დააზიანებს თუ არა ივანიშვილის სანქცირება ქართულ ბიზნესს? - ჟურნალისტების მიერ დასმულ ამ კითხვას დღეს, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენების ნაწილმა უპასუხა, ნაწილმა კი კომენტარისგან თავი შეიკავა.
ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მისი სანქცირების შემთხვევაში ქართულ ბიზნესი დაზარალდება.
"ჰანიველ პარტნერსის" დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე:
"რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც თან არ მუშაობს და უტვინოა, რა თქმა უნდა, დააზიანებს [ბიზნესს]. [სანქციები] რა თქმა უნდა, არ მუშაობს. მე ჩემს სანქციებს არ ველოდები, სანქციები რომ არ მუშაობს, შეგიძლიათ უამრავი წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არა, რა თქმა უნდა.
რატომ [უნდა გამკაცრდეს სანქციები], რა დააშავა [ბიძინა ივანიშვილმა]?! რატომ უნდა დაჯარიმდეს. [საგარეო კურსი] არ არის შეცვლილი, რა თქმა უნდა, სად არის შეცვლილი?!",- ამბობს რუხაძე.
„თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე:
"ვერ გეტყვით, არ მგონია... ვფიქრობ, რომ [ივანიშვილის სანქცირება] არ მოხდება.
თუ დასანქცირდება, რა თქმა უნდა, ბიზნესს დააზიანებს. ნებისმიერი ბიზნესმენის სანქცირება დაგვაზიანებს".
„ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე:
„საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არ უნდა დაასანქცირონ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ არანაირი მაგის [ივანიშვილის დასანქცირების] მოლოდინი არ არის".
VR Holding-ის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე:
„თქვენ [ჟურნალისტები] ნუ დარდობთ ბიძინა ივანიშვილზე... მე როგორ არ უნდა ვიდარდო [ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე], იმიტომ რომ კაცია, რომელიც ამ ქვეყანას სათავეში უდგას და მაგრად უდგას“.
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე
"ვფიქრობ, რომ სანქცირება არ იქნება. არცერთი ადამიანი, ვინც რამეს აკეთებს ან ბიზნესში, ან პოლიტიკაში არ უნდა დასანქცირდეს. იმიტომ, რომ ეს არ არის კარგი, ზოგადად, არც ქვეყნისთვის და არც ქვეყანაში მოქმედი ბიზნესისთვის.
მე რამდენადაც ვხედავ და მაქვს ინფორმაცია, დასანქცირების საკითხი არ დგას. ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომ არავინ დასანქცირდება. ბიძინა ივანიშვილის გადადგმულ ნაბიჯებზე ჩვენ ახლა, ამ წუთას ვსაუბრობთ. ნებისმიერი ადამიანის სანქცირება, ვინ ქვეყანაში რამეს აკეთებს, არის ძალიან ცუდი".
https://bm.ge/news/gamovyof-sam-dziritad-fa...an-shekhvedraze