ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ნამიბიის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრს, სელმა აშიპალა-მუსავის შეხვდა.
მინისტრებმა განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეზოლუციების და კანდიდატურათა ურთიერთმხარდაჭერის თემაზე და ამ მხრივ, ხაზი გაესვა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას.

ეს მალე ნაურუს და ტუვალუს პრეზოებსაც შეხვდება და ისევ აღიარეთ აფსუისტანიო ეტყვის