რა თქმა უნდა უკრაინელებსაც შეუძლიათ იგივენაირად შეუტიონ რუსების პოზიციებს როგორც რუსები უტევენ მათ. მცირე ჯგუფების შეპარებით, დაგროვებით და ასე შემდეგ.
მაგრამ, ძალიან დიდი მარგამ.
მცირე ჯგუფების ტაქტიკას აქვს ერთი მინუსი
წინსვლისთვის იხდი უზარმაზარ საფასურს. ჯარისკაცებს ხარჯავ როგორც ჭიანჭველებს. 500 მეტრიანი წინსვლა გიჯდება წარმოუდგენლად დიდ ფასად. არც ერთი თავმოყვარე ერი და ქვეყანა მსგავს ტაქტიკას არ მიმართავს და საკუთარ ხალხს ეგრე არ გაწირავს. მხოლოდ რუსეთი და ალბათ ჩრდილოეთ კორეა ან რომელიმე მსგავსი ქვეყანა.
ამიტომ ტექნიკურად უკრაინელებს რა თქმა უნდა შეუძლიათ შეტევა წამოიწყონ და სადმე გაურღვიონ რუსებს, მაგრამ ამისთვის მოუწევთ ჩააწვინონ მიწაში ათასობით ადამიანი. ღირს ამად?
არანაირად.
ამ ომში ფრონტზე სამხედრო გარდატეხა ვეღარ მოხდება
უკრაინელების შეტევას არ აქვს არანაირი აზრი. ეს რესურსის და რაც მთავარია ხალხის ფუჭი შეხოცვა და კარგვაა.
ერთადერთი შემთხვევა როდესაც უკრაინელების შეტევას აქვს აზრი, არის ლოკალური კონტრ-შეტევები ტაქტიკურ დონეზე, ფრონტზე სიტუაციის გამოსასწორებლად.
სხვა შემთხვევაში შეტევის წარმოება ყველანაირ აზრს არის მოკლებული
ვერანაირ დიდ და გადამწყვეტ შედეგს შეტევა ვერ დადებს.
2 წელია რუსები უტევენ გაუჩერებლად და რას მიაღწიეს?
ასობით ათასი ადამიანი ჩააწვინეს მიწაში. სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვეს? უკრაინა დაამარცხეს? უკრაინის ჯარი მართლა ალყაში მოაქციეს და ბრძოლისუნარიანობა დააკარგვინეს? აქედან არც ერთი.
ამიტომ როდესაც უკრაინის შეტევაზე წერთ, კარგად გაიაზრეთ, რა მიზანი შეიძლება ქონდეს უკრაინის შეტევას? გარდა მედიური და მორალური დაკმაყოფილების.
რაც ომის ამ ეტაპზე არის მავნებლობა.
#1 პრიორიტეტი უკრაინისთვის არის ხალხის დაზოგვა და რესურსის დაზოგვა. სადაც საჭიროა უკანდახევა და გადაჯგუფება, შემდეგ ლოკალური კონტრ-დარტყმა.
დანაკარგების შეფარდება ბევრად უნდა ჯობდეს უკრაინის სასარგებლოდ.
1 ჯარისკაციც არ უნდა გაიწიროს ტყუილად.
ომის ბედი გადაწყდება ზურგში პოლიტიკურად და ეკონომიკურად.
და როცა ომის ბედი გადაწყდება ზურგში, ფრონტზე ეს პირდაპირ აისახება და მერე გახდება შესაძლებელი რაიმე სახის გადამწყვეტი ქმედებების ჩატარება.
ახლა ეს ყველანაირ აზრს არის მოკლებული.
ამ ეტაპზე ხალხი და რესურსი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე ტერიტორიაზე დროშის აღმართვა და მედიური გამარჯვებები
უკრაინის ამოცანაა გაძლება ბოლომდე და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება
რუსები წელში უნდა გადატყდნენ მორალურად, ფიზიკურად, ეკონომიკურად და ყველანაირად. ის მსხვერპლი რასაც იღებენ არაფერში არ უნდა გადაიზარდოს. წინ კიდე 100 პოკროვსკი და 200 სლავიანსკი ელოდებათ.
რუსების "პახმელია" მძიმე უნდა იყოს.
მოკლედ რომ ვთქვათ უნდა გამოვიდეთ 2022-2023 წლების რეალობიდან როდესაც კავალერიული შეტევების იმედი და დინამიური ომის შეგრძნება გვქონდა.
ამაზეც არ დამბანოთ ახლა
მონაწერი დავწერე
This post has been edited by ELguja90 on 5 Nov 2025, 00:11