#62253786 · 6 Sep 2025, 18:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეკონომიკა /05.09.2025 / 16:03 „აბსურდულია სურათი დასაქმების კუთხით - როგორ შეიძლება უმუშევრობა იზრდებოდეს, როცა ეკონომიკური „ბუმი“ გაქვს?!“ Image „როგორ შეიძლება უმუშევრობა იზრდებოდეს, როცა ეკონომიკური „ბუმი“ გაქვს?!“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ეკონომიკა ისე იზრდება, როგორც ამბობენ, შრომის ბაზარზე მეტი ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული.
„აბსურდულია სურათი დასაქმების კუთხით - თუ ეკონომიკა ისე სასწაულად იზრდება, როგორც გვეუბნებიან, რა უნდა მოხდეს შრომის ბაზარზე? სკოლის ბავშვიც გვიპასუხებს, რომ ამ დროს მეტი ადამიანი უნდა მუშაობდეს. რა ხდება სინამდვილეში? - პირველ ორ კვარტალში ყველაფერი არის „იდეალურად“, მთავრობა იშველიებს ეკონომიკური ზრდის ერთ მონაცემს და რაღაც აბსტრაქტულ რეიტინგებს, ვიღაცეების გაკეთებულს უცხოეთში. მაგრამ ამის პარალელურად შრომის ბაზარზე უმუშევრობა იზრდება და უწევთ, რაღაც მოიგონონ, როგორ შეიძლება უმუშევრობა იზრდებოდეს, როცა ეკონომიკური „ბუმი“ გაქვს?!
ქვეყანაში, სადაც 20%, ანუ დაახლოებით 700 000 ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, გვეუბნებიან, რომ სიღარიბე არის 10%-ზე დაბალი და შიდა გამოკითხვებში ყოველი მესამე გამოკითხული თავს ღარიბად მიიჩნევს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს“, - აღნიშნავს ის.
This post has been edited by საქმიანნი on 6 Sep 2025, 18:28
--------------------
A wise man once said nothing .
STAY HUNGRY. STAY FOOLISH.
ნერვები დააგლიჯეს კაცს და კულტურის ფარგლებში შეიგინა © masha
|