„რუსთაველის წინააღმდეგობა - ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვიდექი, თქვენთან ერთად ვმოქმედებდი, თქვენთან ერთად ვეწინააღმდეგებოდი. ყველამ ვიცოდით, რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, თუ როდის აგვიკრძალავდნენ დგომასაც კი.
საქართველოს ლეგიტიმური მთავარსარდალი მაკლია რუსთაველზე. როდესაც ვინმე ამ რეგალიის ტარებაზე იღებს პასუხისმგებლობას, მას ნაფიქრიც უნდა ჰქონდეს, რომ შეიძლება დადგეს დრო, როცა მისი ძალა წინააღმდეგობის ავანგარდში იქნება საჭირო და მას ეს უნდა შეეძლოს.
როცა რუსთაველი საბრძოლო გახდა, იქაურობას თითზე ჩამოსათვლელი მებრძოლები შემორჩნენ. ვაფასებ ყველას ჩართულობას პროტესტში, და უწყვეტად 300 დღე დგომას, მაგრამ როცა რუსთაველი ბრძოლის ველს დაემსგავსა, ბევრს ეხლა იქ ვერ გხედავთ.
უბრალოდ საწყენია, რომ საქართველოს თავისუფლების იდეა იკარგება, 9 აპრილის იდეა იკარგება, ამ იდეისთვის ვისაც ოდესმე თავი გაუწირია, მათი თავდადების დაფასება იკარგება.
მესმის სიტყვები - ტყუილად თავი არ უნდა დავაჭერინოთო. 9 აპრილის გმირებზე დღესაც ამბობენ - თავი ტყუილად შეაკლეს, უნდა დაშლილიყვნენო, მაგრამ იქ მონაწილები სხვაგვარად ფიქრობენ - არაერთი მოწოდების მიუხედავად ბოლომდე დარჩნენ და მათ გაიმარჯვეს.
სამოქალაქო გმირობის მაგალითები აუცილებლად გადატეხავს რეპრესიების ამ ტალღასაც. პატივისცემა ვახო სანაიას, ქეთა ციცქიშვილს, ლევან ჯობავას, გიორგი თავართქილაძეს და რუსთაველის წინააღმდეგობის თოთეულ მონაწილეს. განსაკუთრებულად მოვიკითხავ კოკო მიქაიას, ბოლომდე ძმაო, სიტყვა გვაქვს ნათქვამი.
პოლიტიკოსებო და მესამე ძალად ფორმირების მსურველებო - რუსთაველზე, შუა გზაზე კეთდება დღეს პოლიტიკა. ციხე! ციხე მხოლოდ ფიზიკური მოქმედების საშუალებას გიზღუდავს დროებით. გონებით და გულით ჩემზე თავის უფალი ძალიან ბევრიც არ მეგულება.
ბრძოლას ვაგრძელებთ!
პ.ს. ვინც ელოდებით, რომ ზეციდან რჩეული სამოქმედო გეგმას ჩამოგიტანთ, აზა ჩილაჩავას სამოქმედო გეგმას რამეს უწუნებთ? ქედს ვიხრი ამ უშიშარი ქალბატონის წინაშე. რომელი იყავი, ინსპირაცია ხარ, შენ მიერ ფეხით გადათელილი რუსი ოლიგარქის რუსული დაცვის სამსახურის ავტომობილი წინააღმდეგობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ დარჩება.
ნიჰილიზმი - ეგ საერთოდ რა არის, არ დავნებდებით. რუსთაველსაც დავიბრუნებთ, მთლიან ქვეყანასაც და ბოლოს ლამაზ ისტორიასაც დავწერთ ამ დღეებზე“, — წერია სინდისის პატიმარი, თორნიკე თოშხუას ციხიდან გამოგზავნილ წერილში
თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს დააკავეს 1 აგვისტოს ინციდენტის გამო - მათ აქციაზე დანით მისულ ბექა გოცირიძეზე, ხელისუფლების მხარდამჭერსა და ყოფილ ფეხბურთელზე, თავდასხმას ედავებიან
There exist 3 types of pro-russian Georgians. The first are mentally russified Georgians who can only be cured by eventual death. The second are idiots who know nothing about history. The third are supporters of mass corruption as they get benefits from it