ამბობდნენ რუსები და პროტო-ქოცები ამერიკა ერაყში ძალიან დიდ დანაკარგებს მიიღებს და უდაბნოში ჩაეფლობაო.. შედეგად რაც მოხდა ყველამ ვიცით, ხალხი ტაშით შეეგება ამერიკელებს.
ეხლა ამბობენ, ხალხი მხარს დაუჭერს მადუროს და ჭაობში გაიჭედება ამერიკაო. ხალხი მხარს დაუჭერს დიქტატორს კიი, სულ მაგ აზრზე არიან.. ამერიკელებს სიხარულით შეხვდებიან

ასეთია დიქტატურის შედეგი, ვითომ ერთგულები გარბიან ვირთხებივით, ფეხებით გკიდებენ ადრე თუ გვიან და საკუთარი მოსახლეობაც კი არ გიცავს.
რაც უფრო ბევრს მოიპარავ, გაპრესავ ხალხს, ციხეებს გაავსებ, მით უფრო ჩქარა დადგება აღსასრულის დღე.
ზელენსკის მაგალითზე, დიქტატორი და არჩევნების გამყალბებელი რომ ყოფილიყო, მართლა 3 დღეში მორჩებოდა რუსეთი უკრაინის ოკუპაციას, კაციშვილი არ დაუჭერდა მხარს.
ჩვენს სიტუაციას რომ მოვუბრუნდეთ, ერთის მხრივ ქოცები აბა ომი გინდას იდეოლოგიაზე გადაიყვანეს და რაც არ უნდ მოხდეს, სახლში ჯდომას აირჩევენ, მეორეს მხრივ, ვინც კი ხელის განმძრევი და ხმის ამომღებია, იჭერენ, ცემენ და აჯარიმებენ.
ჰიპოთეტიურად, აზერბაიჯანმა რომ მოინდომოს, 3 დღეში აიღებს საქართველოს, თუ მთავრობის შეცვლის იდეით შემოვა

მთავრობებს ავიწყდებათ რომ მათი ყველაზე დიდი დაცვა ხალხია, ხალხის არჩეულები არიან, ანგარიშვალდებულები არიან ხალხის მიმართ და როგორც კი ამას ივიწყებენ, წასულია საქმე.
ან მგელი შეგჭამს და ან ძაღლი..