გილოცავთ ახალ წელს.
უპირველესად, გულით მინდა მივულოცო ახალი წელი უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველების ოჯახებს - მათ ტკივილს ვხედავთ და მათი სახელები და თავგანწირვა არასდროს უნდა დაგვავიწყდეს.
შემდეგ, მინდა მივულოცო ყველა პოლიტპატიმარს და მათ ოჯახებს - გისურვებთ ძალას, გამძლეობას და იმედს. უსამართლობა დროებითია, სიმართლე - არა.
და ბოლოს, ახალ წელს ვულოცავ ყველას, ვინც ამ უსამართლობას ებრძვის ისე, როგორც ესმის და შეუძლია - სიტყვით, საქმით, დუმილის გატეხვით თუ ყოველდღიური, პატარა წინააღმდეგობით. თითოეულ თქვენს ნაბიჯს მნიშვნელობა აქვს.
გისურვებთ ახალ წელს მეტ სინათლეს, მეტ სოლიდარობას და იმ ძალისხმევას, რომელიც არ ნებდება.
ეს წელი იყოს თავისუფლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი, რომელსაც ღირსეულად გადავცემთ ჩვენს შთამომავლებს.
გმირებს დიდება - გამარჯვება საქართველოს!
პს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დედის ტ.ყ.ვ.ნ.ა და სპლიყვის წყევლა ჩვენს მტერს და ყველა ნეიტრალურს ამ ომში