სიტუაცია პოკროვსკში სტაბილურად "უმძიმესია". რაც მოხდა მოხდა ისევ უკრაინელების შეცდომების, ცუდი კოორდინაციის და ტყუილების გამო.
თუმცა საბედნიეროდ მოხერხდა სწრაფი რეაგირება ამჯერად და რუსებმა ვერ განავითარეს მომენტუმი ისე როგორც სურდათ.
მიმდინარეობს კონტრდარტყმები ქალაქ პოკროვსკში უკრაინული ელიტური მოიერიშე ნაწილების მიერ, ზოგიერთ უბანში არის წარმატება და რუსების შეჩერება/უკუგდება. ზოგიერთში რუსები ცდილობენ კონტროლის ზონების გაფართოვებას.
გუშინდელი დღის მდგომარეობით ქალაქის 50-65%-მდე ან რუსები აკონტროლებდნენ ან რუხი ზონა იყო სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა და არც ერთი მხარე არ აკონტროლებს.
უკრაინული ნაწილები აღმოჩნდნენ ზურგში, ანუ რუსულმა მცირე ჯგუფებმა როცა შეაღწიეს ქალაქში ფლანგიდან, აუარეს ამათ.
მოხდა სრული არეულობა და ასე ვთქვათ ერთმანეთში "გადაზელა".
რა თქმა უნდა არანაირ დიდ ალყაზე ლაპარაკიც არ არის. ნუ დაუჯერებთ რუსულ პროპაგანდას და საღორეს, ასევე მათ შორის ამ თემაში ჩუმ-ჩუმად შემომსვლელ ტროლებს, რომლებიც "ქალაქის ალყაზე" წერენ.
მარტივად რომ ავხსნა
ამ ომში დიდი ალყა არ ყოფილა მარიუპოლის შემდეგ. ვერც ერთი მხარე ვერ აქცევს მეორეს დიდ ალყაში.
ამისთვის არ ყავთ საჭირო რაოდენობით
1. ცოცხალი ძალა
2. ტექნიკა
3. მექანიზირებული მობილური ნაწილები
"ალყები" როგორ უნდა შეკრა როცა ორივე მხრიდან 500-1000 კაცი იბრძვის მცირე ჯგუფებით? როგორც წესი ფეხით გადიან ხოლმე ალყებიდან ისევ და ისევ მცირე ჯგუფებით. რა თქმა უნდა დანაკარგებით, მაგრამ არა ისეთით რომ ბრძოლისუნარიანობა დაკარგონ მთელმა ბრიგადებმა და ასე შემდეგ.
მოკლედ პუტინის პროპაგანდა ცდილობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვაბების და მსგავსი ფანტაზიების დახატვას რაც ამ რეალობაში შეუძლებელია და არ / ვერ მოხდება.
თუმცა ამ ფაქტების მიუხედავად როგორც ზემოთ დავწერე, გარკვეული უკრაინული პოზიციები აღმოჩნდნენ ზურგში და მოწყდნენ თავისიანებს. მიმდინარეობს მათი დახსნა.
პ.ს
გარდა "ცეცხლის ჩამქრობი" მოიერიშე ნაწილებისა რომლებიც ახლა ქალაქის ქუჩის ბრძოლებს მართავენ, უკრაინის სიღრმიდან პოკროვსკის მიმართულებით მიემართებიან როგორც სექტორის ტაქტიკური და ოპერატიული, ასევე დამატებითი რეზერვები სხვა მონაკვეთებიდან.
პოკროვსკის როგორც ქალაქის დაკარგვა დიდ როლს არ თამაშობს უკრაინისთვის იმიტომ რომ პოკროვსკი დიდი ხანია თავის მთავარ დანიშნულებას (ლოჯისტიკურ-მომარაგების ჰაბს) აღარ ასრულებს , 1 წელზე მეტია, რაც ფრონტი მოუახლოვდა.
მაგრამ პოკროვსკის სწრაფი დაკარგვა და რუსების სწრაფი წინსვლა ქალაქის შემდეგ უკრაინისთვის მიუღებელია იმიტომ რომ მერე დიდი დასახლებული პუნქტები არ მოდის
ამიტომ რუსების შეჩერება უნდა მოხდეს ქალაქის რაიონში
ისე როგორც ეს მოხდა ტორეცკთან, ჩასოვ იარათან და ასე შემდეგ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქ.პოკროვსკის ყველა კვარტალს ვინ აკონტროლებს დიდი მნიშვნელობა ახლა არ აქვს, მთავარია სწრაფად ვერ წავიდნენ რუსები წინ.
რაც როგორც ჩანს ახლა აღარ მოხდება ჯერ ჯერობით და როგორც დობროპოლიეს შემთხვევში რუსებმა ვერ განავითარეს შანსი
ეტყობათ ჯარის დონის დაქვეითება, მექანიზაციის არქონა და სხვა ფაქტორები.
მცირე ჯგუფების შეტევების მაქსიმუმი ეს არის.
პ.ს
მძიმე ტექნიკა რაც მოამობილიზეს ის გამოიყენეს მირნოგრადის მიმართულებაზე გასარღვევად რათა ლოჯისტიკა გადაჭრან, მაგრამ არ გამოვიდა. პლიუს დობროპოლიესთან.
ოპტიმისტური იმედებით პოკროვსკის მიმართულება დასტაბილურდება დღევანდელთან შედარებით ისე რომ რუსების ტემპი დავარდეს საგრძნობლად
თვითონ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება არ მგონია მოხდეს
ყველა კვარტალი გაწმინდო ახლა იქ ჩამჯდარი ღორებისგან რთული ამოცანაა. თუმცა ვნახოთ რეზერვები როგორ იქნება გამოყენებული. შესაძლოა ლოჯისტიკაზე ძლიერად დაარტყან რომ უკუაგდონ. კაი კაცისგან ეს პოსტი - ბიჭური ინ ექშენ
კი დაგიწერიათ მარა მეც დავწერ და არ გეწყინებათ ვიცი