ვალერი ბოროვიკთან მოვისმინე ინტერვიუ (კომპანია დააარსა,რომელიც თავდაცვით
დრონებს აწარმოებს).დენის შმიგალს ახლდა ლონდონში,იქიდან ჩაერთო.
ჩვენ უკვე მომავლის ომში ვცხოვრობთ და ბევრი ვერ აცნობიერებს,
რა იქნება ხვალ.ყველაფერი ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებების
გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებულიო.
ერთი წლის წინ,პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შევხვდი
და მათი პოზიცია ასეთი იყო,დრონები გვჭირდება,მაგრამ ახლა ბევრ დრონს
ვერ ვიყიდით,აზრი არა აქვს,იმიტომ,რომ ერთი წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება
ახალი ტექნოლოგიები იქნება და როცა საჭირო გახდება,მაშინ ვიყიდითო.
მე მას მაშინ ვუთხარი,რომ ეს არასწორი პოზიცია იყო.დიახ,დღეს ნაყიდი დრონები
შეიძლება ხვალისთვის ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ჩამორჩენილი იყოს,
მაგრამ თუ თავდასხმის ფაქტის წინაშე დადგებით,უცბად ვერც წარმოებას
დაიწყებთ და ვერც დიდი რაოდენობით იყიდით.ამისთვის არც ერთი,არც ორი და
სამი თვე არ გეყოფათ.რასაც ვეუბნებოდი,დადასტურდა ახლახან პოლონეთზე განხორციელებული დრონების შეტევითო.ახლა,სასწრაფოდ დაფაცურდნენ
და დრონების ყიდვას აპირებენ,ისიც ვიცი,რომელი კომპანიებისგანო.ამას
ნახევარ წელიწადშიც ვერ განახორციელებენ.ისინი ყოველთვის ჩამორჩენილები
იქნებიან.თუ დღეს არ გააკეთებენ,ხვალ,დიდ დარტყმას რომ მიიღებენ,რეაგირებას
ვეღარ მოასწრებენ და დიდი პრობლემის წინაშე დადგებიან.
რა რეაგირებაც ამჯერად მოახერხეს,20% მოიგერიეს მხოლოდ,ეს
არანაირ საზღვრებში არ ჯდება.ომი რომ დაიწყო,ჩვენ 60%-ს ვიგერიებდით და
ეს ცუდი მაჩვენებელი იყო.ამჟამად,90 %-მდე გავზარდეთ მაჩვენებელი,იმის მიუხედავად,
რომ რუსებმა წარმოების მასშტაბი ათჯერ გაზარდესო.
ვაიმე,პარდონ,რამდენი დამიწერია,თან ვუსმენდი,თან ვთარგმნიდი.