ეხლა რაც შეეხება რუსეთის ნატოზე შესაძლო თავდასხმას
ნუ ამ თემის განხილვაც კი არასერიოზულია
მაშინ როცა რუსეთს აქვს მწვავე დემოგრაფიული, ეკონომიკური და სამხედრო კრიზისი
ნატოზე რაიმე ტიპის ოპერაცია იქნება სუიციდზე უფრო უარესი აქტი
რუსეთს არანაირი თეორიული შანსიც კი არ აქვს, არათუ კოლექტიურ ნატოზე, არამედ პოლონეთ+პრიბალტიკაზე ცალკე აღებული
რუსეთის არმიას უდგას მწვავე დეფიციტი სამხედრო ტექნიკაში, არმიის ყველა ბრძოლისუნარიანი ნაწილი გადასროლილია უკრაინაში და ჩაფლულია ბრძოლაში
რუსეთის არმიის შესაძლებლობები დღეს არის მკვეთრად შეზღუდული და ნულოვანი შანსია რაიმე სამხედრო წარმატებაზე საუბარი
პოლონეთშიც და პრიბალტიკაშიც დგას ამერიკული არმიის სახმელეთო ნაწილები
დგას არაერთი ნატოს ქვეყნის საჰაერო ძალების ცალკეული ესკადრილიები
“რუსეთის ნატოზე შესაძლო თავდასხმა”
“რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ამერიკის პრეზიდენტის მართვა”
“პუტინის ისეთი სიდიადე, რომ ყველაფერი გათვლილი აქვს”
“ამერიკა არ იომებს ნატოს გამო და ნატოს მე-5 მუხლი ტუფტაა” და ა,შ
არის რუსული სპეცსამსახურების მიერ შემოგდებული ნარატივი და რეალობასთან არანაირი სიახლოვე არ აქვს
ეხლა, რაც შეეხება ევროპას
რატო ახდენს ამ თემის პედალირებას, ევროპაში კოლოსალურად იზრდება თავდაცვითი ხარჯები
ამ ხარჯების “გასაპრავებლად” კი აუცილებელია მოსახლეობაში აზრის ფორმირება, რომ რუსეთი საფრთხეა და მასთან ომი შესაძლებელია
ესაა მარტივი პროპაგანდა, რათა მოსახლეობის აზრის დაყოლიება მოხდეს ამ ხარჯების გაზრდისთვის
ამიტომაც საჭიროა მუდმივი “ბუა”, რუსეთის სახით
რეალობაში კი, პრაქტიკულად გამორიცხულია, რუსეთმა რაიმე გაბედოს ნატოს წინააღმდეგ, რადგან თუკი გაბედა
მოხვდება სამაგალითოდ და უშანსოდ დამარცხდება კონვენციურ ომში
ეს კი იანკების პასუხი თუ რა მოხდება პირველ 24 საათში, თუკი რუსეთი რაიმეს გაბედავს