ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტი. საერთო ინტერესები. მასობრივი კულტურა“.. თავიდან ეს ყველაფერი იდილიურად მოსჩანდა და გლობალიზაციას მეცნიერებშიც ჰყავდა მომხრეები, სოციალურ-კულტურული ინტერპრეტაციით. სხვადასხვა პუბლიკაციებში მულტიკულტურალიზმის კულტივირება მიდიოდა, რომ, როგორც გლობალიზაციის კომპონენტი, საბოლოო მიღებული საერთო ნაზავი, დემოკრატიული და მიმზიდველი მორალური კლიშეებით შეემკოთ. გლობალისტური მიდგომა, არა მხოლოდ ეწინააღმდეგება მსოფლიო სამართლებრივი წესრიგის ამჟამინდელი მდგომარეობის ობიექტივიზმს, არამედ მსოფლიო მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ართმევს, ევოლუციური განვითარების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ეწინააღმდეგება ცივილიზაციის განვითარების ამერიკული გლობალიზაცია ფინიშს უახლოვდება. ახალ და ნებისმიერ, უფრო თანამედროვე ფორმების ტენდენციების დამკვიდრებას და ამას, გრძნობენ უკვე ჩვეულებრივი მოქალაქეებიც. ამერიკული გლობალიზმი ნელნელა შედის ფაშიზმიზაციის პირობებში. როცა, ინოვაციური განვითარების რეალობას გწყვეტენ, არ გაძლევენ რაციონალური იდეების განვითარების შესაძლებლობებს, ეს რასაკვირველია, ერთხელ და სამუდამოდ ლახავს იმიჯს, ხოლო მოსყიდულები გრძნობენ ანტისახალხო განწყობებს და სულ უფრო ეზღუდებათ მოქმედების არეალი. როგორც, განვითარების ტენდენცია გვკარნახობს, პროგრესული კაცობრიობა, ნაგავსაყრელზე მიუჩენს ადგილს იმ ხალხს და ფსევდოიდეებს, რაც მას თავზე მოახვიეს. ამჟამად, გლობალისტები ფართომასშტაბიან ომში ხედავენ გამოსავალს და სხვისი ხელით ცდილობენ თავიანთი მიზნების მიღწევას. ჩვენი მთვარობა იმედია, იმდენად არის გამოფხიზლებული ნარკოლოგიური შოკიდან, რომელიც მსუყე დოზებით მიიღო, რომ მომავალში, კიდევ უფრო მკაფიოდ შეცვლის მიდგომებს და დარჩება პოზიტიურ იმიჯში, ანდა სხვაგვარად, სულ უფრო მეტად დაემსგავსება ანასტასიო სომოსას, რომლის იმიჯი მიშას, კლეიმოთი ადევს და სხვა მსგავს პერსონებს.
ეპშტეინს გაფიცებთ.. * * * გაჯიუტებულ მოდავეებს ალიყური უნდა მოხვდეთ...
როგორც კი, განსხვავებაზე და ფუნდამენტურ საფუძვლებზე დაიწყებ საუბარს, მაშინათვე იწყებენ აპელირებას, ფედერაციულ გერმანიასა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, თუ რატომ ხდებოდა, რომ აღმოსავლეთის გერმანელები კედლების ქვეშ ძვრებოდნენ, რათა დასავლეთში გადამძვრალიყვნენ. ან ვენესუელაზე, ჩრდილოეთ კორეაზე. ასეთი აპელირება უკაცრავად, მაგრამ ზაქათალელმა ჰუსეინამაც შეიძლება გააკეთოს, თანაც უკეთესადაც. რაც უფრო რთულდება ურთიერთობათა ფორმატი, მიზეზ-შედეგობრივი კომპონენტები, პოლიტეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა, აუცილებლად უნდა წარიმართოს, სუბიექტურ და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით და მაშინ ზაქათალელ ჰუსეინას არ დავემსგავსებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ პოლიტეკონომიკური დინამიკა სხვადასხვა ლოკაციებში, ისტორიულ დროსა და ფორმატში სხვადასხვაა, ასე მაგალითად, რაც შეეხება ომის შემდეგ გერმანიას, ადენაუერმა და მისმა თანამოაზრეებმა სოციალური საბაზრო ეკონომიკის თეორიის საფუძვლები ჩამოაყალიბეს, ჯერ კიდევ 1949 წელს, CDU-ს დიუსელდორფის თეზისებში. ადენაუერი, ასე ვთქვათ, სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის მომხრე იყო. მათი ძირითადი თეზისი, ასე ჩამოყალიბდა: „ეკონომიკის კაპიტალისტური სისტემა არ შეესაბამება გერმანელი ხალხის სასიცოცხლო პოლიტიკურ და სოციალურ ინტერესებს. გერმანიის ეკონომიკის ახალი სტრუქტურა უნდა ეფუძნებოდეს, იმ ფაქტს, რომ გავიდა კაპიტალიზმის შეუზღუდავი ბატონობის დრო“, ანუ ამ თეზისში, აშკარად ჩანს საზოგადოების მოწყობის პრაგმატული, რაციონალური სურვილი. საუბარი გახლდათ მუშათა და ანაზღაურებადი შრომის შექმნაში მონაწილე, სხვა პირების წილის გაზრდაზე „გამომცხვარი ღვეზელის განაწილებაში“, მუშათა „დეპროლეტარიზაცია“ ანაზღაურების ახალი რაციონალური ოპტიმიზაციის გზით და საზოგადოების ღირსეული ცხოვრების დონემდე მიყვანის გარდამავალი გზები. ამისკენ პირველი გადადგმული ნაბიჯები იყო, „სოციალური“ საბინაო მშენებლობა - სრულიად ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ შედარებით იაფი სახლები და ბინები სახელმწიფოს ხარჯზე, დასაქმებული მუშებისთვის და „დინამიური“ პენსია, რომელიც არა მარტო საპენსიო შენატანზე იყო დამოკიდებული, არამედ მშპ-ის ზრდის პროპორციულად იზრდებოდა, ასევე ავადმყოფობის სოციალური დაზღვევა და ბავშვების უპირობო დახმარება. შემნახველ ბანკში შეტანილი ანაბრების მფლობელებს, ბანკის საგადასახადო შეღავათები. დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის აუცილებელი ტენდენცია. ფულის ერთეულისთვის აუცილებელი დამგროვებლობის ფუნქციის მინიჭება, რაც მოსახლეობის გამდიდრებას იწვევდა, ხოლო მთავრობა სპეციალურ დივიდენდებზე, დამატებით ურიცხავდა ბონუსებს. აღნიშნულმა გამოიწვია, მთლიანი სააქციო კაპიტალის გადანაწილება მუშათა კლასზე, რამაც მდგრადი საშუალო ფენის ზრდა განაპირობა. სახელმწიფო კონცერნები - Preussag, Volkswagen და FEA ნაწილობრივ იქნა პრივატიზებული, ანუ სახელმწიფო საკუთრება გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებლებში შენარჩუნდა. დასაქმებულ მუშებს შესთავაზეს, ხელფასის ნაწილის ინვესტირება იმ საწარმოო სფეროში, რომელშიაც მონაწილეობდნენ. მარკის შემგროვებლური პოლიტიკა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სააქციო საზოგადოების წევრთა რაოდენობა გაზრდილიყო. ასე და ამგვარად, კერძო საკუთრების კაპიტალისტური ერთპიროვნული მფლობელობა, თანდათან შეიზღუდა და საყოველთაო დანიშნულება მოიპოვა მოსახლეობისთვის, რომლებიც ფაქტიურად აქციონერები გახდნენ. და პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში, ასეთთან შეხებაც არ არის, არადა 3 წელიწადში ნორვეგიაზე და ჰოლანდიაზე უკეთესი უნდათ რომ გახდეს. სტალინს სხვა კი არ გაუკეთებია, რაც ადენაუერის მთავრობამ გააკეთა, ხოლო ადენაუერის დროს სსრკ-ში სტალინი არ იყო უკვე, ხრუშოვი მართავდა და ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ რატომ ძვრებოდნენ კედლის ხვრელში.. ამათი „იდოლი“, იდიოტი ხრუშოვი კი, ადენაუერს დასცინოდა. ჩვენთან კი, მსოფლიო ბანკი და სოროსი მართავდა და მართავს პროცესებს და რა გასაკვირია, რომ ასეთ დღეში ვრჩებით აქამდე. რაც შეეხება, სხვა ქვეყნებს - მოგეხსენებათ, ვენესუელა რას წარმოადგენს კლიმატურად, პრაქტიკულად ურთულესია სოფლის მეურნეობა, ძალიან მაღალი ტენიანობა, რომლის გამოც, ზაფხულის თვეებში გახარებული კარტოფილიც კი ვერ მოჰყავთ. ხალხი უგო ჩავესის მოსვლამდე, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. არ ჰქონდათ საკანალიზაციო სისტემები, ხოლო დედაქალაქ კარაკასში, კორპუსის ტიპის საცხოვრებლები, მხოლოდ ჩავესის დროს აშენდა. ჩავესმა მოაწესრიგა სამედიცინო დაწესებულებები და ა.შ. ნავთობი, რომელიც ვენესუელას გააჩნია არის ბლანტი სახის, რომლის გადამუშავებისთვის საჭირო ტექნოლოგიები ქვეყანას არა აქვს, მათი ასტრონომიული ღირებულების გამო, რის გამოც, ამერიკა ადვილად ახორციელებდა მათი ნავთობის კონტროლს. ამ სახის ნავთობის რეალიზაციაც აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ბაზარზე აზრსმოკლებულია, არაკონკურენტული თვითღირებულების გამო. ცნობილია, რომ სამოქალაქო კონფლიქტის დროს ამერიკამ, 7 მილიარდამდე დოლარი წაართვა მადუროს ხელისუფლებას. ახლა, კვლავ მადუროს ქებაზე გადავიდნენ, როცა აშკარად ნავთობის დეფიციტი შექმნეს მსოფლიოში, ხოლო მის ლიბერასტ მოწინააღმდეგეს, მათ ფავორიტს გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაუყინეს. ზოგადად კი, ლათინური ამერიკის ქვეყნებში ეკონომიკური კუთხით, საკმაოდ რთული მდგომარეობაა ისტორიულად, თუმცა ისინი საკმაოდ ეფექტურად გამოდიან ამ მდგომარეობიდან სოციალისტურ მოდელზე გადასვლით, რასაც ვხედავთ თუნდაც ბოლივიისა და ურუგვაის მაგალითზე. ასეთივე მგდომარეობაა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, რომელიც თითქმის საუკუნეა უკვე, ამერიკულ ემბარგოს ებრძვის.
ეპშტეინს გაფიცებთ.. * * * ხვალამდე დროებით............. პაივცემულნო..!!
|