ფაქტი ისაა, რომ უჩა არ იყო ჩვეულებრივი ტიპი, ის თავისუფლად შეიძლებოდა გამხდარიყო პროტესტის ლიდერი და ერთერთი წამყვანი ფიგურა.
არსებობს პროპაგანდის მეთოდი სახელად "დოხლაია რიბა", როცა ვისი გაშავებაც გინდა იმ ადამიანს, ისეთ წარმოუდგენელ რაღაცას აბრალებ, ვერასდროს რომ ვერ ჩამოირეცხავს და კიდეც რომ გამართლდეს და საპირისპირო დამტკიცდეს, ყოველთვის ეჭვი რომ გექნება - იქნება და მართლაა გამკეთებელიო. სამუდამოდ აფუჭებ ტიპს რა, საშვილიშვილოდ.
ქოცებმა ზუსტად ეგ მეთოდი გამოიყენეს უჩას წინააღმდეგ და შეთითხნილია მაგ ვიდეოების თემა და ავხსნი რატომ:
1. ფაქტია ესენი მოუმზადებლები იყვნენ - ჯერ სათამაშო იარაღების გამო იჭერდნენ და გამოფინეს დიდის ამბით. მერე რომ დადგინდა სათამაშო იყო მხოლოდ ამის მერე წამოვიდა ეს ვიდეოების თემა.
2. უჩა ამბობდა, რომ იცოდა დაადგებოდნენ ერთ დღესაც და აბსოლუტურად სუფთა ვარ და მზად ვარო. როცა ადამიანმა იცის, რომ ნებისმიერ დროს ვიღაცა დაადგება, ისიც კარგად იცის, რომ ყველა მის ახლობელს გაჩხრეკენ. ამიტომ ეგეთ მაკომპრომეტირებელ მასალას არ შეინახავდა არავის დივაისში. ბოლო-ბოლო პროგრამისტია ტიპი, სადმე რამე პრივატულ სერვერზე დადებდა, ბოლობოლო, მართლა რომ იყოს მაგისი ეგ ვიდეოები

3. აქაც ახსენეს და მეც გამიგია, რომ ეგეთი ვიდეოების ჩადება და ა.შ. რუსული ხელწერაა და რა ვიცი, ესენი თავიდან ბოლომდე რუსული წესით მუშაობენ, რაა გასაკვირი.
უჩა იყო მომავალი ლიდერი და სამუდამოდ მოიშორეს ამ სვლით, ესაა ჩემი აზრი და კომენტარი
This post has been edited by Caravan on 11 Sep 2025, 22:23