ძალიან საინტერესო მიმოხილვა. განსაკუთრებით მეორე ნაწილი.
Giorgi Koberidze
სიტუაციის მიმოხილვა და ანალიზი უკრაინაში:
- დონეცკის ოლქის პოკროვსკის სექტორზე, პოკროვსკ-მირნოჰრადის აგლომერაციაზე რუსების შეტევა გრძელდება. ისინი განსაკუთრებით აქტიურობენ უშუალოდ ქალაქი პოკროვსკის მიმართულებაზე, სადაც მცირე დანაყოფებით ცდილობენ ქალაქის სიღრმეში სამხრეთიდან შეღწევას. იმ ფონზე, რომ არტილერია და დრონები ორივე მხრიდან ძალიან აქტიურია, ქვეითი ნაწილები მიწის ზემოთ ყველა სექტორში ვერ აქტიურობენ, პერმანენტულად გადაადგილდებიან და შესაბამისად შეტაკებები არამხოლოდ ქალაქის ქუჩებში, არამედ უშუალოდ შენობების შიგნით და სარდაფებშიც კი მიმდინარეობს.
რუსებმა ქალაქის სამხრეთ უბნების ნაწილი დაიკავეს და ცენტრისაკენ მცირე ჯგუფებით ცდილობენ გადაადგილებას. სტანდარტული რუსული ურბანული შეტევა 2-5 სამხედროსაგან შედგება. ამის მიზანი სამხედროების გაფანტვა, დაცვაში მყოფ ნაწილებში ხვრელების აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ ზურგში მოქცევაა. შემდეგ კი იწყება დივერსიული ან ალყის იმიტაციის პროცესი.
- პოკროვსკის შემოგარენში უკრაინული ნაწილები უფრო აქტიურობენ. ქალაქის მიმართულებით მომარაგების ძირითადი ორივე ცენტრალური გზა უკრაინელთა ხელშია. მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ მომარაგებაზე უნდა განვმარტოთ, რომ რუსული არტილერია და განსაკუთრებით დრონები ქალაქის სრულფასოვან მომარაგებას ძალიან ართულებენ, ღამითაც კი. შესაბამისად, არამხოლოდ მაგისტრალებით, არამედ გზების მიღმა, საკმაოდ ლიმიტირებულად ხდება ლოჯისტიკური ტვირთების შეტანა.
- პოკროვსკის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით უკრაინელებს ლოკალური კონტრშეტევა აქვთ და ბოლო კვირებში რამდენიმე დასახლების გათავისუფლება შეძლეს. ოდნავ უფრო ჩრდილოეთით, დობროპილიასთან რუსული ნაწილების წინააღმდე არასრული ალყა შედგა და რუსების ნაწილი დანებდა კიდეც. აგვისტოში რუსული წარმატებული გარღვევა შეკავებული და შემობრუნებულია. თუმცა უკრაინელებს იმაზე დიდი ხანი მოუწიათ სექტორის გაწმენდა, ვიდრე სასურველი იყო.
- რუსებმა ბოლო თვეებში მხოლოდ რამდენჯერმე გამოიყენეს მძიმე ტექნიკით შეტევა პოკროვკის მიმართულებაზე. რეალურად ტექნიკა თითქმის სრულად უფუნქციო გახდა ამ მხრივ, რადგან მათი აღმოჩენა და განადგურება დრონების ან ნაღმების მეშვეობით თითქმის ყოველთვის გარანტირებულია.
- პორკოვსკის დასავლეთით, დონეცკი-დნიპროს ოლქის საზღვრის სიახლოვეში უკრაინელებმა სრულიად ახალი ფორტიფიკაციების აგება დაასრულეს. პრაქტიკულად, პოკროვკის დაცემის შემთხვევაში უკრაინელებს შორს უკან დახევა არ მოუწევთ. თუმცა პოკროვსკის დაცემის შემთხვევაში, ზამთრის მოსვლასთან ერთად უკრაინელები მცირე დასახლებებსა და ველებზე განთავსდებიან, რუსებს კი ქალაქ დარჩებათ, რაც კარგი ნამდვილად არ არის.
- თუკი რუსები დაიკავებენ პოკროვსკს მათი შემდგომი სამიზნეები ჩრდრილოეთით კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, სლავიანსკი და კრამატორსკი იქნება, ხოლო დასავლეთით დნიპროს ოლქში საბრძოლო მოქმედებების გადატანა.
- რუსული დივერსიული ნაწილების გამოყენებით შეტევა გრძელდება ხარკივის ოლქში, ქალაქი კუპიანსკის მიმართულებით. რუსები 2-3 კაციან ნაწილებს იყენებენ ქალაქში ჩრდილოეთიდან შესაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს ქალაქის ცენტრალური ნაწილი მყარად უჭირავთ, ასეთი შეტევები საკმაოდ საშიშია და უკრაინელების პოზიციებს მკვეთრად ასუსტებს.
- რუსების რამდენიმე მცდელობა ლუგანსკ-დონეცკის ოლქში, სივერსკის მონაკვეთზე ეწარმოებინათ წარმატებული გარღვევა სრული კრახით დასრულდა. ზოგიერთი სექტორი ძალიან კარგად აქვთ ფორტიფიცირებული უკრაინელებს და რუსებს იქ შეღწევა ან ძალიან უჭირთ ან ამ ეტაპზე არ უღირთ.
- რუსები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ზამთრის მოახლოებას. ისინი ძალიან დიდი ინტესნივობით ბომბავენ უკრაინის ელექტრო მომარაგების ცენტრებსა და საცხოვრებელ კორპუსებსაც კი. მათი მიზანია ზამთარში უკრაინელები დატოვონ რესურსების გარეშე და გატეხონ ქვეყანა მორალურად, რის შემდეგაც ხალხმა მთავრობას დანებება უნდა მოსთხოვოს. ამიტომ არის რუსული ძირითადი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები. რაც ცხადია ომის დანაშაულის ნაწილია.
- უკრაინელები რუსულ ლოჯისტიკას და ცოცხალ ძალას დრონების გამოყენებით ურტყამენ. ძალიან დიდი მსხვერპლია შემტევი ნაწილების რიგებში. დეფიციტი აქვთ რუსებს საკვებშიც, რაზეც თავიანთ გადაღებულ ვიდეოებში ჩივიან და ამატებენ, რომ თუ საკვები არის გაფუჭებული და დამპალია ან სულაც ვირთხები უჭამენ მას.
- უკრაინელების ტაქტიკა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების განადგურება ანუ იმ წყაროს მოსპობაა, სადანაც რუსული სამხედრო ეკონომიკა ივსება. ეს ივლისის ბოლოდან მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად დეგრადირდა რუსული წარმოება ამ მხრივ. მთელ რიგ ოლქებში შექმნილია სერიოზული დეფიციტი. რამდენიმე კვირით წარმოების მაჩევენებელი 50%-მდეც კი დაეცა. უკრაინელები ყოველდღიურად ახორციელებენ ასობით დრონის გაშვებას რუსული ეკონომიკური ობიექტების გასანადგურებლად. ამას ემატება დასავლური სანქციებიც, რომელიც თუკი აშშ-ს მხრიდან მართლაც მკაცრად იქნა აღსრულებული, რუსულ ეკონომიკაზე დაწოლა შექიმნება.
- უკრაინელებმა, სირსკის ჩართულობით შექმნეს სწრაფი მოქმედების ასეულები, რომელთა მიზანიც ცალკეულ სექტორზე სწრაფი დახმარების აღმოჩენაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოკალური ალყის პრევენციის ან უკვე ლოკალური ალყის გარღვევისათვის.
- რუსების გათვლა ნატოს მეხუთე მუხლის გადამოწმებაცაა. ისინი იმდენად ხშირად არღვევენ ნატოს საჰაერო ან საზღვაო (და სამომავლოდ არაა გამორიცხული სახმელეთო) საზღვარს, რომ ცდილობენ ეს ყველაფერი გახადონ ჩვეულებრივი მოვლენა, შეაგუონ ისინი ფსევდო-დომინაციას და დააეჭვონ მეხუთე მუხლის ამუშავებაში.
- სავარაუდოა, რომ რუსები ევროპის სამხედრო და ენერგო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიებზეც აკეთებენ გათვლას. არაა გამორიცხული, რომ მათი მიზანი ზამთარში არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის წინააღმდეგ მომატებული დივერსიების განხორციელების მცდელობაც იქნება, მათ შორის ენერგო და სამხედრო ობიექტების წინააღმდეგაც.
- უკრაინელთა მხრიდან დიდი კონტრშეტევა არ განხორციელებულა წელს. თუმცა ლოკალური კონტრშეტევები არაერთი ვიხილეთ. ვნახოთ დარჩენილი წელი რას მოგვიტანს, მით უფრო რომ უკრაინულ დანაყოფებს გადასამზადებლად საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ და აქვთ.
ტექნიკური ნაწილი რომ შევაფასოთ:
1. თუკი საუკუნეების განმავლობაში სიურპრიზის ელემენტი და ფარული გადაადგულება ომის ნაწილი იყო, ახლა ეს განსაკუთრებულად გართლებულია, რადგან ფრონტისპირა და მის მომიჯნავე სექტორებს თითქმის სრულიად აკონტროლებენ დრონები. ეს ყველაფერი ორივე მხრიდან ასეა. სამხედრო ცნება Fog of War (ომის ნისლი) ანუ ვითარების უცოდინრობა, პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი. მეტიც, ომის მიმდინარეობას სარდლობა და მართვის პუნქტი ლაივ რეჟიმშიც კი უყურებს ხოლმე.
2. როგორც კი შეტევის წინაპირობა, ანუ ადამიანების ან ტექნიკის თავმოყრა ხდება ფრონტიდან თუნდაც მცირედით მოშორებულ სექტორზე, უკრაინელთა მხრიდან დისტანციურად ინაღმება შეტევის პოტენციური მიმართულება და იბომბება მოწინააღმდეგის პოზიციები.
3. ფრონტის ხაზის სიგანე ხშირ შემთხვევაში 10 კილომეტრზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ ე.წ. რუხი ანუ უკონტროლო ზონა დაფარულია როგორც არტილერიის ისე დრონების მიერ.
4. დრონების გამოყენებით მოკლულების რაოდენობა ზოგიერთ სექტორზე 60%-70%-ია.
5. რუსების მხრიდან ხშირად შეტევის წინა 48 საათის განმავლობაში იწყება დაგროვებული დრონების ერთიანი გამოყენება. ეს დრონები ბომბავენ არა ფრონტისპირა პოზიციებს, არამედ ზურგს, რის გამოც ფრონტი წყდება ზურგს და შემდეგ მიდის მასზე დაწოლა.
6. შეტევას რუსები მოტოციკელეტების ან 2-5 კაციანი დაჯგუფებების მეშვეობით ახორციელებენ. მათი უპირეველესი ამონაცა არა საყრდენი პუნქტების დაკავება, არამედ ხაზის მიღმა მოხვედრა და იქ გამაგრებაა. ასეთ სამხედროებს ორი-სამი დღის საკვები აქვთ მომარაგებული.
7. ელექტრონული ბრძოლის მეთოდებით ხდება დრონების მოქმედების შეზღუდვის მცდელობა, საარტილერიო დანადგარების განთავსების ზონების აღმოჩენა, სამეთაურო პუნქტების პოვნა, კომუნიკაციების ჩახშობა და ასე შემდეგ. პრაქტიკულად თანამედროვე ომის უახლეს მოქმედებებს ვადევნებთ თვალს.
8. ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა დეზერტირობაა. ეს ორივე მხრიდან შეინიშნება. თუმცა რუსები თუკი დეზერტირებს ძირითადად ხვრეტენ ან აწამებენ, უკრაინელები უფლებას აძლევენ დაბრუნებულებს ამნისტია შეეხოთ. შესაბამისად, უკრაინის მხრიდან დეზერტირობის მასშტაბი დიდია, მაგრამ უკან დაბრუნებულების მასშტაბიც დიდია. გარკვეულწილად თვითნებური როტაცია მიმდინარეობს ამ მხრივ, რაც მთლიანობაში ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით ძალიან რთულია შეზღუდვა.
9. რუსების მხრიდან უკრაინაში 700-750 ათასი სამხედრო იმყოფება. ფრონტის ხაზი დაახლოებით 1200 კილომეტრია. თითოეულ სექტორზე ხანდახან იქმნება ხოლმე დეფიციტი, რაც ხან რუსებს და ხან უკრაინელებს გარღვევის საშუალებას აძლევს. როგორც დათვლილია წარმატებული გარღვევისათვის ფრონტის ხაზზე დაახლოებით 1-1.5 მილიონი სამხედროს მობილიზებაა საჭირო. ეს კი ძალიან რთული სამართავია და მოსამარაგებელი იქნება.
10. მიუხედავად ლამის ოთხწლიანი საბრძოლო მოქმედებებისა პროფესიონალი გენერალიტეტის სერიოზული კრიზისია როგორც უკრაინაში ისე რუსეთში. საშუალო რანგის ოფიცრობა უკრაინის მხარეს ბევრად მაღალ დონეზე ასრულებს დავალებას და ამოცანას, ვიდრე მაღალი რანგის ოფიცრობის დიდი ნაწილი. ამ თემაზე კი საჯაროდ საუბარი უკვე მიმდინარეობს.
11. ტექნოლოგიური ცვლილებები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ეს კი ომის თავისებურებას მთლიანად ცვლის. მომდევნო თვეები ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობისა იქნება.
https://www.facebook.com/giorgi.kob/posts/p...iZKzBT7XUTQgJcl