#62398945 · 15 Dec 2025, 05:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (shadowa @ 15 Dec 2025, 01:51 ) |
ერის ტრაგედიაა ამდენი სახე დაკარგულ ადამიანთან ერთად ცხოვრება.  |
თავი ფსიქოლოგიურად რო გადაირჩინოს. ეგ მომენტია. როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის , თუ მანიაკი არაა, პათოლოგი..ადამიანს ეწყება სინდისის ქეჯნა. რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით უფრო შემაწუხებელია. ზოგჯერ აუტანელიც. თუმცა არსებობს "მარტივი გზა" , საკუთარი დანაშაული "გაათეთრო" , სიტუაცია შეაბრუნო და მსხვერპლს დააბრალო. ამით ეს "განთავისუფლებს " მორალური პასუხისმგებლობისგან. სამაგიეროდ ამას მოყვება ადამიანის დეგრადირება. საბჭოთა კავშირი არის ამის კარგი მაგალითი. იმდენი კრიმინალი იქნა ჩადენილი 1917 წლის შემდეგ, ხალხის თვალწინ, და ამ ხალხს პასუხი არავისთვის არ მოუთხოვია. ან ვინ გაბედავდა მოთხოვნას! მოხდა პირიქით, ამ უზარმაზარი მაშტაბების ძალადობის მოთავე - ლენონი, ტროცკი, სტალინი და Co° გაკერპებულიც კი ყავდათ. და დღესაც ბევრს ყავს. სსრკ დაანგრია არა ამერიკამ თუ ნავთობზე ფასების დაცემამ, არამედ ამან. ის დეგრადირდა, შინაგანად სრულად გამოლპა იგივე მოსდის, იგივე ხდება, იგივე მეორდება დღეს რუსეთში. ჩინეთში, არაბეთებში, ოსმალეთში, სპარსეთში. იქ სადაც არ არის სამართალი, კანონი, არაა დემოკრატია. როგორც ადამიანის და საზოგადოების განწმენდის ერთადერთი დღეს არსებული საშუალება. ის ნადგურდება. ამიტომ დღევანდელი მოცემულობის, საქართველოც აუცილებლად განადგურდება. გვინდა არ გვინდა ასე მოხდება. ბევრი უდანაშაულოც მოყვება. დამნაშავესთან ერთად.
|