ჯგუფ ჩაანაცვლეში ეწერათ ეს პოსტი
ავხსნი რომ არ იყოთ გაუგებრობაში:
არ შეიძლება სულ ერთი იყოს სცენიდან რა მესიჯები გაჟღერდება და ვიქნებით თუ არა კოორდინაციაში ყველა ჯგუფი ესაც არ არის სულ ერთი
სცენიდან გასაჟღერებელი მესიჯები და ქუჩის სამოქმედო გეგმა ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული.
საუბარს, შეხვედრას სცენიდან გასაჟღერებელ მესიჯებისთვის ვითხოვდით ბურჭულაძესთან ( სხვადასხვა გზებით, სხვადასხვა ადამიანები ვცდილობდით)
რა არ უნდა გაჟღერებულიყო რასაც ის საუბრობს ღია გეგმიდან ( სხვადასხვა ბაბლმა რომ იცის უკვე)
1. 4 საათს მოგცემთო ქოცებს და წადითო,
4 საათზე შეკრებილი ხალხი უნდა ელოდოს 20 საათამდე ქოცების წასვლას? - 13 წელი ელოდებიან ისედაც.
არა, დროს აძლევ 4 ოქტომბრამდე ქოცებს წასვლისთვის- ეს არის სწორი პოლიტიკურადაც და ქუჩაში გამოსულ ხალხთანაც, ისევე როგორც დროს აძლევ პოლიტპატრების გამოსაშვებად,
წინასწარ ეუბნები, თუ 4 ოქტომბრამდე არ წახვალთ, და თუ 4 ოქტომბრამდე უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს არ გაათავისუფლებთ,
4 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვდივართ მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად და პოლიტპატრების გასათავისუფლებლად.
არ შეიძლება რეგიონებიდან ნამგზავრი ხალხი თუ დანარჩენები 4 საათი ალოდინო ქუჩაში, ეს ენერგიის გაფლანგვაა, როდესაც იმ 4 საათში კონკრეტულ მოქმედებაში შეიძლება ის ენერგია და 4 საათი ითარგმნოს.
არ შეიძლება ქვეყანაში 70- მდე პოლიტპატიმარი გყავდეს და წინასწარ მოთხოვნაში არ გქონდეს მათი გამოშვება
არ შეიძლება ხალხს მესამე რესპუბლიკაზე ესაუბრებოდე და პოლიტპატიმრების განთავისუფლება არ დააყენო ყველაზე პრიორიტეტულად.
2. მანდატების დანაწილების იდეა სცენიდან რაზეც თავად ენმ-შიც კი დაპირისპირებას იწვევს, ხალხს როგორ შეათანხმებს ?
რა მანდატები?- მიშა ჰყავს ენმ-ს დასახსნელი,
რა მანდატები?- პოლიტპატიმრების მშობლებს შვილები ჰყავთ დასაბრუნებელი.
რა მანდატები?- ქვეყანა გვაქვს ჯერ განსათავსებელი და ამ მიზნით ჩამოვიდა უკვე ათასობით პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი მებრძოლი საქართველოში, ამისთვის ჩამოვდივართ სხვადასხვა კონტინენტებიდან ემიგრანტები,
ამისთვის გამოდის ხალხი - ქვეყნის განსათავსებლად და არა ვიღაცეებისთვის ქუჩიდან მანდატების მისაცემად.
საქართველოში არასდროს გინახავთ თქვენ ის პროფესიონალი მებრძოლები არც ერთ აქციაზე

და სცენიდან რა გაჟღერდება ან რა არ უნდა გაჟღერდეს თუ სამხედრომ არ უნდა იცოდეს, როგორ უნდა მოვიდეს კოორდინაციაში შენთან? როგორ უნდა დაგეხმაროს შენ ერთ-ერთ ორგანიზატორს? სხვა ქუჩაში მებრძოლებიც დაგიჯდნენ, ვერ გაგაგებინებს და ახლა შენი იმედი 0 აქვთ. რადგან მათაც იგივე სჭირდებოდათ- სცენიდან სწორი მესიჯების გაჟღერება და კოორდინაციაში მოსვლა, მონახაზი სჭირდებოდა ყველას და ის ხალხიც შენზეა განაწყენებული, მაგრამ 4 ოქტომბერს მარტო გამოდიან კი არა, ძლიერი დასაყრდენი ძალაა ხალხისთვის და თუ დაგჭირდება, შენც გადაგეფარებიან.
გეგმა მაქვს და არ გეტყვით - ის გეგმა არ გვითხრა, არავინ გთხოვს ამას, არც ჩვენ გეუბნებით ჩვენს ყველა გეგმას.
სწორი მესიჯები გვინდა სცენიდან- სხვას არაფერს ვითხოვთ.
პროფესიონალები ჩამოვიდნენ წინასწარ საქართველოში რომ ორგანიზებული იყოს ყველაფერი და სხვა წინა რიგების მებრძოლების გუნდებთან კოორდინაციაში იყვნენ და ხო შენ თუ ამას ვერ გაგაგებინებთ, არაერთი სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად და გუშინ უკვე შეტევაზე გადმოსვლით, ხო ვერც ეს ხალხი და ვერც დანარჩენები ვერ დაგელოდებით - ბოლო დღეები სხვადასხვა ჯგუფებთან კოორდინაციაში ყოფნისთვის არის განსაზღვრული რომ ქუჩაში იყოს ერთობა, ორგანიზებულობა, ამაზე დგას დიდგორი 2 და არა სპონტანურობაზე.
დავით აღმაშენებელს არ მოუგია დიდგორი სპონტანურად- სტრატეგია ჰქონდა, ჯარს კრიბავდა, მოკავშირეები ჰყავდა, ხალხს ესაუბრებოდა, მათ შორის სხვადასხვა ეროვნების ხალხს.
ჩვენთვის ვისთვისაც ეს ჩვენი დიდგორია მაღალი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია, რაც იმას გულისხმობს რომ ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვებისთვის, ჩვენი დიდგორი 2-ის წინასწარ დაზღვევა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის გამარჯვებისთვის, ერთობაც მნიშვნელოვანი რომ იყო, ამიტომ გელოდეთ ამდენი ხანი.
ჩვენ გვინახავს 100 000 აქციის მონაწილე როგორ გაურბის 3000 გედედელს
ზუსტად იმიტომ, რომ არ არსებობდა ორგანიზებულობა, არ არსებობდა ქუჩის საბრძოლო გეგმა და სტრატეგია, არ არსებობდნენ ქუჩის ბრძოლაში სანდო ლიდერები, ისევე როგორც არ არსებობდა ფსიქოლოგიურად საბრძოლველად მომზადება,
- ბავშვები გამოიყვანეთ და მთავარია ბევრი მოდით, დავით აღმაშენებელი ასე არ ემზადებოდა და ასე არ ამზადებდა ხალხს, არადა მაშინ უფრო ბევრად მეტი იყო მტერი, ფსონი რაოდენობაზე კი არა, ხარისხზე დადო- დღეს ჩვენც ფსონს ხარისხზე ვდებთ- ძლიერ, მებრძოლ ქართველ კაცებზე

მათ უნდა დაიცვან ჩვენი სამშობლო ფიზიკურად და კი ისინი უნდა დადგნენ და იდგებიან წინა ხაზებში- ფიზიკური ძალა და სიძლიერე გვაგებინს ქუჩის ბრძოლებს და ქალებს არ გეწყინოთ და არც უნდა გეწყინოთ, ქართველი კაცების დროა, ჩვენს ფიზიკურადაც დასაცავადაც გამოდიან და ჩამოდიან - ქართველი ქალების, რომლებსაც მშიშარა ჩმორი კაცები გვეჭიმებიან, ახლა ჩვენს მებრძოლ ბიჭებს გაეჭიმონ
ჩვენ ქალები არ ვიქნებით გულხელდაკრეფილები, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევუშალოთ ხელი მათ, იმიტომ რომ ზეგამბედავები და მებრძოლები ვართ, კი ამიტომ ვიდექით წინა ხაზებზე, მაგრამ ახლა ვაცადოთ მათ წინა რიგებში დგომა, ვისაც მუშტის მოქნევაც შეუძლია და თანამებრძოლის არგატანება- ფიზიკურად მეტი ძალა აქვთ.
გამარჯვებას სჭირდება ერთობა, კოორდინაცია, სწორი მესიჯები, სწორი სტრატეგია, ფსიქოლოგიურად სწორად მომზადება ხალხის,
სახალხო რევოლუციას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა და ხალხის მოსმენა, ხალხის მოთხოვნების გათვალისწინება, გამოსული ხალხის მუხტის შენარჩუნება და გაძლიერება,
და კი ხალხი ითხოვს პოლიტპატრების განთავისუფლებას და საქართველოს განთავისუფლებას- მანდატების დანაწილებისთვის, მესამე რესპუბლიკის შექმნისთვის ხელის ასაწევად, რომლის ფლაერებში უკვე 20 000 ლარი გაიფლანგა და ამ დროს გაზისგან დამცავი ნიღბებში შეიძლებოდა ამ თანხის დახარჯვა და წინა რიგებში მებრძოლების ნაწილს სახვეწნელი და შესაკოწიწებელი არ ექნებოდათ ნიღბები თუ სხვა თავდაცვის საშუალებები, რომელსაც არ დაეხმარეთ, თვითორგანიზებული უნდა იყოსო,
რესურსების სწორი ინვესტირება სჭირდება გამარჯვებას და სწორი პოლიტიკური გათვლა.
დასავლეთის მხარდაჭერაც და პოლიტპატრების მხარდაჭერაც სჭირდება გამარჯვებას- რომელსაც არავინ ესაუბრეთ.
პს. სადისკუსიოდ არ ვწერ, რადგან ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამდენი აქვს ნაფიქრი და ამდენი სიცოცხლე აქვს ჩადებული რომ დამარწმუნოს უკეთესად იცის რა სჭირდება გამარჯვებას- ვინც იცით, მიხედეთ თქვენს გამარჯვების გეგმას, რუსული რეჟიმი როგორ სრულდება ვინმეს რომ ზუსტად გცოდნოდათ, აქეთ შემოგიერთდებოდით და არ დავიწყებდი ჯერ დამოუკიდებლად და შემდეგ გუნდთან ერთად ამაზე მუშაობას თვეების წინ
#4ოქტომბერი #რევოლუცია
#საქართველოსპულსი #გამარჯვებისგეგმა #უმსხვერპლოგამარჯვება
#pulseofgeorgia #victorywithoutsacrifice