დავიდ ვილიაbvbის რომ მოწინააღმდეგის შეჩერება მოხერხდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ სიტუაცია კარგია
სუმში უკრაინულმა არმიამ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 15% ანუ 2 სოფელი
10-ზე მეტ სოფელს კვლავ რუსები აკონტროლებენ, დაახლოებით 15 კმ-ით არიან შეჭრილები და უშუალოდ ქალაქ სუმამდე არის დაახლოებით 23 კმ ანუ საკმაოდ ძლიერ პლაცდარმს ინარჩუნებენ ამ დრომდე
ძალიან კარგია რომ შეჩერება მოხერხდა, მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ სუმში პრობლემა აღმოფხვრილია
თან ისიც სათქმელია, რომ
სიტუაციის სტაბილიზება მოხერხდა ელიტარული ნაწილების გადასროლის და რესურსის ხარჯზე

იგივეა დაახლოებით პოკროვსში
მაგარია, შეჩერება და სტაბილიზება რომ მოხერხდა შვერილის
მარა ეს არ ნიშნავს პრობლემა გადაიჭრა და აღარ არის
პოკროვსკში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და აქც დაახლოებით 15 კმ არის ქვაბის დასახურად
შესაბამისად, ძალიან რთული იქნება წლის ბოლომდე გატანა
ქალაქის ურბანულ ნაწილშიც კი შეაღწიეს უკვე რუსებმა და მიდის ძალიან მძიმე ბრძოლები
აქაც შედარებითი სტაბილიზება მოხერხდა, ელიტარული ნაწილების გადასროლის ხარჯზე

ამ ორი მიმართულების სტაბილიზების ხარჯზე კი სამაგიეროდ სიტუაცია დამძიმდა
დნეპრის ოლქის, ზაპაროჟიეს, ლიმანის, სივერსკის და კუპიანსკის მიმართულებებზე
- დნეპრის ოლქში 10 კმ-ზე მეტად შეიჭრნენ სიღრმეში და პირდაპირ პოკროვსკეზე მიდიან და აშკარად გულაიპოლე-ორეხოვოს ზურგში გასვლას ცდილობენ(დაცვის მთავარი საყრდენი პუნქტები)
- ზაპაროჟიეში გაარღვიეს წლობით ნაშენი თავდაცვითი ხაზები და სტარომაიორსკეს შტურმავენ ეხლა (ქალაქ ზაპაროჟეიდან არის დაახლოებით 24 კმ)
- ლიმანის მიმართულებაზე გაარღვიეს თავდაცვა ზარიჩნე-ტორსკოე-კოლოდიზი-შანდრიგოროვას მიმართულებებზე და უკიდურესად მიუახლოვდნენ ქალაქს(ჩემი ვარაუდით წლის ბოლომდე დაიწყებენ ქალაქზე შტურმს თუ რაიმე არ შეიცვალა)
- სივერსკის მისადგომებთან არიან და ფაქტიურად სრულად აიღეს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სერებრიანკას ტყე (ჩემი ვარაუდით წლის ბოლომდე დიდია შანსი სივერსკი აიღონ)
- კუპიანსკში შევიდნენ ურბანულ ნაწილში და ცენტრიდან 500-700 მეტრშია ბრძოლები
შეჯამების სახით
2026 წლის გაზაფხულისთვის
დიდია შანსი ლიმანი-სივერსკის აღების შემთხვევაში უშუალოდ სლავიანსკი-კრამატორკის აგლომერაციაზე დაიწყოს შეტევა(დონბასის მთავარი აგლომერაცია)
დნეპრის ოლქში დაახლოებით 25-30 კმ-ზე იყვნენ შეჭრილები და გადაჭრან სამხრეთის მთავარი დაცვის ბურჯები
პოკროვსკი აიღონ და დაიწყოს კონსტანტინოვკას შტურმი
აშკარაა უკრაინის მხრიდან ბრძოლისუნარიანი ნაწილების მწვავე დეფიციტი
ამიტომ, მე პირადად ამ ეტაპზე ვერ ვხედავ რაიმე პოზიტიურს ფრონტზე
და ამ აზრზეა არაერთი უკრაინელი სამხედრო მიმომხილველი და ექსპერტი
არასწორია მედლის ცალმხრივად ყურება და ისე შეფასება სიტუაციის
ამას მოყვება არასწორი მოლოდინები და ბოლოს უარესი ნიჰილიზმი
ამიტომ მაქსიმალურად ობიექტუტად უნდა შეფასდეს ვითარება
თუკი რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა(რუსეთის შემოსავლების მაქსიმალური შემცირება და უკრაინისთვის ძალიან დიდი რაოდენობის იარაღის მიცემა), სხვა გზით რუსეთის ომში დამარცხება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, დინამიკაში კი სიტუაცია უარესდება ფრონტის ხაზზე და ყოველწლიურად უფრო მეტი ტერიტორია იკარგება
ამიტომ უკრაინას ეხლა უფრო აწყობს გაყინვა ამ ვითარებაში
ან რადიკალური ცვლილებები
ამ ვითარებით, უკრაინა უფრო მეტად იფიტება და უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს პროცესში
ესაა სამწუხარო რეალობა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 19 Sep 2025, 19:21