QWertWQმადლობა.
ხო რავი,
ახ ხალხი ყველაფერს ეჭვობს იმის გარდა, რაც საეჭვოა
და
ახლა სუსს თუ უნდა ჩემი მონაცემები,
ისწდაც ცხადია გაიგებდნენ,
ან რა რას ვაშავებ ისეთს რავი,
მაგრამ
რას გაიგებ

ეს ადეკვატური პოსტი დაიდო ისე, დაიტოვეში:
"
ბევრი რეკომენდაცია დაიწერა დარბევის დროს მოქცევის წესებზე, რობოკოპების ტაქტიკაზე, ჩვენს ჩაცმულობაზე, აღჭურვილობაზე და ა.შ.
ახლა მინდა გაგიზიაროთ ის უმარტივესი წესები, რომლებიც ჩემი დაკვირვებით აუცილებლად გასათვალისწინებელია 4-ისთვის:
1. აუცილებლად გქონდეთ ქეშად ფული, რომ საჭიროების შემთხვევაში ტაქსის გამოძახება შეძლოთ.
არ გადაიხადოთ ბარათით არაფერი.
2. აქციაზე მისასვლელად უმჯობესია გამოიყენოთ ტაქსი ან ავტობუსი. ეცადეთ, რომ არ ისარგებლოთ მეტროთი და შეუერთდით რომელიმე მარშს.
ერთ-ერთი სამ საათზე იწყება თსუ-ს პირველი კორპუსიდან.
3. არავითარ შემთხვევაში არ გამოეყოთ ხალხის მასას — იარეთ ჯგუფებად.
და წინასწარ შეათანხმეთ მეგობრებთან შეხვედრის კონკრეტული წერტილი იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთი დაგეკარგებათ
4. უმჯობესია თქვენი პირადი ტელეფონი არ წამოიღოთ და სხვა ტელეფონით ისარგებლოთ. თუ ასეთი არ გაქვთ, აუცილებლად გაასუფთავეთ ტელეფონი და ჩათები.
5. თან იქონიეთ რაც შეიძლება მეტი ფიზიოლოგიური ხსნარი ხსნარი, თერმოსით ყავა ან ჩაი, ასევე ფოვერ-ბანკი.
6. არ გამოიყენოთ ძლიერი სუნამო ან კოსმეტიკა, რომელიც გაზის ან კვამლის შემთხვევაში დამატებით გაღიზიანებას გამოიწვევს.
გახსოვდეთ, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ და ამაზე მეტად სამშობლოს დასჭირდეთ ძნელად წარმოსადგენია. თითოეული თქვენგანი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ეცადეთ მაქსიმალურად ეფექტურები იყოთ.
ბრძოლა ბოლომდე!
"