xLEGENDx
სიგიჟე პირობითი ცნებაა

        
ჯგუფი: Members
წერილები: 46180
წევრი No.: 52059
რეგისტრ.: 21-January 08
|
#62304590 · 7 Oct 2025, 23:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ambitious_Person
დღეს 1500-2000 კაცამდე ვიყავით. არც ერთი პატრული არ კეტავდა გზას, კეტავდა კი არა პროვოკაციაზე უშვებდნენ ხან ვის და ხან ვის
გოგო მივიდა და ეუბნება გააჩერე მანქანებიო, იცი რა უპასუხა??
ვინგაძალებთ დაკეტვას, ადექი და თავად გააჩერეთო....
ავტობუსი მოვიდა და ლამის 2 გოგო გაიტანა, 3 ჯერ გაიწია და მერე იტყვიან საწყალ აბტობუსის მძღოლს აგიესო....
არადა ნაბოზარი იყო ტიპი და ნაძეჟდა პოს ტვ უეცრად იქ გაჩდნენ რატომღაც....
მერე პატრულმა უთხრა აბტობუსის მგზავრს, ხვალ ვეღარ გადაკეტავენო.
ზვიად ცეცხლაძე ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
"ჩემი ეს წერილი იქნება ვრცელი, დაუნდობელი კრიტიკით აღსავსე, ყველა ასპექტით. იქნება მსგავსი ცივი წყლის შესხმამ გამოგვაღვიძოს, რადგან ფატალურ შედეგებს თვალი გავუსწოროთ და იქნებ ამ შეცდომაზე მაინც ვისწავლოთ. წერილის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებ, სად და როგორ შეგვიძლია ამ ხარვეზების გამოსწორება და ბრძოლა.
I. 4 ოქტომბერი გამოდგა ტრაგედია ჩვენი პროტესტისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პირწმინდად გააცამტვერა, როგორც "რევოლუციონერთა", ისე "არჩევნებში მონაწილეთა" პოზიციები. თუ ეს მარცხი არ ვაღიარეთ და მწარე რეალობას არ გავუსწორეთ თვალი, ჩვენი ბრძოლა კრახისთვის იქნება განწირული. ვეცდები შეფასებასა და ანალიზში შევიდე - გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება.
დავიწყოთ 4 ოქტომბრის აქციით:
1. პირველი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ის, რომ პროცესის ლიდერები და საზოგადოების ნაწილი თავს ინუგეშებს და გვანუგეშებს, თითქოს ამ დღეს რაიმე დადებითი შედეგი მოჰყვა. ეს არის თავის მოტყუება! განცხადებები, თითქოს: "ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქვეყანაში არსებობს 200 ათასი კაცი, რომელსაც სურს რევოლუციური ცვლილებები". ახალი ველოსიპედის გამოგონებაა. 300 დღიანი პროტესტი მთელი ამ ხნის განმავლობაში რევოლუციური პასაჟით მიმდინარეობდა და 200 ათასზე გაცილებით მეტი ადამიანიც შეკრებილა. შესაბამისად, ეს თვალებში ნაცრის შეყრას ჰგავს, რაც პირადად ჩემთვის, ძალიან შეურაცხმყოფელია. ჩვენ ბრბო არ ვართ, ჩვენ ვართ ერი!
2. ისრების გადატანა ხალხზე და ხალხის დადანაშაულება ღალატში - ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება. აქციის ორგანიზატორებმა მათი უპასუხისმგებლო ქმედებით კბილებამდე შეიარაღებულ რობოკოპებთან ხალხი ხელშიშველი მიატოვეს. როგორი გულიც არ უნდა გქონდეს, იქ, სადაც მხუთავი გაზია, აირწინაღის გარეშე ვერ შეხვალ. შედეგად, იმის მომსწრენი გავხდით, რომ 20-მდე რობოკოპი ათასობით ადამიანს მოერია, რადგან ადამიანებს ელემენტარული თავდაცვის საშუალებებიც არ ჰქონდათ. ხალხის ღალატზე კი საუბარი ზედმეტია მაშინ, როდესაც ესკალაციიდან მალევე ორგანიზატორებმა ორბელიანის სასახლესთან მყოფები მიატოვეს და აბრუნდნენ თავისუფლების მოედანზე. ხალხის დიდი ნაწილი არ გამოგყვათ მაგ ყოვლად უპასუხისმგებლო ავანტიურაზე? ძალიანაც კარგი. ჩვენ დიდი ხანია აღარ ვართ ის ერი, ვინც ირაციონალურ ნაბიჯებს გადადგამს ვიღაცების წარმოთქმული სადღეგრძელოების გამო - შედეგად, ძალიან ბევრ მებრძოლ ადამიანს დააკავებენ. ეს მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსის ფუჭი გაფლანგვაა.
3. ცრუ მოლოდინები, რაც აქციის ორგანიზატორებმა შექმნა, თითქოს პოლიცია ხალხის მხარეს გადმოვიდოდა, ან რაიმე ფორმით სისტემის სტრუქტურული ნგრევა დაიწყებოდა, უპასუხისმგებლობის კიდევ უფრო დიდი გამოვლინებაა. რეალურად ეს ადამიანები საშუალებასაც კი არ იძლეოდნენ, ამ თემაზე დისკუსია გახსნილიყო. მეტიც, საორგანიზაციო ნაწილში არავის არ მისცეს მონაწილეობის უფლება. ის აქტივისტური ჯგუფები, რომლებიც 300 დღეზე მეტია პირადი თავდადების მაგალითით ამტკიცებენ თავიანთ გულწრფელობას, დატოვეს პროცესის მიღმა. იცით, რატომ? არ სურდათ "გამარჯვება" ვინმესთვის ეწილადათ. მხოლოდ ფიასკოს მერე გაახსენდა ბატონ ზოდელავას, რომ არავინ მიიღებდით კულინარიულ რჩევებს იმ ადამიანისგან, ვისაც საჭმლის მომზადება არ ეხელწიფება.
4. გარკვეული პარტიული პირები ( საუბარია ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წევრზე), ამტკიცებენ, რომ პროცესის ლიდერთა მხრიდან გმირობისა და პატრიოტიზმის მაგალითი ვიხილეთ. სინამდვილეში მათი ქცევა ირაციონალურობისა და უპასუხისმგებლობის მეტს არაფერს ასხივებს. შესაბამისად, ხალხზე გადაბრალებას ან უპასუხისმგებლობის შეფუთვას გმირობის მანტიაში ჯობია, პასუხისმგებლობა აიღოს ყველამ და ხალხს ბოდიში მოუხადონ (ცხოვრებაში ერთხელ მაინც). დიახ, საუბარია ლევან ხაბეიშვილზე (გულწრფელად ვწუხვარ მისი დაპატიმრების გამო) და სხვებზე ვერტიკალით დაბლა.
5. არის პოლიტიკოსთა მეორე ნაწილი, რომლებმაც პილატესავით ხელების დაბანა სცადეს. ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის მეორე კოლონას, ქალბატონ ბოკუჩავას, რომელიც ჯერ აკრიტიკებდა კონკრეტული თარიღის იდეას, შემდგომ ამ თარიღის "ჰაიპის" ზრდასთან ერთად ვიხილეთ საოცარი ფერიცვალება და ზუსტ ციტატას მოვიყვან მისი ერთ-ერთი ჩართვიდან: - "ეს თარიღი შევქმენით ჩვენ" (გულისხმობს "ნაციონალურ მოძრაობას" აქცენტით, რომ სწორედ ისინი არიან ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა), მაგრამ როგორც კი შედეგი ფიასკოთი დასრულდა, ეცადა ამ პროცესის პასუხისმგებლობის ნაწილი მაინც აერიდებინა. უმჯობესია, მათი წილი პასუხისმგებლობა მისმა ვერტიკალმაც სრულიად აიღოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოეშვან ოპოზიციის შიგნით რეაქტიულ ქმედებებს და დამოუკიდებელ აქტივისტთა ჯგუფებთან თითის ქნევით საუბარს იმ არგუმენტით, რომ თავად 13 წელია იბრძვიან და "გუშინ მოსულებზე" გაცილებით მეტი რესურსიც გააჩნიათ. აქ იძულებული ვხდები აღვნიშნო, რომ ამ 13 წლის განმავლობაში არაერთხელ (განზრახ თუ უნებლიედ) მოგირგიათ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ "საფრთხობელას" მანტია და 4-ის პროტესტის მაგალითზეც რომ ვთქვათ ნაცების საყვარელი სიტყვებით "სასარგებლო იდიოტების" როლი. აქაც აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა და ამბიციები "ნომერ პირველ" ოპოზიციონერობაზე, მოთოკეთ. ჯანსაღ თანამშრომლობაში შედით სხვა ჯგუფებთან. თუ საჭირო გახდა, მერწმუნეთ, რომ ხალხი ბრიუსელში ვიზიტორთა ალტერნატივასაც მარტივად გამოგინახავთ.
შენიშვნა: შესაძლოა გამკიცხოთ დაპატიმრებულების მიმართ მსგავსი კრიტიკის გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ხელები გახსნილი მაქვს. თუმცა მთელი გულით შემტკივა ბატონი პაატას მდგომარეობა, რომელიც 70 წლის ასაკში, სავარაუდოდ, 9 წლიან პატიმრობას ელოდება, რაც ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს... იმედია, მსგავსი პრობლემები არც თავად რეჟიმს სჭირდება და აქ მაინც გამოიჩენს წინდახედულობას, გონიერებას.
II. რაც შეეხება არჩევნებს - არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს ასაღები ხალხის წინაშე "ლელოს" და "გახარიას" პარტიებს. კობახიძემ თავისი მუქარა ბრწყინვალედ შეასრულა 64/64-ზე. ერთ მუნიციპალიტეტსაც რომ ვერ გამოგლეჯთ , დიახ, ამაზე გეკისრებათ პასუხისმგებლობა. ნურც თქვენ გადააბრალებთ ხალხს და ისედაც ნაიარევ პოლიტიკურ რეპუტაციას ნუ დაისამარებთ. გაფრთხილებდნენ, რომ - "26 ოქტომბრის მერე, ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება კრიტიკულად გაჭირდება - მით უფრო ოპოზიციის გახლეჩის პირობებში". გაფრთხილებდნენ, რომ - "გაყალბების სისტემა იმდენად დაიხვეწა, რომ ხმების დაცვას ვერ შეძლებდით". მიუხედავად ამ გაფრთხილებებისა, არჩევნების ბოლო წუთამდე ამტკიცებდით, რომ სასურველ შედეგს მაინც დადებდით და მეტიც, არჩევნების მიმდინარეობისას ხალხს მადლობაც კი გადაუხადეთ სასურველი რიცხვების თაობაზე. შესაბამისად, ჯობია თქვენც აიღოთ პასუხისმგებლობა და აღიაროთ შეცდომა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. სულ რომ მთლიანი ოპოზიცია მისულიყო არჩევნებზე, არსებითად განსხვავებული შედეგი მაინც არ დადგებოდა.
დასკვნითი სახით მივმართავ ხალხს: ნუ მოგერიდებათ “პოლიტიკაში მყოფი” ხალხის კრიტიკა. ხელისუფლების მსგავსად ოპოზიციასაც უჭირს ხალხის შესმენა. ნურც ერთს ნუ დაავიწყებთ, რომ პოლიტიკაში ისინი ხალხის მიერ დაქირავებულნი არიან და ხალხის ძირითადი დაკვეთები უნდა აღასრულონ, ნაცვლად იმისა რომ ზემოდან დაგვყურებდნენ.
ოპოზიციას კი როგორც რიგითი მოქალაქე, გეტყვით-4 რიცხვი გადალახულია (ავად თუ კარგად), კეთილი ინებეთ ბარიერგადალახულმა პროევროპულმა პარტიებმა, უარი თქვით ვიწროპარტიულ ინტერესებზე, დათმეთ ურთიერთ შუღლი და გაერთიანდით. (საჯაროდ მოუხადეთ ერთმანეთს ბოდიში, მიყენებულ შეურაცხყოფებზე და საზოგადოებას აჩვენეთ სინანული). გაერთიანდით აქტივისტური ჯგუფების ირგვლივ და შექმენით ბრძოლის ერთიანი ფრონტი. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ ჩაეხსენით ქართულ პოლიტიკას და გაათავისუფლეთ პოლიტიკური ველი ახალგაზრდული მოძრაობებისთვის.
მიუხედავად ყველაფრისა, ნიჰილიზმის ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენი შეცდომები ჩვენს სიძლიერედ უნდა ვაქციოთ. “გაქცეული” ივანიშვილი დემონსტრაციულად თავისი შუშის ფარის გარეშე გამოვიდა და თქვა: “ეს არის ის რასაც იმსახურებს საქართველო” , მაგრამ ვიცი რომ ჩვენ გაცილებით მეტს ვიმსახურებთ, იოლი მტერი არ გვყავს, მთლიან სახელმწიფო სისტემას ვუპირისპირდებით, რომელსაც რუსეთი უმაგრებს ზურგს. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ ბევრად მეტი და ძლიერნი. გამარჯვებაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. გაუტეხელობა არის ჩვენი მოვალეობა!
რისი გაკეთება შეგვიძლია? 1.ლიდერები უნდა გამოვცვალოთ, არ შეიძლება ზოდელავა (წინა რეჟიმის ერთ-ერთი სახე) იყოს დემოკრატიული ცვლილებების შემოქმედი. კრიტიკის მიუხედავად კვლავ ვიტყვი, ძველი ავტორიტარების ხატით ახალ ავტორიტარებს არ ცვლიან. ლიდერობა აქტივისტურმა ჯგუფებმა უნდა აიღოს ხელში (პარტიული ახალგაზრდული ფრთები აქტივისტებში არ იგულისხმება!).
2.ბრძოლის ხერხებზე როცა მიდგება საქმე, სისხლის სამართალი კვალიფიცირებადია ან სპეკულირებადი. ქმედებები უნდა გამოირიცხოს. ბრძოლის ერთადერთ მეთოდად რჩება სწორი სამოქალაქო წინააღმდეგობის ფორმები, რომელიც საერთაშორისო სამართლითაც და საქართველოს კონსტიტუციითაც გათვალისწინებულია. “სტრატეგიულ ადგილებად” კვალიფიცირებული ლოკაციების გარდა, არსებობს სხვა უამრავი წერტილი, რომლის გადაკეტვითაც შეიძლება მთლიან ქალაქში კოლაფსის გამოწვევა. საკმარისი ადამიანი, რომელიც სავსებით მშვიდობიანად,თავისი ჭეშმარიტი მრავალრიცხოვნებით კეტავს ამა თუ იმ ლოკაციას, უხერხულ სიტუაციაში აგდებს სისტემას. გზების ხანგრძლივი გადაკეტვა ანადგურებს საპოლიციო ლოჯისტიკას. რეჟიმი დგება არჩევანის წინაშე, რომ სავსებით მშვიდობიანად მყოფი პროტესტანტები მოწმენდილ ცაზე დაარბიოს. (ეს კი ვიცით რასაც ნიშნავს)
3.თავდაცვის სისტემები უნდა შემუშავდეს და განახლდეს. მოეშვით სამშენებლო აირწინაღებისა და პირბადეების გამოყენებას. მხუთავ აირს და წიწაკის სპრეის ჭირდება სპეციალური აირწინაღი (რომლის დამზადებაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია).უნდა შეიკრას თავდაცვის ნაწილი, რომელიც ჩდგება ხალხსა და პოლიცია-"ტიტუშკებს" შორის. აუცილებლად აღჭურვილნი სამხრე კამერით. შედეგად: დაფიქსირდება რეჟიმის მეტი სისასტიკე და გაიზრდება სამართლებრივი ფარის ეფექტიანობა. ჩვენი ქმედებები უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიანი და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების ფარგლებს არ უნდა გავცდეთ.
4.ერთმანეთში კომუნიკაციის და ნდობის ფაქტორის გაუმჯობესება აუცილებელია. თუ ყველას ეჭვის თვალით შევხედავთ, საქმეს ვერასდროს გავაკეთებთ. ჩვენი ქმედებები არ უნდა იყოს ფარული, შესაძლოა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რასაც რეჟიმი თვალნათლივ დაინახავს, მაგრამ ვერაფერს მოიმოქმედებს. თუ გეგმის ძირითადი ნაწილი ღია და ქმედებებით იქნება დაკომპლექტებული, მცირე საიდუმლოს შენახვაც ნაკლებად გაჭირდება. ჭადრაკში შენი მოწინააღმდეგის ყველა სვლას ხედავ, მაგრამ გადადგმული ფიგურების სიძლიერე განისაზღვრება , არა ფარულობით, არამედ გადადგმული სვლის ხარისხით. 5.ამგვარი “ერთობა” უნდა გადაეწყოს სამხედრო ყაიდაზე. ეს ნამდვილი ომია და დისციპლინაც უნდა იყოს შესაბამისი. ამიტომ, აუცილებელია მსგავსი "ერთობის" სათავეში იდგეს სამხედრო გამოცდილების პირი. აუცილებელია ჯანსაღი ავტორიტეტი.
06.10.2025 ზვიად ცეცხლაძე #8 პენიტენციური დაწესებულება
--------------------
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.
|