+1
ჩემი სათქმელი თქვი
ბაიდენის “წითელი ხაზების” გამო 3 წელი ოცნებაშიც არ იყო ტომაჰავკი
მის დროს 100 000 კვადრატულ კილომეტრამდე უკრაინული მიწა დაიკარგა და უზარმაზარი პრობლემა დატოვა
უცებ ამხელა ამბავი იჩარხება, რაზეც რამდენიმე თვის წინ ვერც კი ვიოცნებებდით
და “ბაიდენი რომ ყოფილიყო, უკრაინა საზღვრებზე იქნებოდა გასულიო”
გეგომება წინა 3 წელი, მე ვიყავი პრეზიდენტი
ტრამპის იმედი სწორედ აი ამის გამო მქონდა
ტრამპისთვის “წითელი ხაზები” არ არსებობს და თუ მივიდა იმ წერტილზე, ფეხებზე კიდია მერე ბევრი რამ
იმენა “ოლ ინზე” მიდის და ასეა ზოგადად პოლიტიკაში
და სულ ამას ვიძახდი, პუტინს თუ ვინმე აჯობებს მისნაირი აზროვნების მქონე თქო
მიმწოლი და ქუჩური პოლიტიკის გამტარებელი
და არა დავარცხნილი პოლიტიკის გამტარებელი, მშიშარა და პროტოკოლურ სტანდარტებში ჩამჯდარი კოსტუმიანი ჩინოვნიკი, როგორიც იყო ბაიდენი
ტრამპისთვის არ არსებობს შემაკავებელი ბარიერები, ის თუ რამეს გადაწყვეტს ბოლომდე აწვება და მისი ხელწერაა “ძალით თავისის გატანა”
ამიტომ მეჯერა, რომ ეს დღე დადგებოდა და მივიდოდით იმ წერტილზე, რასთანაც ასე ახლოს ვართ
ტომაჰავკების მერე კი აღარაფერი არ გამიკვირდება და ისეთ იარაღს ველი, რასაც ბაიდენის დროს ვერც კი ვიოცნებებდით(იგივე მძლავრი ავიაცია, ჯასმი და ა,შ)
ბაიდენის ფორმულა კი (იმდენს ვაძლევ რომ უკრაინამ არ წააგოს, მარა იმდენს არა რომ მოიგოს) იყო უკრაინისთვის დამღუპველი
რადგან პროცესში ბევრად მეტად იფიტებოდა და თან ტერიტორიებსაც კარგავდა
წლიდან წლამდე
ბაიდენის ნაირი პოლიტიკოსი პუტინს ვერ აჯობებს, რადგან პუტინს არ ესმის არანაირი პროტოკოლური ენა, მას ესმის მხოლოდ ძალის ენა
ეხლა კი ნამდვილად არის იმედი
“იარაღის მიყრისა”
რასაც ასე ველით 4 წელია
ტრამპის ეს ხისტი პოლიტიკა კი, ევროპასაც მაქსიმალურ ტონუსში აყენებს
აიძულებს მაქსიმალური გაიღონ უკრაინისთვის
რაც ცალკე დადებითი მოვლენაა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 15 Oct 2025, 01:30