ჩემი ფეისბუკი სანამ მქონდა, ყოველთვის ინგლისური იყო, რუსული ფეისბუკების გამო სხვებს დავცინი, განსაკუთრებით სასაცილოა ის ხალხი, ვისაც გამოკრული ჰქონდა ცნობილი პოსტერი- აი ეს პოსტერი და ამ დროს тависи сахели да гвари русули асоебит ро уцериат

________
თემას რაც შეეხება, არავის არ მოსწონს ეხლა რასაც დავწერ, მაგრამ ერთი მიზეზი მე ეს მგონია, რომ ქართველების უმეტესობა არიან კონსერვის ბანკები, ახალის არაფრის გაგონება არ უნდათ და ამას ეძახიან ტრადიციების დაცვას ან წინაპრების პატივისცემას. იაკობ გოგებაშვილმა თავისი დედა ენა დაწერა იმ დროინდელი ტვინის და გაქანების ადამიანებისთვის და იმ დროისთვის ჩვეულებრივი სიტყვები და მოთხრობები შეიტანა, მაგრამ მე უკვე სკოლაში როცა ვსწავლობდი, ჩემი დედაენის წიგნი არ უნდა ყოფილიყო იგივე, რაც 100 წლის წინ, მე არ უნდა მესწავლა ასოები ისეთი ძველი სიტყვებით, როგორიც არის გუთანი, ძუა, და არც თხა და გიგო არ უნდა მესწავლა, რადგან ეგ ყველაფერი არის 100 წლის წინანდელი ტვინისთვის დაწერილი, არც " დედაბერი მიმჯდარა ბუხრის ახლოს კუთხეში" არ უნდა ყოფილიყო ჩემს წიგნში, მაგრამ დედაენის შეცვლაზე დაიპუტეს პატრიოტებმა რაღაცეები და ამიტომ მაგ წიგნებით გაზრდილი თაობა არის 20 საუკუნის დასაწყისის აზროვნების დონეზე, ზოგმა მერე საკუთარი სურვილით თავი დაიაბგრეიტა და წაიკითხა დამატებითი რამეები, მაგრამ უმრავლესობა ისევ იმ დონეზე დარჩა