მოკლედ ახლა ჩავუჯექი საარჩევნო კალკულაციას.
განვიხილე კონკრეტული უბნის ოქმი 2024 წლის.
ასეთი მონაცემებია:
მოსული ამომრჩეველი სულ - 1269 ( რეალურად მოსული + კარუსელი)
4- 175 ხმა
5- 153 ხმა
9- 140 ხმა
25- 83 ხმა
36- 36 ხმა
41-556 ხმა
ამ დროს ოცნების % სადღაც 43-44%-ს შორისაა.
ლელო 11%
გახარია 6.5%
გირჩი 2.8%
წელს თუ ბოიკოტის გამო 4 და 5 ნომრის ამომრჩეველი არ მივა ხოლო სხვა პარტიები ისევ მიიყვანენ ამ რაოდენობის ხალხს ასეთი სურათი გვექნება:
არჩევნებზე მივიდა 941 ამომრჩეველი
9- 140 ხმა
25- 83 ხმა
36- 36 ხმა
41-556 ხმა
ამ დროს ოცნების % 59-60%-ზე ადის.
შესაბამისად:
ლელო 14-15%
გახარია 8-9%
გირჩი 3-4%
ანუ ეს 3 პარტია თუ იგივე ოდენობის ხალხს მიიყვანს საარჩევნო უბანზე მათი პროცენტული შედეგი ცალ-ცალკე უმჯობესდება 1.2%, 2.5% და 4% მაქსიმუმ.
არც პარტიისთვისაა დიდი ხეირი და ვერც ვერაფერს ცვლის ვერც მერის პოსტზე ბრძოლაში ვერც საკრებულოში.
არც მეორე ტურებია და არაფერი.
მაშინ რატო იკლავენ თავს?

კიდე 1 თემა.
2024-ში კლელოს, გახაროიდების და 36 გირჩის რეპუტაცია ასე შებღალული არ იყო როგორც წელსაა ამას ემატება ის, რომ ადგ. არჩევნები ბუნებრივად დაბალი აქტივობით გამოირჩევა.
ამიტო სავარაუდოა, რომ კლელო და გახარიები ასევე გირჩი ვერ მიიყვანენ იმდენ ამომრჩეველს რამდენიც შარშან შეძლეს. ეს გამოიწვევს მათი %-ის დაახლოებით იგივე ნიშნულზე დარჩენას რაც შარშან ქონდათ.
ამავე დროს ოცნებას დავალებული აქვს მინიმუმ იგივე რიცხვი გაიმეორონ რაც შარშან ,,მიიყვანეს" მათი მხარდამჭერები. ეს გამოიწვევს (მოსალოდნელი მთლიანი დაბალი აქტივიბის ფონზე შარშანდელთან შედარებით) სადღაც 65-70%-იან შედეგზე გასვლას.
შევეცადე მაქსიმალურად გასაგებად ამეღწერა პრაგმატულადაც კი რა აბსურდი იყო ე.წ. არჩევნებში შეყოლა.
ახლა მინდა ვახსენო კიდევ 1 საკითხი, თუ როგორ ავურიოთ კარტები ოცნებას:
პირველი ეს არის 9, 25 და 36-ის ამომრჩევლებს ანუ ვინც მათ ხმა მისცათ 2024 წელს გარკვევით განემარტოს მათ რჩეულთა მოღალატეობრივი საქციელი და არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე საერთოდ.
ასევე ყველა ოპო ამომრჩეველს უნდა განემარტოს, რომ ,,მივალნდა ყველას გადავხაზავ" არაა სწორი საქციელი. იმიტომ რომ რეალურად უზრდი აქტივობას რაც ოცნების პლიუსი გახდება და მეორე ხმის მთვლელი გადახაზულ ბიულეტენს იმას მიუმატებს ვისაც ენდომება. მერე დალუქავს ბიულეტენების შეკვრას და მას არავინ გახსნის სასამართლოს ძალითაც კი. ვეღარაფერს დაამტკიცებ.
ოცნება ზუსტად ვიცი მზად არაა ხმები გადაუნაწილოს სხვა პარტიებს თუნდაც თვლისას. არ აქვთ ეს თემა გავლილი. ამიტო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი თუ არ მივა საერთოდ უბანზე კომპარტიის % დაუფიქსირდებათ 41-ს ფაქტიურად 99.9%

ამათ პუტინის % უნდათ დაიწერონ 65-70-ის შუალედში ძირითად რეგიონებში და ქალაქებში. ნუ მარნეულს და ახალქალაქს ტრადიციულად ,,გადაწვავენ სოჩიკს"
ოპო ამომრჩევლის სრულად არ მისვლა იქნება აბუჩად აგდება 41-ის და სრული გაბითურება!
კარგი იქნება არჩევნების წინა დღეებში ამას ხალხს თუ განუმარტავენ გასაგები ენით! მარტო ბოიკოტის ძახილი და არ მიხვიდეთ არ კმარა.
ხალხს უნდა გააგებიო თუ რატო არ უნდა მივიდეს.
რეგიონებში კიდე ხშირია ახლობლის თხოვნით ან დაშინებით მისვლა არჩევნებზე. აი ხათრს ვერ უტეხავს ან ვიღაცას ან ეშინია სოციალურის თემის და მიდის თუმცა იქ ბიულეტენს აფუჭებს ან სხვას ხაზავს. აი ეს კატეგორია ხალხის არის ცოდვა. ძნელია პირდაპირ უარი უთხრა არ მოვდივარო, ან დაპირდე და არ მიხვიდე.41-ის კორდინატორი აფიქსირებს რო არ ყოფილხარ და ის ახლობელია თუ ვინცაა გირეკავს მიდი რო დამპირდიო.
ამ საკითხსაც უნდა მიეხედოს.
არჩევნები სრული კრახი უნდა იყოს არა მარტო 41-ის არამედ 9, 25 და 36 ნომრებისთვის!
This post has been edited by qutaiseli teroristi on 30 Sep 2025, 09:30