კიდევ ბევრი რამე შემიძლია მოვყვე
სკოლის მოსწავლეები კალაშნიკოვებით იყვნენ შეიარაღებულები და კლასელებს ხოცავდნენ, იარაღი რომ გათხოვე, არ დამიბრუნეო
90იანებში დაბადებულების დიდი ნაწილი გაუპატიურების შედეგად ჩასახულია.
მეზობლები გპარავდნენ მანქანას და ხსნიდნენ ნაწილებს, იარაღით გემუქრებოდნენ.
ბავშვებს აჩენდნენ ქალები და მკვდარი დაიბადაო, გეუბნებოდნენ, ამ ბავშვებს კიდევ ყიდიდნენ. ჩემს მეზობელს ესე პირველი სამი ბავში "მოუკვდა". 
მეორე მეზობელი გზაში ქალს გამოესარჩლა, იმან ამოიღო და ესროლა, მოკლა.
თოხებით დახოცეს ერთმანეთი იმერეთში მიწის ნაკვეთის გამო.
პროკურატურას სტაცებდნენ ეჭვმიტანილებს და თვითმსაჯულებას მიმართავდნენ. ერთი ქალი და იმისი გერები(მოზარდი ბიჭი და გოგო) გაიტაცეს მაგათმა სოფლელებმა და გააუპატიურეს და დახოცეს. ამ ქალის ქმრის მკვლელობაზე იყვნენ ეჭვმიტანილები.
ყოფილი სახელმწიფო ქონება დატაცებული ჰქონდათ და ამწნილებდნენ, ტყლაპოში და ნეხვში დადიოდა ხალხი, როგორც ეხლა აქვს ბიძინა ივანიშვილს ლაგუნა ვერეს იმხელა ტერიტორია ჩაჯმული და ჩაფსმული.
და ამის პარალელურად არსებობდნენ ოჯახები, რომლებსაც მსგავსი არაფერი შეხებიათ, რადგან სხვა გარემოში ცხოვრობდნენ.
მაგალითად ვაჟაზე მასწავლებლების ოჯახი ორი გოგოთი  
 
 ერთი და გაქოცებული ყოფილა, ძლივს მივუსწარი  

 მეორე, რომელიც გერმანიაში გათხოვდა, არ იყო ქოცი. ორი თვის წინ გაიგეს, რომ თურმე რეები ხდებოდა ჩემს გარშემო 90იანებში, როცა პარალელურად ერთად ვერთობოდით და დასასვენებლადაც დავდიოდით.
მაგათი მშობლები ალბათ სკოლაში ცხოვრობდნენ და სინათლე რომ ქრებოდა, მარტო ეგ იცოდნენ.
ესენი ვაჟადან ჭავჭავაძეზე დადიოდნენ, ეგ რეისი ძირითადად მშვიდობიანი იყო.
ანუ ზოგს საერთოდ არაფერი გაუგია და არ იციან.