გუშინ დონ ტრაწა აშშ-ს ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
თავი გავანებოთ იმას, რომ ამ შეხვედრაზე რუბიომ ტრამპს წერილი გადასცა და დაქლიავებულმა ყვითელმა , რომლის კოგნიტურ შესაძლებლობებზე დიდი კითხვის ნიშანია - ეს წერილი ხმამაღლა წაიკითხა ჩართულ მიკროფონთან

რაც წაიკითხა ტრამპმა და წერილის შინაარსი, ასევე ტრამპის შემდგომი ლუღლუღი აშკარა დასტურია მისი ადმინისტრაციის ნავთობლობისტების გავლენის ქვეშ ყოფნაზე.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ვენესუელის ნავთობინდუსტრიის აღდგენა. ტრამპმა კომპანიებს მოუწოდა, ვენესუელის ნავთობის ინფრასტრუქტურაში მინიმუმ $100 მილიარდი ინვესტიციები ჩაედოთ.
კომპანიების რეაქციები კი უარყოფითი იყო, ანუ, ტრამპი უბიძგებდა მათ, მაგრამ კომპანიები არ იყვნენ სრულად ენთუზიაზმით აღჭურვილი.
რატომ? რატომ და ისინი ითხოვენ მყარ გარანტიებს, რომ ხვალ და ზეგ მათ საფრთხე არ დაემუქრებათ და დღევანდელი ვენესუელა თავისი არალეგიტიმური ხელისუფლებით არაა ამის გარანტია.
მაგალითად ExxolMobil-ის შეფმა ასეთი განცხადება გააკეთა: "იმისთვის რომ ვენესუელაში განხორციელდეს ინვესტიციები, საჭიროა ქვეყნის მმართველობის ძირეული ცვლილება, რათა შეიქმნას იმის გარანტიები, რომ ხვალ და ზეგ ჩემი კომპანიის აქტივები კონფისკაციას არ დაექვემდებაროს".
იცით რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს აშშ-ს ნავთობკომპანიები?
იმიტომ, რომ დღეს ვენესუელას მართავს მადუროზე გაცილებით საშიში ბანდა და ჩავიზმის ძალაუფლების მთავარი ბირთვი "კარტელ დე ლოს სოლეს"-ი, რომლის სათავეშიც ვენესუელის დღევანდელი არალეგიტიმური პრეზიდენტი დელსი როდრიგესი და მისი ძმა ხორხე როდრიგესი არიან.
ეს შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა.
არ გაინტერესებთ, ამ ყველაფერს როგორ აგრძელებს ტრამპი?
სამშაბათს ვაშინგტონში ახალი შეხვედრა იმართება ტრამპის, აშშ-ს ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებისა და ვენესუელის აეალეგიტიმური პრეზიდენტის, ჩავესის მთავარი ბანდიტის - დელსი როდრიგესს შორის !
ეს ის დელსი როდრიგესია, რომელმაც უკვე კატასტროფული ტერორი მოუწყო მადუროს მოტაცებით გახარებულ ვენესუელის მოსახლეობას, ახალი პოლიტმატიმრები გამოკეტა ციხეში და 14 ჟურნალისტიც დააკავა (მათ შორის უცხოელები), რომლებიც ვენესუელის ამბებს აშუქებდნენ.
ეს ის დელსი როდრიგესია, რომელიც თვით აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის მტკიცებით ნარკოკარტელის შეფს წარმოადგენს ვენესუელაში.
ამ შეხვედრაზე თუ დელსი როდრიგესმა მყარი გარანტიები მისცა აშშ-ს ნავთობკომპანიებს, მაშინ გამოდის რომ ტრამპის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში ვენესუელის ხელისუფლების სათავეში ლობისტობას გაუწევს ბანდიტთა ხროვას !
მადუროს გატაცებით გახარებულ ვენესუელის მოსახლეობას ხელთ შერჩა მადუროზე გაცილებით ტირანი არალეგიტიმური ხელუსუფლება, ტრამპის მიერ მხარდაჭერილი !
ექსკლუზიური წვდომა ვენესუელის ნავთობზე დემოკრატიისა და მორალის ფეხქვეშ გათელვით !
"ტუტელაჟის პარადოქსი" გაგიგიათ რა არის?
ეს არის ის, რომ ტრამპი "მართავს" ვენესუელას, მაგრამ ეს არ იწვევს დემოკრატიულ ცვლილებას, არამედ რეჟიმის შენარჩუნებას. დიახ, რეჟიმის შენარჩუნებას და ლობიზმს !
არჩევნები ვენესუელაში არ იქნება 2030 წლამდე !
ტრამპის პრიორიტეტი ნავთობია და არა დემოკრატია, რაც რისკებს ქმნის კონტრაქტებისთვის და მოითხოვს როდრიგესის რეჟიმის გრძელვადიან მხარდაჭერას.
მოსკოვი უნდა დაინგრეს.