ვლადიმიროვკაზე იწერება და შევეცდები დეტალურად ჩავშალო თუ რა ხდება
რუსების ეს მასირებული შეტევა არის ძალიან ცუდი და რატომ განვმარტავ
ეს არის ის შვერილი, რომელზეც რუსებს გარღვევა ჰქონდათ, მერე უკრაინელებმა ძალების გადასროლით დაასტაბილურეს და ეხლა რუსებს უფრო ძლავრი შეტევითი კამპანია აქვთ
თავდაპირველად რუსებს სწრაფი წინსვლა ჰქონდათ ძირითადად დე-ერ-გე და მცირე ჯგუფების ხარჯზე და გაჭრეს 10 კმ
თუმცა, შემდეგ უკრაინელებმა შეძლეს ელიტარული ძალების გადასროლით სტაბილიზება და შვერილის გარკვეული ჩამოჭრა
მარა როგორც ჩანს, რუსებმა დამატებითი ძალები შეყარეს და შეძლეს უკვე მექანიზირებული ძალების აკუმულირება და გადავიდნენ მასირებულ შეტევაზე ანუ ინიციატივა ისევ რუსების ხელში გადავიდა
რაც ძალზე ცუდი სიმპტომია
არადა ამ მონაკვეთის სტაბილიზებისთვის, უკრაინამ ელიტარული ნაწილები გადაისროლა(მათ შორის აზოვი) ლიმანის და სივერსკის მიმართულებიდან, იქ ძალების მოხსნით დამძიმდა ვითარება და როგორც ჩანს ვერც ამ მიმართულებაზე ხერხდება ინიციატივის შენარჩუნება
ეხლა რას ცდილობენ რუსები ამ შეტევით, ისინი ცდილობენ ე/წ შახოვეს აგლომერაციის აღებას, ხაზის გასწორებას და შემდეგ უკვე გენრალური შეტევის დაწყებას დრუჟკოვკაზე, რომელიც არის საკვანძო ლოჯისტიკური კვანძი მთელი დონბასის დარჩენილ აგლომერაციაზე
ის არის ზურგი კონსტანტინივკას და ასევე კარიბჭე კრამატორსკი/სლავიანსკის აგლომერაციის
შახოვეს აღება კი თუ შეძლეს რუსებმა, დაახლოებით 12 კმ დარჩებათ დრუჟკოვკამდე
რუსების ახლანდელი შეტევის მიმართულება

რუსების ამ შეტევის მიზანი, ხაზის გასწორება

ეს კი საბოლოო მიზანი
დრუჟკოვკაზე და შემდეგ კრამატირსკზე
ყველაზე დაუცველი ფლანგიდან შეტევა
REIDIაბსოლუტურად გეთანხმები
კარგია სანახავად რამდენიმე ტექნიკის განადგურება, მარა მაგ ვიდეოში რაც ზოგადად ხდება ცუდის მანიშნებელია
1. შვერილზე ინიციატივა ისევ რუსებმა აიღეს
2. უტევენ მექანიზირებული ნაწილებით
3. დააგროვეს ძალები (საზღვაო ქვეითები)
4. უკრაინის მხრიდან გადასროლილია ელიტური ნაწილები(მათ შორის აზოვი) და რუსების ხელში რომ არის ინიციატივა ეს ცუდია
თან გავიხსენოთ ამ მონაკვეთის სტაბილიზების გამო, ძალები მოიხსნა სივერსკი-ლიმანის ზონიდან და იქ დამძიმდა ვითარება (დაიკარგა სერებრანკას ტყე და ლიმანზე მარწუხები მოუჭირეს)
5. რამდენიმე ტექნიკა ნადგურდება, მარა რუსები ახერხებენ გარკვეული ძალების შეყვანას და დესანტირებას, რაც ცუდია
ვლადიმიროვკა ეხლა დიდი ალბათობით სერი ზონაა და არცერთი მხარეს არ უჭირავს მყარი კონტროლი
kvangelჯერ ერთი ეგ მარცხენა ფლანგია(ზოლოტი კოლოდიზი, კუჩევ იარი და ა,შ)
და არც ალყაში არ არიან
მაგ “ალყაზე” საუბარი მიდის 2 თვეზე მეტია და შეუძლებელია ამდენი ხანი ალყაში ყოფნა და გაძლება
თავიდან ჩავარდა რამდენიმე ათეული სამხედრო ალყაში და ეგ იყო, იმის მერე მიდის პოზიციური ბრძოლა
უკრაინელები შეეცადნენ შვერილის გადაჭრას, მარა არ გამოუვიდან და ეხლა როგორც ჩანს ამ შეტევებით
ინიციატივა რუსების მხარეს გადავიდა და დიდი მექანიზირებული ძალა შეკვრეს
ეს შეტევა კი ვითარდება მარჯვენა ფლანგზე და სხვა მიმართულებაა (ვლადიმიროვკა, შახოვა, სოფიივკა და ა,შ)
This post has been edited by DIDGORI-GEO on 10 Oct 2025, 22:48