უკრაინული წყაროები, საკმაოდ ცუდ ინფორმაციას ავრცელებენ კუპიანსკიდან
ქალაქის ცენტრში მიდის უკვე ბრძოლა, რუსი შტურმავიკები ადმინისტრაციის შენობის გარშემო ცდილობენ პოზიციების დაკავებას
ასევე, იუველირნისთან არის ბრძოლები ქალაქის დასავლეთ შემოგარენში და ცდილობენ ალყაში მოქცევას
დაახლოებით 1,5 კმ არის მანძილი მომარაგების არხების გადასაჭრელად
ძალიან უცნაურად მძიმდება სიტუაცია კუპიანსკში და გაუგებარია რატო დამძიმდა ასე სწრაფად სიტუაცია

SainTირანი ამოისვა ისრაელმა ამერიკული ავიაციით(F-35-ები და F-15-ები) და ამერიკული სარაკეტო შესაძლებლობებით (მათ შორის ჯასმი და აერო-ბალისტიკური რაკეტები, რომლებშიც ამერიკელების ტექნოლოგიებია)
ისრაელი ჩათვალე არის ამერიკის მინი არმია და აქვს პრაქტიკულად სრული წვდომა ამერიკის სამხედრო ტექნოლოგიებზე და მისი რაიმეზე შედარება არასწორია
ისრაელის სიძლიერის 80% დგას ამერიკულ შეიარაღებაზე, ტექნოლოგიებზე და ზურგზე
მიუხედავად ტოტალური საჰაერო დომინაციისა, ირანის საჰაერო სივრცეში მაინც არ შედიოდნენ უმეტეს წილი და ერაყის საჰაერო სივრციდან ისროდნენ ფრთოსან/ბალისტიკურ რაკეტებს
და შენ ეხლა უკრაინის შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენია, რუსეთის სტრატეგიულ სივრცეებში ავიაციით მუშაობა? ეგ არის უტოპიური ოცნება
შესაბამისად, ერთადერთი იარაღი, რასაც შეუძლია დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს რუსეთის სტრატეგიულ ზურგს(ეკონომიკას, სამხედრო წარმოებას და ლოჯისტიკას) არის მხოლოდ ტომაჰავკი
ამიტომ არის “გეიმ-ჩეინჯერი”
კიდევ ერთხელ გიმეორებ, მთავარია პოლიტიკური ნება
და ამერიკისთვის არანაირი პრობლემა არაა რამდენიმე ასეული ტომაჰავკი
აგერ ჰუსიტებს დააცალეს 200-ზე მეტი ტომაჰავკი, მარაგებში აქვთ 5 000-მდე და მათთვის არაფერია 500 ცალის მიცემა
აი 500 ცალს ტომაჰავკს კი შეუძლია წირვა გამოუყვანოს რუსეთის ნავთობის და გაზის ობიექტებს, ყველაზე საკვანძო სამხედრო საწარმოებს და ლოჯისტიკურ კვანძებს
რამაც შეიძლება ჩამოშალოს რუსეთის ეკონომიკა და სამხედრო მახინა
წარმოებას კი რაც შეეხება, ევროპა 4 წელია ფაფხურობს და მაინც ამერიკას ეხვეწება და ამერიკისგან აპირებს ასეულობით მილიარდი დოლარი იარაღის ყიდვას
ფლამენგოში კი დევს 1966 წელს დაპროექტებული ძრავი და უკრაინა რაღაცას რომ ფაფხურობს, არ ნიშნავს რაღაც მაღალტექნოლოგიურია
დასავლური ტექნოლოგიების გარეშე, უკრაინა ვერ შექმნის თანამედროვე მოთხოვნების იარაღს და ნუ გექნება ტყუილი იმედები
რაღაც ფაფხურს და წყლის ნაყვას კი ჯობია, უკვე არსებული ყველაზე საუკეთესოს მიღება
ამიტომ არის ზელენსკი ევროპას რომ სთხოვს, 90 მილოარდი დოლარის ამერიკული იარაღი მიყიდეთო და არა ეს ფული ჩემ წარმოებაში ჩადეთო
რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, სხვაობა იარღს შორის, რუსეთს რაღაც კუსტარული ნაწვალევი იარაღით ვერ აჯობებ, ტექნოლოგიურად უნდა გატეხო და გადაწონო მისი რაოდენობრივი უპირატესობა
პ.ს 3 000 კმ არ უფრენია, იფრინა ყირიმამდე რამდენიმე ასეული კილომეტრი და 30-40 მეტრით აცდა მიზანსო
და ეგ 3 000 კმ კიდე რამდენად რეალურია, ეგ ცალკე საკითხია, ფურცელზე რა წერია არაფერს ნიშნავს, მთავარია შედეგი
მოკლედ, რაის ფლამენგო და ნეპტუნი
იქ სადაც ტომაჰავკი და ჯასმია
კაი რა
ამაზე სერიოზული იმედი როგორ უნდა გქონდეს თანამედროვე ომში
გეუბნები დაახლოებით 40-50 წლის წინანდელი ტექნოლოგიაა(რასაც ამერიკა იყენებდა)
მე პირადად ნეპტუნის იმედი უფრო მაქვს, ეს ძაან კუსტალურად ნაწვალევს გავს და არაფერი არ ეტყობა დასავლური ტექნოლოგიის
ტიპიური საბჭოური დიზაინი და მახინას გავს, ძრავის კონფიგურაციით დაწყებული და ბევრი სხვა დეტალით გაგრძელებული
Obser_verWhitePepperმე ისევ მხოლოდ ფაქტები და უახლესი ისტორია
და საპასუხოდ ისევ ერთიდაიგივე შინაარსის პოლიტიკურ ჭორაობაზე და კომსპირაციებზე აგებული პასუხები
რეიგანიც ეგრე სიცილ-კისკისით ხვდებოდა რუსებს, მარა თავზე ჩამოაშალა საბჭოთა კავშირი
მთავარია შედეგი და არა განცხადებები
შენი ლოგიკით, ტრამპმა მთავარია პუტინს აგინოს და სულაც დამატებით 20% უკრაინის ტერიტორია რომ დაკარგოს მაინც კარგი კაცი იქნება?
ანუ შენთვის მთავარია სადღეგრძელოები თუ დამდგარი შედეგი?
დღეს რუსეთის ეკონომიკა არის გაცილებით უფრო მძიმე დღეში, ვიდრე წინა ადმინისტრაციის დროს და წნეხი უფროდაუფრო იზრდება
დღეს უკრაინა იღებს, როგორც ძველ პაკეტებს, ასევე ახლებს და ეს უწყვეტად მიდის
დღეს საუბარია სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ტომაჰავკების შესაძლო მიწოდებაზე, რასაც წინა ადმინისტრაციის დროს ვერც კი ვიოცნებებდით
შესაბამისად, რათქმაუნდა უკეთესი ვითარებაა
პ.ს ეს თქვენაა პოსტს რომ არ მაზავთ და მეპასუხებით ყველაფერზე
თორე მე როდის იყო იქით რაიმეზე გწერდეთ?
დიდად მადლობელი ვიქნები თუ არ მომნიშნავთ, რადგან უსაგნო დავა არ მიზიდავს
This post has been edited by DIDGORI-GEO on 8 Oct 2025, 23:37