ლემურა კი წერს, მაგრამ ლოგიკური ჩანს.
ე.ი. რა ხდება?!
მოდი ვნახოთ, რა ჩანს!
აშკარაა, "ოცნება" ახდენს ე.წ. "კონსტრუქციული 
ოპოზიციის" ჩამოყალიბებას, - 
უფრო სწორად, მისი უფროსი!
ოპოზიცია პირდაპირ რომ დანიშნო, ისედაც 
დაფარჩაკებულ ოპოზიციას ახალი ფარჩაკი და 
დანიშნული ახალი ოპოზიციით თუ ჩაანაცვლებ, - 
შედეგი ვერ იქნება მიღწეული.
მხარდაჭერები იოლად მიგიხვდებიან და არ ჩაყლაპავენ,
თუმცა, მიჩვეული არიან ყველაფრის ყლაპვას, -
ბუნება აქვთ ასეთი! 
ამიტომ გაცილებით "რაციონაური" გზა მოიძებნა:
გამობრძმედილი და გამოცდილი, შენს მიერ
"გაპოლიტიკოსებული", ერთ დროს უმაღლესი ეშელონი
ხელისუფლებისა, ახალი ეშელონის მიერ გაჩხრეკილ-
"დევნილ-დამუნათებული" უნდა იქნას! 
ცხადია, არა სამართლის მოქმედების შესაბამისად, - 
არა!
შემდეგ, მეორე ეტაპზე, 
ეს ყოფილი უმაღლესსი ეშელონი, ახლა "გაჩხრეკილ-
დამუნათებულ-"შერცხვენილი", - 
ცხადია, გაბრაზდება და "ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას 
(ან პარტიებს") ჩამოაყალიბებენ! 
და... შედეგი და მიზანი მიღწეული იქნება:
ხელისუფლება - ახლა "ოცნება" "ახალი უმაღლესი
ეშელონით" ხელისუფლებაში 
და
ოპოზიცია, - ძველი "ოცნება" ძველი უმაღლესი 
ეშელონით ოპოზიციაში... "სამკვდრო-სასიცოცხლოდ" 
დატაკებული ერთმანეთთან!
"ოცნების" მრევლი კი ბედნიერია, -
მრევლის ნაწილი, ახლა, "ოცნების" "ახალი უმაღლესი
ეშელონის" მხარდამჭერია, ხოლო მეორე ნაწილი -
ძველი "ოცნების" ძველი უმაღლესი ეშელონის 
მხარდამჭერი!
ორივე მხარე ბედნიერია: 
მართალია, ერთი ახლების მოყვარული ქოცია, 
მეორე კი ძველების მოყვარული ქოცი.
მაგრამ ორივე ხომ ქოცია, თანაც სულით ქოცი,
გამოუსწორებელი!
ქვეყანა მათია, 
ხელისუფლება მათია,
ოპოზიცია მათია!
იბერია გაბრწყინდება!
პოლიქრონიონ!
(ცხადია, აუცილებლად სამჯერ!).
p.s.
სამწუხაროდ, ასე ჩანს!
მიდის "ოცნების" გათეთრება, "გასხვანაირება"... 
