ქალაქ პოკროვსკში არსებული მდგომარეობა
ამ დილის მონაცემებით
რუსები შევიდნენ ქალაქის დაახლოებით 55%-ზე მეტ ტერიტორიაზე
და მასირებულად უტევენ ყველა მიმართულებაზე
რუსების მხრიდან შტურმში ჩართულია
506-ე, 55-ე, 147-ე, მე-5, მე-9 და 110-ე მოტომსროლელი ბრიგადები
ამჟამად მძიმე ბრძოლებია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
რუსები ცდილობენ რკინიგზის ხაზის ფორსირებას და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შესვლას
აიღეს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი გზაგასაყარი, სადაც 3 გზა შედიოდა ქალაქში
დარჩენილია მხოლოდ 1 მომარაგების არხი, თუმცა ისიც რუსების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის
ჩრდილოეთიდან კი რუსების პირველი, მე-9 და 39-ე მოტომსროლელი ბრიგადებმა
პარალელურ რეჟიმში დაიწყეს ქალაქ როდინსკეზე შეტევა და შევიდნენ ქალაქის ნახევარ ტერიტორიაზე
აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შახტა და ცდილობენ უკანასკნელი მომარაგების არხის ფიზიკურ გადაჭრას
ამჟამად ქალაქის სრულ ალყამდე დარჩენილია დაახლოებით 6 კმ
რუსების 61-ე, 72-ე და 137-ე ბრიგადის ნაწილები პარალელურ რეჟიმში შევიდნენ ქალაქ მირნოგრადში და ცდილობენ აღმოსავლეთიდანაც მაქსიმალურ წნეხს
უკრაინელების განცხადებით სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა და სავარაუდოდ რუსებმა დაიწყეს გადამწყვეტი შტურმი პაკროვსკზე და მის აგლომერაციაზე
უშუალოდ ქალაქ პოკროვსკში არსებული ვითარება
ქალაქის სამხრეთი სრულად აიღეს, ცენტრში შევიდნენ და ცდილობენ ჩრდილოეთში შესვლას

ქალაქ როდინსკეში მდგომარეობა

ეს კი ზოგადად პაკროვსკის აგლომერაციის მდგომარეობა
6 კმ არის დაახლოებით დარჩენილი სრულ ალყამდე

პ.ს ამასობაში ერთი ძალიან კარგი ნიუსია ლიმანის ფრონტიდან
და ამაზე შემდეგ პოსტში დავწერ დეტალურად
დავიდ ვილიაშენ ვილია არ ითვალისწინებ ფუნდამენტალურ პრობლემებს და ცდილობ მხოლოდ ზედაპირულად უყურო
არადა თვეეებია ამაზე ვწერ მე
800 000 კაცი რომაა ფურცელზე(და რეალურად არამგონია 500 000-ზე მეტი იყოე) ეს იმას არ ნიშნავს ყველა ტყვიაზე წამსვლელია
მანდედან ბრძოლის ჟინი შეიძლება 100 000 კაცსაც არ ჰქონდეს
ასევე მაგ “800 000”-დან ყველა არაა ფრონტავიკი
ლოჯისტიკა, მომარაგება, სტრატეგიული რეზერვი და ა,შ
უკრაინის არმიაში არის ბრძოლისუნარიანი ნაწილების მწვავე დეფიციტი და ამიტომ უწევს სირკის ერთი მიმართულებიდან მეორე მიმართულებაზე რეზერვების ტარება
პოკროვსკში შეიყვანა ბრძოლისუნარიანი ნაწილები და მოხსნა სივერსკი-ლიმანი-კუპიანსკიდან
ამის ფონზე კი უკიდურესად დამძიმდა სიტუაცია ლიმან-სივერსკ-კუპიანსკში
და ამხელა ფრონტის დაჭერა ასეთ პირობებში არის ურთულესი
ძალით გაწვეულებში მორალი კი არის ძალიან დაბალი
პოზიციებიდან გარბიან, ტყვედ ბარდებიან და ა,შ
ამიტომ ბრძოლისუნარიანი ნაწილები 5-6 თვე, როტაციის გარეშე არიან ხოლმე სექტორებზე და ეს კიდე უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას
უკრაინაში ვისაც ბრძოლა უნდოდა, მათი 80%-ზე მეტი ისედაც იბრძვის ან დაიღუპა ან დაიჭრა
ამიტომ ვამბობ, ხანგძლივ პროცესში უკრაინა უფრო იფიტება და რაც დრო გადის უფრო მეტად ჭირს ბრძოლისუნარიანი ხალხის შეკრება
რომ არა დრონები, სიტუაცია ეხლა გაცილებით უარესი იქნებოდა და ფრონტის ხაზი ბევრად უფრო სიღრმეებში იქნებოდა
რუსებს ეხლა რამე თუ აკავებს, პირველ რიგში არის დრონები
ამას უკვე თითქმის 2 წელია ვწერ და იმის გამო კი არა რომ “სიტუაციას ვამძიმებ”
არამედ მინდა მაქსიმალურად გადმოვცე რეალობა რაც ხდება და ილუზიებში არ იყოს ხალხი
This post has been edited by DIDGORI-GEO on 25 Oct 2025, 14:16