#62306665 · 9 Oct 2025, 16:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
masha
| QUOTE | აუფ, თქვენ გაიარეთ ნავთლუღში და ფსიქიკა შეგერყათ? თქვენზე მეტს დავდივარ ქალაქში - ნავთლუღში დავდივარ ბაზარში და ძველმანების ბაზრობაზე, დიდი დიღომშიც - გადასარევად ცხოვრობს მანდ ხალხი- ბინები საკმაოდ ძვირი ღირს და ძვირადაც ქირავდება. რა ტრანსპორტი არ დადის დიდ დიღომში ? 314 ფილარმონიიდან ან და 514 მარშრუტკა. ასევე სარაჯიშვილის მეტროდან მიდის ავტობუსი |
ხოდა მე მიპასუხე, მაგას რომ პასუხობ PING
| QUOTE | იმიტომააა რეალობას მოწყვეტილი, გაატარე ნავთლუღში, ვასმოიში ნახოს ხალხი რა დღეშია, ან დიდ დიღოში აცხოვრე ცოტახანი უტრანსპორტობით ისედაც დანგრეული ფსიქიკა რომ შეერყევა
|
რალობას მოწყვეტილი იმიტომაა, რომ კომუნისტური მენტალიტეტი აქვს რომლის თანახმადაც პარტიას უანგაროდ უნდა ემსახურო არ შეიძლება პარტიას რამე მოსთხოვო, რადგან პარტიას ისედაც უამრავი საზრუნავი აქვს არ შეიძლება პარტიას რამე კითხვა დაუსვა, რადგან პარტიას ისედაც უამრავი საფიქრალი აქვს და თვითონ იცის, როდის რაზე დაფიქრდება, პარტიას ყველაფერი გეგმაში გაწერილი აქვს და კომუნისტის ერთადერთი მოვალეობაა, იჯდეს ჭკვიანად და არ გამოირჩეოდეს სხვებისგან, არ იქცევდეს ყურადღებას არ ლაპარაკობდეს საკუთარ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე რადგან ეს უზრდელობაა თუ კარგი ხარ, ამას პარტია შეამჩნევს და თუ საჭიროა, დაგაჯილდოვებს თუ საჭიროა, დაგსჯის
ხოლო რადგანაც პარტიას ამდენი საქმე აქვს, პარტიას მინიჭებული აქვს განუსაზღვრელი უფლებები და თავისუფლებები, პარალელურად გააჩნია ნული პასუხისმგებლობა, რადგან გარშემო უამრავი ხალხის მტერია და ისინი იმართებიან დასავლეთისგან.
ამიტომ შენი, როგორც ჭეშმარიტი რიგითი კომუნისტის ვალია, დარჩე შენს ადგილას და გაამყარო პოზიციები შენს გარშემო. თუ მტერს შეამჩნევ, უნდა შეატყობინო პარტიას და პარტია მიხედავს. სამაგიეროდ შენ გადმოგეცემა საჩუქრად ფენი. ან შეგიძლია დაასახელო ნებისმიერი მეზობელი, ვისი გაუბედურებაც გინდა და პარტია გააუბედურებს შენს მეზობელს, შენ კი ამით გულს გაგიხარებს.
|