#62335687 · 30 Oct 2025, 17:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (SaamI @ 30 Oct 2025, 07:01 ) | [
| QUOTE | | უბრალოდ ჯოჯ ბუში წინაამღდეგი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის, |
რა იცი რომ წინააღმდეგი იყო? თუ წინააღმდეგი იყო, 1992 წელს ამერიკამ რანაირად აღიარა ყოფილი რესპუბლიკები?...
| QUOTE | არვითარი განსაკუთრებული დაპირისპირება ამერიკასთან არ ყოფილა მაშინ (იმის ფონზე მაინც, რაც ახლა ხდება საქრთველოში). უბრალოდ ჯოჯ ბუში წინაამღდეგი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის, ამას ხელს უწყობდა მისი გორბაჩოვისადმი მხარდაჭერაც და ბუშმა ამის გამო ერთხელ გააკრიტიკა გამსახურდია - მაშინ როდესაც ამდენი პოზიტიური გარდაქმნები ხდება საბჭოთა კავშირში, გამსახურდია დინების წინაამღდეგ მიდის და დამოუკიდებლობას ითხოვსო.
|
ტყუილს წერ. ის კი თქვა დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო მაგრამ, არ განუმარტია რატომ.
|
საბჭოთა კავშირი დაშალა ელცინმა, კრავჩუკმა და შუშკევიჩმა ბელოვეჟის შეთანხმებით... არც რეიგანმა და არც ბუშმა.... ელცინი სხვა ფორმატით გორბაჩოვს ვერ იშორებდა უფროსობიდან... ბუში გორბაჩოვს უჭერდა მხარს და გორბაჩოვიც ახალი საბჭოთა შეთანხმებაზე მუშაობდა... ამ შეთანხმებაზე ხელს არ აწარდნენ პრიბალტები და ჩვენ.. პრიბალტიკას დასავლეთმა ხელი ჩააფარა... აი ჩვენ კი იქით გვაწვებოდა ბუში მოუწერეთ გორბაჩოვს ხელიო....
ბელოვეჟის შეთანხმება (რუს. Беловежские соглашения, ბელარ. Белавежскае пагадненне, უკრ. Біловезькі угоди) — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) ხელშეკრულების შემადგენელი შეთანხმება, რომელმაც გამოაცხადა სსრკ-ის დაშლა. მის ადგილზე კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) დაარსდა, როგორც მემკვიდრე სუბიექტი. ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა, ბელარუსში სახელმწიფო აგარაკზე ვისკულისთან ახლოს, ბელოვეჟის ტევრში, 1991 წლის 8 დეკემბერს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სსრკ-ს ოთხიდან იმ სამი რესპუბლიკის ლიდერმა, რომლებმაც 1922 წელს ხელი მოაწერეს სსრ კავშირის შექმნის ხელშეკრულებას. მათ შორის იყვნენ: რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და პირველი ვიცე-პრემიერი, გენადი ბურბულისი, უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიდოლდ ფოკინი, ბელორუსის პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ შუშკევიჩი და ბელორუსის პრემიერ მინისტრი ვიაჩესლავ კებიჩი.
პუტჩი რეალურად ჩვენთან 2 სექტემბერს დაიწყო....
ზუსტად 22 დეკემბერს დაუშინეს მთავრობის სახლს რუსული ქვემეხები....
რადგან სექტემბრიდან ელცინი და გორბაჩოვი ერთიანი ფრონტით უტევდნენ ზვიადს.... გორბაჩოვისთვის ხელისუფლების შენარჩუნების შემშლელი იყო.. ელცინისთვის ტიპი რომელიც პრიხვატიზაციის ხელის შემშლელად მოიაზრებოდა....
დაიშალა თუ არა საბჭოთა კავშირი ელცინის მიერ დასავლეთმა უკვე არსებული რეალიები აღიარა და დაიწყო საერთაშორისო აღიარება ახლად წარმოქმნილი ქვეყნების.... 1992 წლის იანვრიდან.... პარალელში წარმოიშვა კუვეიტის კრიზისიც.... მაშინ პუტჩზე დასავლეთმა თვალები დახუჭა.. კუვეიტზე გაგვცვალეს.... მეორს მხრივ გერმანიის გამაერთიანებელ შევარდნაძეს მადლობა ხომ სჭირდებოდა... და აჩუქეს საქართველო......
ბიძო არავითარი მსგავსი დამსახურებები დასავლეთის წინაშე არ გაგაჩნია... არ შეგარჩენენ არაფერს....
This post has been edited by sulo on 30 Oct 2025, 19:25
--------------------
Go vegan, be free ტყუილია.
ვარ ვეგანი, სად არის თავისუფლება?
|