ძალიან ღრმა პატივისცემით და მოწიწებით, ერთ ერთი ფავორიტი იუზერი ხარ მაგრამ ...
ისეთი გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურად თუ სხვა კლასტერულად სრულიად უმნიშვნელო, გეოგრაფიულად ჩიხში მდებარე ქვეყანა, დღეს მხოლოდ ნეგატივით გახდა ცნობილი.
მისი მთავრობა საერთაშორისო (ზე ცივილიზირებული, დახვეწილი, გლემურ, ფეშენ, ლაქშერ ქვეყნების, სამყაროს) დონეზე მარგინალიზირებული. განსხვავებით თუნდაც ედიკას დროინდელი საქართველოსგან.
საჰაკიანცის დროს ხო მთელმა დუნიამ საქართველო მხოლოდ პოზიტივით იცოდა. როგორც შუქურა.


დანახვა უნდა, დანახვა.
ხმერთმა დამიფაროს, ბუშ ჯუნიორს აბსოლიტურად არ ვეთახნები შუქურობაში. მაგრამ ფაქტია, ასეთი იყო საქართველის იმიჯი იმ დროს.
მაგალითის მიმცემი კასპიის ზღვიდან ფერშიან გალფამდის.
ესაა რეალობა.
რომი ერთ დღეში არ აშენებულა.
თუმცა ყოველ საათში აგურს დებდნენ.
ქართველები, გასაგებია სამხრეთის ხალხი ვართ. აფექტურობა, სპონტანურობა, და ის სიტყვა დამავიწყდა. ასეთი ხასიათი გვაქვს. ყველაფერი უცბად გვინდა. მაგრამ ასე არაა სამყარო მოწყობილი.
მოგვწონს ეს, არ მოგვწონს.
თანამედროვე სამყარო ბოლო 30 საუკუნეა არის დასავლეთ ევროპელის ქნოუ - ჰაუ.
მისი ქცევის, მისი ხასიათის, აზროვნების თარგზე მოჭრილი. როგორც ის, პროტესტან კათოლიკე - მაღალი, ქერა, დაკუნთული ცისფერთვალება ორსქესიანი მამრი იტყვის,
ისე იქნება ყველაფერი.
იტყვის - თოვლი შავიაო, თოვლი გაშავდება. ნახშირი თეთრიაო, ნახშირიც თეთრი გახდება.
მუსლიმის, მართლმადიანის, ბუდისტის, ინდუისტის, კუნფუისტის, ვინეტუ ინჩუჩუნას ვაჟის ჭკუაზე აქ არავინ დადის. ძაან, ძაან დიდი ხანია.
ეგუები, ხო კაი, იცხოვრებ ლაქშერ, ფეშენ, გლემურში. არა, ვერ ეგუები?!
გამოგიგზავნიან ლენინს ჯავშოსანი მატარებლით ჰელსინკებიდან და მოგიწევს 70 წელი ჯოჯოხეთში ნარების ხეხვა. ან არა და ირბენ, რა ქვია იმ მთებს ავღანისტანში, ის წვერებიანი კაცი რო დარბოდა?!
ამ სახლში, ამ პლანეტაზე ისაა უფროსი.
ნერვები გეშლება ამაზე, მაშინ უნდა შეცვალო.
Succes
პუ.სუ.
პლანეტის ჩინეთ-სპარსეთ-ოსმალეთის ყაიდაზე მოწყობას ვინც ელოდება
თუმცა რა იცი!
ყველაფერი ხდება. სრულიად მოულოდნელიც კი.
იქნება ყველამ დავიწყოთ თვალების დაწვრილება, თმების გასწორება, შავი ლინზების ჩადგმა, კაცებიც იმას მოიჭრით, ჯაზს ბაიათები ჩაანაცვლებს კასიუს კლეის ვინმე მუჰამედ სი ტუნი, ლამბორგინის სპარსული ავტოები, ვერსალს ისტანბული,
ჯინა ლოლობრიჯიდას ოსმალური ან სპარსული ტელე სერიალების ლამაზმანები. ბრუს ლი და ჯეკი ჩანი ისედაც ჩაუნაცვლებელია. და ასე ...