sulo
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 28436
წევრი No.: 25566
რეგისტრ.: 12-November 06
|
#62372807 · 27 Nov 2025, 02:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„რა მოხდა 4 ოქტომბერს - ოცნებას ყოველთვის აღიზიანებდა ფრაზა, მშვიდობიანი დამხობა, ეს არის ჩვენი გასამართლების მიზეზი, უნდათ ეს ფრაზა მონათლონ, როგორც ძალადობრივი მოქმედება, მშვიდობიანი დამხობა შედგა თავისუფლების მოედანზე, ეროვნულ კრებაზე. იმ პროვოკაციაზე პასუხი, რაც მოხდა სასახლესთან, სჯობს ე.წ. მთავრობას მოჰკითხოთ, კობახიძეს ჰქონია ინფორმაცია და გვითხრას.
მეგობრებო, გიფიქრიათ, როცა საუბარია 4 ოქტომბერზე, ე.წ. ხელისუფლება მხოლოდ ათონელის რეზიდენციასთან მომხდარზე საუბრობს და არ ახსენებს იმას, რაც მოხდა თავისუფლების მოედანზე. იქ გაფორმდა ოცნების კრახი და მათ ვერ მოახერხეს პროვოკაცია. 4 ოქტომბერს ყველანი ვიყავით მისული ეროვნულ კრებაზე და ასე ეწერა მოსაწვევებზეც, ჩემი ხელმოწერით.
ჩემი კარიერა და ცხოვრება საჯაროა... ყველამ იცის... მთელი ცხოვრება ქვეყნის სამსახურს ვეწეოდი.. ახლა წამიყენეს აბსურდული ბრალდება, რომ მე ძალადობისკენ მოვუწოდებდი ვინმეს. 4 ოქტომბერს შედგა ეროვნული კრება საქართველოს ისტორიაში პირველად და ამ კრებაზე ხალხმა გამოხატა ნება, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია...
რუსთაველზე იმ დღეს 250 000 კაცზე მეტი იმყოფებოდა, სოფელი არ დარჩენილა, საიდანაც არ ჩამოვიდნენ, მათ შორის სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან, ემიგრანტებიც ჩამოვიდნენ, კრებას ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.. ბევრს დაწყდა გული, რომ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ათონელის რეზიდენციასთან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას... ჩვენ კი არ ვებრძვით, არამედ რუსი ოლიგარქის ბანდა ებრძვის ქართველ ხალხს...
პასუხი უნდა აგონ მოღალატეებმა, ნაცვლად იმ უდანაშაულო ადამიანებისა, ბავშვებისა, ვისაც ქუჩებიდან, სახლებიდან, ოჯახებიდან იტაცებენ. ისინი თავად ბოროტებას ემსახურებიან ჩრდილიდან - დევნის, დაშინების და დამორჩილების გზით. სწორედ ამ დამნაშავეების სია იყო ის, რაც სცენიდან იქნა წაკითხული და რის გამოც ჩვენ საპყრობილეში აღმოვჩნდით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონისა და ქართველი ხალხის წინაშე.
ქართველი ხალხის გეგმა იყო ათონელის ქუჩაზეც გაგვემართა მშვიდობიანი მიტინგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ როგორც კრების დელეგატები, ასევე, დიდი ალბათობით, ველოდებოდით, სამართალდამცველებსაც და, შემდგომ, უამრავი ადამიანი მოვითხოვდით პრეზიდენტის სასახლის გასაღების გადმოცემას, რაც უეჭველად მშვიდობიანად მოხდებოდა, რომ არა ის პროვოკაცია, რაც მოაწყო ოცნებამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შედეგად კი უამრავი უდანაშაულო ადამიანია დაკავებული. ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს, აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება!
4 ოქტომბერს ჩემი წარმოთქმული სიტყვა არ შეიცავდა ძალადობის ან ძალადობისკენ მოწოდების ნასახსაც კი. ამის დასტურია ის, რომ ჩვენ ყველანი იქ ვიყავით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გამოხატვას, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. ჩემი მიზანი იყო ის, რაც ჩემი მიზანია დღესაც - საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამყარება, ხელისუფლების ცვლილება, ქართველი ხალხისგან მოტაცებული, წართმეული უფლებებისა და უფლებამოსილებების ხალხისთვის დაბრუნება.
4 ოქტომბერი - ეს დღე ჩავარდნის დღე კი არ არის, არამედ ერთიანობის, საზოგადოების მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად, ლეგიტიმურად ხელში აღების, გასაჭირში ერთად დგომის დღეა. ეს არის გამარჯვების დღე ბოროტებაზე. დააკვირდით, ძალიან უცნაურია, რომ არავის გვინახავს, პროტესტის ისტორიაში პირველად, დრონის სრულყოფილი კადრი, თუ რამდენი ადამიანი ესწრებოდა სახალხო კრებას. ხალხის რაოდენობის პიკი იყო დაახლოებით 19:00 საათზე და ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 250 000 ადამიანი;
თუმცა შემდგომაც უამრავი ადამიანი გვიერთდებოდა. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დღეს საეჭვოდ “დაიკარგა” დრონები. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებმა ჩამოაგდეს სამი მედიასაშუალების დრონი: ნეტგაზეთის, პროექტი 64-ისა და გამოცემისა “მაუწყებელი". აქედან ნაპოვნია მხოლოდ 1 დრონი და მას ამოცლილი ჰქონდა მეხსიერების ბარათი. ზემოაღნიშნულ საკითხზე ობიექტური სტატია გამოაქვეყნა რადიო თავისუფლებამ და კარგი იქნება თუ მას საზოგადოება გაეცნობა. უზურპატორი პარტიის მიზანი იყო, რომ არ დაგვენახა რეალური სურათი, არ დაგვენახა ერთმანეთი, რადგან ვიყავით ძალიან ბევრნი.
ეს იყო მაქსიმუმი, რაც შეძლო ხუნტამ, რომ ხელი შეეშალა ეროვნული კრებისთვის. მათ ასვე აურიეს ნავიგაციის სისტემა - რუსთაველის გამზირს აჩვენებდა, როგორც თბილისის აეროპორტს და პირიქით. ეს, სავარაუდოდ, არამარტო ხალხის შეკრების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, ჩადენილი დივერსიაა, რომელსაც, აუცილებლად, მომავალში უნდა გაეცეს პასუხი.
„ქუჩაში იმაზე მეტი ხალხი იდგა, ვიდრე რუსულ სპეცოპერაციაზე, ე. წ. არჩევნებზე მივიდა. ოთხმა ოქტომბერმა დაგვარწმუნა, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვხედავთ ჩვენს ძლიერებას - საქართველოს ძლიერებას. ძლიერება ხალხშია, თავისუფალ ადამიანებში და არა იარაღში, ხელკეტებში ან წიწაკის სპრეის რაოდენობაში. ამ დღეს საქართველოს ე. წ. მთავრობის არალეგიტიმურობა გაფორმდა და ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა, ძალაუფლების წყარომ".
4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება არა როგორც ოცნების ე.წ. არჩევნების დღე, არამედ, რეალურად, მათი „გადარჩევნების“ დღე. ზოგიერთი გაყიდული ან უგუნური პოლიტიკოსი ცდილობს ამ დღის დაკნინებას. რეალურად კი, ჩვენ დავინახეთ, რომ გვყავს უამრავი პატრიოტი, გულანთებული ადამიანი. სამწუხაროდ მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია. ვთხოვ ყველა მონაწილეს, როგორც კი ოლიგარქის მონები ათონელის პროვოკაციას მოიხსენიებენ არშემდგარ რევოლუციად, ყოველთვის ვუპასუხოთ, რომ მთავარი მოვლენა ამ დღეს იყო ის, რაც მოხდა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე - სადაც ქართველმა ხალხმა ქოცები ხელისუფლებიდან გადააყენა - საკადრისად უპასუხა მათ არალეგიტიმურობას.
ვიმეორებ, 4 ოქტომბრამდე ჩვენ ვაპროტესტებდით მათ არალეგიტიმურობას, სისასტიკეს, უკანონობას, ხოლო სახალხო კრების შემდეგ - უკვე ლეგიტიმურ ხალხის ხელისუფლებას ებრძვის ავაზაკთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ პოლიციის მოძალადე ნაწილის მეშვეობით არსებობს. 4 ოქტომბერს მხოლოდ აქცია კი არ გაიმართა, არამედ გაიმართა საქართველოს ეროვნული კრება და ყველასთვის საამაყოა, ვინც მიიღო ამ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა, სადაც საქართველოს ხმა მკაფიოდ გაისმა: თავისუფლება საქართველოს არჩევანია და თავისუფლება საქართველოს ბედისწერაა!
და, ბოლოს: მე არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ფეხქვეშ გათელილი რამდენიმე უფლება ჩამოვთვალე. აქვე უნდა დავამატო, რომ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. მე არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, რატომ არის ეს ასე - ეს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. უბრალოდ, მინდა, გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მე მესმის თქვენი მდგომარეობა და მე გპატიობთ.
- ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო ქართველებო, ვამაყობ რომ ვარ ერთ-ერთი თქვენგანი; - 28 ნოემბერს და ყოველთვის როცა საჭირო იქნება ყველა რუსთაველზე; - ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებამდე - ბოლომდე.“ | თქვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე
--------------------
Go vegan, be free ტყუილია.
ვარ ვეგანი, სად არის თავისუფლება?
|