tengo9786
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18597
წევრი No.: 256115
რეგისტრ.: 5-April 20
|
#62461808 · 5 Feb 2026, 21:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (იბერი. @ 3 Nov 2025, 21:01 ) | | QUOTE (იბერი. @ 3 Nov 2025, 19:57 ) | ივანიშვილის პროპაგანდონი ბოზ TV
 |
 პ.ს რა ტექსტებს წერენ ამათი პროპაგანდონი შალიკოს შე*ცა აბდულა ფათაჰ ალ სისიმ  ,,ნეტავ, მეც ხევსური ვიყო...“ (სუფრასთან მითხრეს) ნუ შეგშურდება ჩემი ბედის, ნუ შეგშურდება და ჩემს ცხოვრებას ნუ ინატრებ გულდაწყვეტილი... ნუ მოინდომებ პაპაჩემის ჟანგიან ფრანგულს, ნუ მოინდომებ ჯიხვის რქებს და სპილენძის თუნგებს, ნუ მოინდომებ წასვლას ამღას, მუცოს ან შატილს, ჟიპიტაურით ნუ დათვრები ათენგენობას, მთვრალი ფანდურზე ჯარჯის ლექსებს ნუ დაამღერებ, ნუ გეგონება ხევსურობა მარტო ხატობა _ დოღი, ლუდის სმა, კეჭნაობა, კაფიაობა, ნურც აპარეკას ნუ დაირქმევ და ნურც ბეწინას და ნუ იკითხავ თუ ვინ იყო ხოგაის მინდი, ნუ ეცდები, რომ ვინმე ქისტი მტრად მოიკიდო _ კარგად გახსოვდეს, ეს ყველაფერი ვალია მხოლოდ... ან ვინმე „მაქკლავს“ ან ჭიუხში გაიყინები, ზვავი დაგიტანს და ორწოხში ჩაგლეწავს... სადმე, ან როშკისგორზე კოპალას ლანდს დაუწყებ ძებნას... ამ ყველაფრისთვის მეცოდები პირიმზის მადლმა!.. წადი, დამტოვე მარტოდმარტო ჩემს სალოცავთან, აქ ლოცულობდა პაპაჩემი და იმის პაპაც, აქ მოუხმობდა სანაგმ სანაგი სამხარაულებს, აქ ბუბუნებდა დიდი გიგა _ გიგაურთ ფარი (ჩემ გვარმა მოკლა აშოთანი მუხრანის ველზე!). ახლა მე ვდგავარ იმ სისხლიან, ხავსიან ქვებთან, თავზე მეყრება სისხლიანი ჯარეგოს მიწა, სადაც იმედას თოფი „დახკრეს“ ასი წლის წინათ, მე დამყრანტალებს ყორანივით ნისლის ნაფლეთი და ყოველ ღამით მესიზმრება მოჭრილი მკლავი... ამ ყველაფრისთვის მეცოდები გუდანის მადლმა!.. ნუ იხევსურებ, რადგან ამით ვალს იღებ მხოლოდ, ვალს კი იცოდე, გადახდა უნდა. აბა, რად გინდა იყო ხევსური _ კუშტი, ამაყი, ჯიუტი მოყმე... /რამაზ გიგაური/
--------------------
ფიზიკური ვარჯიში ჩაანაცვლეს ფეხბურთის ყურებით , სიმამაცე -ისტერიით, სექსი- პორნოგრაფიით, პატრიოტიზმი-რუსოფობიით, რისხვა-წარმოსახვითი სადიზმით, განათლება-ზედაპირული ინფორმაციით, თავისუფლება-უდისციპლინობით
Нет большего в жизни счастья чем когда ты нашелся
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ერგო
Super Member
ჯგუფი: Registered
|
ერგო
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 849
წევრი No.: 234282
რეგისტრ.: 1-August 17
|
#62461840 · 5 Feb 2026, 22:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (მშპს_მივხედოთ @ 5 Feb 2026, 18:38 ) | | QUOTE | მართლა მაინტერესებს
|
ირანელზე შეშფოთება რას მოიტანს  ? უბრალოდ მოვაყოლე,თორე შეშფოთება კი არა,რაც უნდა ვქნათ აწი აღარაფერი შეცვლის რამეს |
არაფერს საერთოდ
საეთერო ბადეს შეავსებს გეთანხმები მაგაში
ეგ კი არა იასნია ისრაელი დედა#####ული ქვეყანაა და პალესტინელები ძაანაც მეცოდებიან მარა რავი აქ რო მკვლელობებს და ივენთებს აწყობენ მაგაზე ვყლევდები
--------------------
“Many people need desperately to receive this message: 'I feel and think much as you do, care about many of the things you care about, although most people do not care about them. You are not alone.”
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
|
|
ereklebarv
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24371
წევრი No.: 48407
რეგისტრ.: 3-December 07
|
#62461875 · 5 Feb 2026, 23:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
 აეწვათ გატრინოლებულებს. გადაგვაგდეს ქოც ბლოგერებმაო: "გილოცავთ ძმებო <3 მადლობა "იმ" ბლოგერ / იუთუბერებს გაწეული სამსახურისთვის. დააფოლოვეთ და გამოიწერეთ კიდე. ძაან არ მინდა პოლიტიკას შევეხო მაგრამ სხვანაირად როგორ..... რაოოო რუსთაველზე არ გავდივარ მე არ მეხებაოო??? ))) შეგეხოოო?? ძაან??? გეტკინა??? ახლა ტესლაზე გადაჯექი და პარკირება არ გეხება? დიდი ხანი??? რო შეგეხება გეტკინება???"
--------------------
No Mercy, No Mercy for invaders Condemn their spirits to everlasting fire Overwhelming infernal desire Crucify their vanity which they so much admire
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
|
|
zindiosama
A word of tough guy

        
ჯგუფი: Members
წერილები: 51880
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
|
#62461895 · 5 Feb 2026, 23:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლო თვეებში საქართველოს შესახებ საერთაშორისო დიპლომატია მკვეთრად გამკაცრდა. თუ ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს "ვენის მექანიზმის" ამოქმედება მხოლოდ გაფრთხილებად, ე.წ. ყვითელ ბარათად აღიქმებოდა, დღეს უკვე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება ცხადყოფს, რომ პარტნიორების მოთმინება ამოწურულია. ქართველი ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც აღარ შემოიფარგლება კითხვებით და პირდაპირ ეხება ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, სახელმწიფოს საერთაშორისო სანდოობასა და მის პოლიტიკურ მომავალს. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, რა რისკების წინაშე ვდგავართ და არსებობს თუ არა გამოსავალი ამ კრიტიკული ვითარებიდან, ამ თემებზე მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება. - როდესაც ვაანალიზებთ დასავლური ელიტების დამოკიდებულებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათ ჩართულობას საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში, უნდა ვიხელმძღვანელოთ მათი ლოგიკით, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი ლიდერების ლოგიკით კი საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშაა. შესაბამისად, ისინი რეალურად რუსეთს ებრძვიან საქართველოსთვის. მათთვის შიდაპოლიტიკური პროცესები და ადამიანის უფლებების საკითხები ინსტრუმენტებად გამოიყენება, მთავარი მიზანი კი რუსეთის გადაჭარბებული გავლენის შემცირებაა საქართველოში. დასავლელი ელიტების აზრით, საბოლოოდ საქართველო რუსეთს მაინც ჩამოშორდება და სწორედ ამიტომ ცდილობენ აქ საკუთარი პოლიტიკური წონა წინასწარ გაიმყარონ. მათ ეს მცდელობა არ ექნებოდათ, რომ არ სჯეროდეთ, რომ ამერიკის ზეწოლა რუსეთზე საქართველოსა და მთლიანად კავკასიის გამო, მზარდი ტენდენციის ნაწილია და საბოლოოდ რუსეთის უკან დახევით დასრულდება. დასავლეთ ევროპას არა აქვს საკმარისი ძალისმიერი ბერკეტები რეგიონში, თუმცა იციან, რომ ამერიკული ფაქტორი ამ დეფიციტს ავსებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესების დინამიკას. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ქცევასა და რეჟიმის გამკაცრებისკენ მისწრაფებას, ამის ლოგიკაც საგარეო კონტექსტიდან გამომდინარეობს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ირანის მოვლენების შემდეგ ამერიკის პოლიტიკური და სამხედრო ჩართულობა რეგიონში გარდაუვალია და, ადრე თუ გვიან, ზეწოლა საქართველოზეც გადმოვა. სწორედ ამიტომ ცდილობენ მაქსიმალურად გამყარებული პოზიციები ჰქონდეთ, რათა ამერიკელებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება" ადვილად დასამხობია. რეჟიმის გამკაცრება ამ ლოგიკის ნაწილია. - რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ირანის მოვლენების შემდეგ შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს ამერიკული ზეწოლის ობიექტი? რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს თეთრი სახლის ადმინისტრაციას "ოცნებასთან"?- ამერიკელებისა და ირანელების მოლაპარაკების მაგიდა უკვე არსებობს და ის ომანშია, კონკრეტულად, დედაქალაქ მასკატში. ირანის ელიტისთვის ომანი უნიკალური და სანდო შუამავალია, ისინი არ ენდობიან სხვა არც ერთ მხარეს. ამის ისტორიული მიზეზიც არსებობს: ჰორმუზგანის რეგიონსა და ომანს შორის ძლიერი ნათესაური კავშირებია, რაც მე პირადად კარგად ვიცი, ბენდერ-აბასში სამი წელი ვიცხოვრე. რეალურად დღეს ამერიკისა და ირანის დავის ერთადერთი სერიოზული საკითხი გამდიდრებული ურანია. საუბარია დაახლოებით ორ ტონაზე. ამერიკელებს სურთ 20-60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის გატანა ირანიდან. ირანი მზად არის ეს არაოფიციალურად გააკეთოს, უხმაუროდ, სახის დაკარგვის გარეშე, ტრამპის ადმინისტრაციას კი სურს, ეს საჯარო იყოს პოლიტიკური ეფექტისა და შიდა პიარისთვის. ირანელებისთვის ურანის გადაცემა, ფაქტობრივად, კაპიტულაციის ტოლფასია. აქ არის მთავარი ჩიხი - თუ შეთანხმება ვერ შედგა, ყველაფერი მზად არის სამხედრო ესკალაციისთვის, რასაც ირანისთვის უკიდურესად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ქვეყანა ისედაც შიდაეთნიკური დაძაბულობის ზღვარზეა... ირანის დესტაბილიზაცია საქართველოსთვის სერიოზული მაგალითია და სწორედ ამიტომ ცდილობს პრემიერი კობახიძე შიდაპოლიტიკური სივრცის მაქსიმალურად გამკაცრებას, ივანიშვილს არ სურს გახდეს რეგიონში "მეორე ნომერი" ირანის შემდეგ. - რას ცვლის "ქართული ოცნებისთვის" ირანში ხელისუფლების შეცვლა?- თუ ამერიკა რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ფორმით შევა - ავიამზიდებით, სარაკეტო კრეისერებითა და საჰაერო კომპონენტით (ეს, მინიმუმ, 6-8-თვიან პერიოდს მოიცავს), ავტომატურად ნიშნავს ზეწოლას რეგიონის ყველა სახელმწიფოზე, მათ შორის საქართველოზეც. საქართველო მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბია და სამხედრო-პოლიტიკური ოპერაციის კონტექსტში მასზე ყურადღება გარდაუვალია. - ამერიკის ზეწოლამ როგორ შეიძლება შეცვალოს შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი? - თუ რეგიონში ანტიამერიკული რეჟიმი დაეცემა, საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლებას ასევე ანტიამერიკულად აღიქვამს, ეს შესაძლოა ძლიერ ემოციურ სტიმულად ექცეს. ასეთ ვითარებაში, ამერიკული ზეწოლის პარალელურად, საზოგადოებრივი ენერგეტიკა ხელისუფლების წინააღმდეგ მაღალ დონეზე ავა და პოლიტიკური მანიფესტაციების განახლების წინა პირობაც შეიქმნება. ხელისუფლება ამ ლოგიკიდან გამომდინარე ცდილობს მაქსიმალური სიმკაცრით გააკონტროლოს შიდაპოლიტიკური მუხტი, რათა პროცესები არ გავიდეს მისი კონტროლის ფარგლებს გარეთ. წარმოიდგინეთ, ირანის ცენტრალური ხელისუფლების დეზინტეგრაციამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მთლიან რეგიონზე. ქურთები, დრუზები და სხვა ჯგუფები სრულიად სხვა მოტივაციით იმოქმედებენ. ყველა დაიწყებს საკუთარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროექტების გააქტიურებას. მათ შორის იქნებიან აზერბაიჯანელებიც, რომლებიც ეცდებიან "ორი აზერბაიჯანის" გაერთიანების პერსპექტივა წამოსწიონ. ამით რეგიონი ერთიანად "დაიქოქება" უფრო ინტენსიურად, ვიდრე დღეს არის. და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ქართველი საზოგადოების შიდაპოლიტიკურ კონტექსტს არ შეეხება? შეეხება და დიდი დოზებითაც... - ამ ვითარებაში ოპოზიციას თუ ატყობთ რაიმესთვის მზადებას?- ოპოზიცია რეალურად მხოლოდ სახელწოდებით არის ოპოზიცია. ამ პოლიტიკურ ჯგუფს არ გააჩნია არც ენერგეტიკა და არც ლიდერი ჰყავს. სხვა შემთხვევაში ამ მანიფესტაციების შედეგები შეიძლება თვისებრივად განსხვავებული ყოფილიყო. საუბარია იმაზე, რომ რეგიონში საზოგადოებრივი ენერგეტიკა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს და ეს საქართველოზეც გადმოვიდეს, და, დიდი ალბათობით, ასეც იქნება. - კი, მაგრამ ეს "დაქოქილი" ენერგეტიკა ვიღაცამ ხომ უნდა მართოს?- როცა ამბობთ, ვიღაცამ უნდა მართოსო, ქვეყნის შიგნიდან მართვას გულისხმობთ? როგორ გეკადრებათ! როდის ყოფილა საქართველოში პროცესები ქვეყნის შიგნიდან მართული? სწორედ ამიტომ ღელავს ხელისუფლება, რომ გარედან არ მოადგეს სერიოზული რისკები. ბიძინა ივანიშვილს ადგილობრივი ლიდერების არ ეშინია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არ არსებობენ. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ივანიშვილს ჯაფარიძე ან გვარამია აღელვებს? პრობლემა სხვა რამეშია: თუ ამერიკას მოუნდება საქართველოში შიდაპოლიტიკური დასაყრდენის მოძებნა, ლიდერს მომენტალურად იპოვის და ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ძალიან სწრაფად შექმნის დასაყრდენს. შემდეგ ცენტრალურ ხელისუფლებას ამ დასაყრდენით დააშანტაჟებს, ხელი არ დაადოო, თორემ…სხვანაირად პროტესტი არსად არ "იქოქება"... - "ქართული ოცნება" მაქსიმალურად ამკაცრებს კანონებს, ზღუდავს ფინანსურ ნაკადებს და ცდილობს ყველა შესაძლო არხის გადაკეტვას, საიდანაც დასავლური ფული შეიძლება შემოვიდეს, შესაძლებელია თუ არა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა?- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება ამერიკის დამოკიდებულება. ამ ეტაპზე ამერიკელებს საქართველოს საკითხზე პოლიტიკური პაუზა აქვთ აღებული. მიამიტი უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ამერიკელები საქართველოსთან დაკავშირებულ რაღაც გადაწყვეტილებას ამზადებენ. ქრონოლოგიაც მეტ-ნაკლებად ცნობილია: ირანის საკითხის მოგვარების შემდეგ. ერთადერთი ინტრიგა ის იყო, ამერიკელები საქართველოს თემას უკრაინის კონტექსტში განიხილავდნენ... ირანის საკითხის დასრულების შემდეგ გადმოინაცვლებდნენ ამიერკავკასიაზე. მაგრამ განიხილავენ საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცის ჭრილში თუ წინა აზიის კონტექსტით, აი, ეს იყო მთავარი კითხვა. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს საკითხში პოლიტიკური აქტუალიზაციის ეტაპი დაიწყება ამერიკის მცდელობით, ბიძინა ივანიშვილის "გადაბირებით". ივანიშვილი მიამიტი ნამდვილად არ არის. ენჯეოების ფულით რომელ ქვეყანაში მომხდარა სახელმწიფო გადატრიალება? ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. რა ენჯეოები, რა გიგაური - ამაზე საუბარიც კი უხერხულია. ხელისუფლების ცვლილების მექანიზმი ყველამ იცის: ასეთ პროცესებს ან თავად ამერიკული ელიტა ხელმძღვანელობს, ან ყველაფერი მასთან შეთანხმებით მიმდინარეობს. ხელისუფლების დაწესებული შეზღუდვები უფრო სიგნალია ამერიკისთვის, ვიდრე რეალური ინსტრუმენტი. ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს, რომ აკონტროლებს ვითარებას. - როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ამერიკის პასუხი ივანიშვილის სიგნალზე?- ამერიკის მთავარი მოთხოვნა უცვლელია - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დატოვოს ანტიამერიკული პლატფორმა. მთავარი ინტრიგა ის არი, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს რესურსი ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ამ ეტაპზე ამერიკელებს არ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის ჩანაცვლება პრიორიტეტია. მათი მიზანია, საქართველო ჩამოშორდეს ანტიამერიკულ პოლიტიკურ კურსს. თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, პრობლემები გარდაუვალია. თუმცა, თუ ამერიკული ზეწოლით მოხერხდება ქვეყნის რუსული ორბიტიდან გამოყვანა, თანამდევი პრობლემებიც ეტაპობრივად მოგვარდება. https://kvirispalitra.ge/article/141931-ame...a3YuvkEvOdZ4WXA | QUOTE | | თუ ამერიკას მოუნდება საქართველოში შიდაპოლიტიკური დასაყრდენის მოძებნა, ლიდერს მომენტალურად იპოვის |
აი ამაში მე პირადად ეჭვი მეპარება
--------------------
რაშიზმი - ესაა ფაშიზმი უკუღმა, უნტერმენშების შესრულებით
И Христос бы воровал, кабы за руку не прибили(с)московитская поговорка
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
|
|
მშპს_მივხედოთ
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5917
წევრი No.: 270833
რეგისტრ.: 10-July 23
|
#62462016 · 6 Feb 2026, 01:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | "პოლიტიკის ფორმულას" პირველივე თემა ირანელის დაკავებაა. |
რო ვნახე,კიდე უფროგამიმყარდა ეჭვი ფორმულას და ტვ პირველს ყოველდღე ვუსმენ,ჩვენი მხარის იმედი,პოსტ ტვ,რუსთავი არიან აქაურ სულოზე გათვლილი,დაბალი დონის პოპაგანდა რეალურად,არანაირი წვდომაარ აქვთ გარეთ რა და როგორ ხდება,არანაირი კავშირი ქუჩასთან,ერთი და იგივე მოსაწყენი სახეები,ერთი და იგივე ალგორითმები,დაახლოებით სულოს პოსტები რო იკითხო სულ ეგ დონე ნუ დაახლოებით შენზეც,შეიძლება ოდნავ მეტს აზროვნებ,ოღონდ მეეჭვება
აჩკიპ-ხო,ამოქაჩეს,წაიკითხეს ჩემი პოსტი :დ ველაპარაკე მაგ ბიჭს კაკრას დღეს,ასე პროსტა გააკეთესო მე ვერ ჩავერევი ვერავის პირად საქმეში,ვისაც უნდა იხდის,ვისაც არუნდა არ იხდის აგერ ჯაფარამ მორალური საზომი ვარო და გირაოს ფულს აგროვებს,ხოდა ეგეთი ნამბების მერე ამ სამაყროში მე ერთი მორალური საზომი მაქვს,დათვი და ჩემი რუსთაველის კამანდა დათვიმ ###ზე გაუშვა ყველა და ყველაფერი,ყლეზე დამახიეთ გირაო,მართალი ვარ და ან გამოვალა გამარტლებით,ან ### წოვეთო მე-6 თვეა ზის და ამას გირაოზე ამბობს, ჩვენ ფორუმელ დათვზეა ბაზარი ბოზებო,რო იცოდეთ,იმ ###ებსაც ეხებათ,იიი ქუჩაში რა ###ს მიკეთებთ,იი,აი ტვინს რო ტყნავდნენ,თქვენ რისი ტრაკი გაქვთო და როგორც აღმოჩდა ქუჩამ განახეთ ვინაა ტრაკიანი და ვინ ჩმორი,ნუ ეგ სხვა თემაა,მარა მაინც,ახლა სახლიდან რო იგესლებითიი გამოიღეთო,ყვერები ვინ დადო და ვინ სახლში ჩაკეტილი ყვერია გამოჩნდა კიდე ერთხელ პ.ს იმედია ჯაფარაზე ვცდები და არაა გირაოს თემა მართალი პ.ს.ს გირაოს გადახდა არ ტეხავს,მოსულა პ.ს.ს.ს ჩემი აზრით ყველა პატიმარმა დაჟე შეწყალება უნდა დაწეროს,ამყლე ერის გამოარაფერი არ ღირს
This post has been edited by მშპს_მივხედოთ on 6 Feb 2026, 02:00
--------------------
საქრთველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი@
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
|
|
Asklipiodotaa
Fresh Moss

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29565
წევრი No.: 207971
რეგისტრ.: 22-September 15
|
#62462031 · 6 Feb 2026, 02:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მშპს_მივხედოთეგ სქრინი იმიტომ არ დამიდია, რომ უნდა გადაიხადოს ან არა. იმიტომ დავდე, რომ ზუსტად მაგ პოსტზე გიპასუხე - თუ დასჭირდათ ისეთ ხალხსაც კი დააჯარიმებენ, რომელსაც 20 წელი არ დაუდგამს - მეთქი ფეხი და გასაჩივრებულზეც მსგავი, ანუ თუ დასჭირდათ დაიკიდებენ - მეთქი გასაჩივრებას და როგორ ახდა მეორე დღესვე  ბოლო რამდენიმე თვეა ასევე ვწერ, რომ არავის არ გავამტყუნებ, ვინც ან გირაოს ან შეწყალებას მოითხოვს ან გადაიხდის, რადგან ძალიან დიდი ხანია სინამდვილეში არაფერი იმედი არაა და არც პატიმრობაა რამის შემცვლელი, ნუ რა თქამა უნდა იმ ხალხზე არაა საუბარი, ვინც პოლიტიკოსია ან კარიერა უნდა ამ მხრივ. ჯაფარასაც ვერ გავამტყუნებ ისე ახლა , ალბათ უფრო პირადი სიმპათიის გამო, ანუ მიკერძოებულად. სახლში ვარ ხო თვეებია უკვე და ერთის მხრივ მორალურად არც ისე ადვილია, მეორეს მხრივ აბსოლუტურ აზრს კარგავს ჩემი იქ ყოფნა რეალურად რამე შეიცვალოს. შენც კარგად იცი, რომ თვითონ აქციის იდეა ჩემთვის მისაღებია დღემდე, მაგრამ განსაკუთრებით პიკების ეტაპზე მიუღებელი იყო ის მასა, რისთვისაც იდგნენ რეალურად და რამდენ მავნებლობასაც აკეთებდნენ. სიფრთხილე მაქვს უკვე რაღაც ეტაპზე ყველაფერს რომ გაანებო თავი. მე შიში არ მქონია 2024 წლის გაზაფხულზე , მაგრამ იმის მერე ბევრი რამე ვისწავლე, ვისწავლე რა, ისედაც ვიცოდი , მაგრამ ჩემი ემოციური აფეთქება შიშსაც და ყველაფერს მიქრობდა. მე არასდროს მითქვამს ბოლომდე ვიდგები - მეთქი, რადგან წინასწარ რისი გაკეთებაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს, როგორც წესი არ ვამბობ ხოლმე. წინა წლებშიც იძახდა ხალხი ბლომდე ვიდგებითო და გაქრნენ გუშინდელი თოვლივით, ამიტომ მეტ პასუხისმგებლობას ვცდილობ ვანიჭებდე ჩემს ქცევებს და სიტყვებს, აი ვინც ეკრანებიდან იძახდა მაგას, მაგათ მოკითხეთ აბა სად არიან. საქართველოში ამ აქციების ამბავში გაწელე 150 პატიმარია და შენ რა გგონია ან მე ან მაგალითად დინამოს ფანი არ შეიძ₾ება ვყფილიყავით იმ ფონზე, როცა იმ ხალხს არაფერი დაუშავებია უმეტესობას ქაღალდიც არ უსროლია? გინდაც შენ , ანუ არაფრის გამო ჩვენ სამნიც ხო შეიძლება ვყოფილიყავით თანაც წლები? თან როგორც წესი წინ ვიყავით ხოლმე, უფრო იმ პერიოდში, როცა არც ისე ხშირად ვხდებოდით ჩვენ ერთმანეთს და როცა ჩვენ ცალკე ვიყავით. ესე იგი, 150 პატიმრის გარდა ( ბევრი კიდე საკითხავია წამსლელი იყო თუ არა ციხეზე და რეალურად რამე დააშავეს თუ არა) არ მოიძებნება ქვეყანაში ხალხი და ტროტუარზე ვინც დგას? შენც ხომ იცი ახლა ერთ დღეს ასე უბრალოდ მოგინდეს იქ აღარ გახვიდე, არ გამოდის უკვე მაგ ხალხსთან. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის იდეაში, რაც ქვეყნისთვის აქვს სიკეთე ჩაფიქრებული , მაგრამ მე რომ პატიმარი ვიყო საერთოდ არ გამისწორდებოდა უაზროდ ჩამჯდარიყო ჩემს გვერდით ადამიანი უბრალოდ ტროტუარზე დგომის გამო განსაკუთრებით, სადაც 100 კაციც არ იკრიბება ხოლმე. აი ხვალ ტროტუარზეც რომ აღარ დადგეს ხალხი, რა მოხდება პოლიტიკურ ამბავში და მაგალითად მხოლოდ შაბათობით რომ იყოს შედარებით დიდი მსვლელობა, რა დაშავდება? მაგ ტვ პირველმა ზუსტად დიდი მძღნერი ჭამა ამ ორი წლის განმავლობაში მაგათმა პოლიტიკამ, მაგრამ ზუსტად ბაბლები უკრავდნენ და უკრავენ ტაშს. ცალკეულად ჯიგარ ნანუკა ქაჯაიას რომ არ ვაკრიტიკებ ალბათ ცხადია. თუ ციხეა და გარისკვა მართლა რამე გავაკეთოთ საციხო - მეთქი ადრეც ვამბობდი და რავი ძმაო,ა ხლა მით უმეტეს აზრს მოკლებულია, თორემ 2079 წლის სექტემბერში ქოცმა რომ გააასხას, ყველა თავის თავზე დაიბრალებს ხომ იცი * * * აქვს ხალხს საპროცესო მოთხოვნილი აქამდე, რაც დადასტირებულად ვიცი და ის პროპაგანდაც, რომ თურმე არც ერთ პატიმარს არ აქვს , საჭიროა, მაგრამ რეალობა მეორეა. თან ციხიდან რომ ებრძვიან ნაცებს, მაგათმა საერთოდ რა გააკეთეს? ანუ უბრალოდ რენდომ დასაჭერად არჩეულ ტიპებმა? მე არ მჯერა იმ ხალხის, თან ქვეყანა იღუპებაო და ან ტელეფონის ანთებაში ხედავდნენ გამოსავალს, ან ევროპას დაველოდოთ ბიძი, რადგან ეგ არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეგ იყო და არის ღირსების საკითხი ისეთი ღირსების შელახვა, რომ.ფიზიკირად შეუძლებელი იყო წყნარად ყოფნა, მაგრამ კამიკაძე არავინ არაა მარტომ ურახუნოს კედელს თავი * * * პ.ს გმირობაზე ვისაც აქვს პრეტენზია კიდე, სასამართლოზე არ უნდა იდგეს და თავს არ უნდა იმართლებდეს უდანაშაულო ვარო * * * ერთია სისტემა ამხილო სასამართლოზე შენი უდანაშაულობით და მეორეა იმიტომ ამტკიცებდე უდანაშაულობას, რომ გარეთ გამოხვიდე
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
|
|
მშპს_მივხედოთ
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5917
წევრი No.: 270833
რეგისტრ.: 10-July 23
|
#62462040 · 6 Feb 2026, 02:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ი ხვალ ტროტუარზეც რომ აღარ დადგეს ხალხი, რა მოხდება პოლიტიკურ ამბავში და მაგალითად მხოლოდ შაბათობით რომ იყოს შედარებით დიდი მსვლელობა, რა დაშავდება? |
სადღაც ერთ თვეში,ყველა პოლიტ პარტია დაიწყებს ლაპარაკს ,აი ვემზადებით 2028 წლის არჩევბმებზე პატიმრების 20 პროცენტი მოაწერს ხელს შეწყალებაზე ქოცებს ნელ-ნელა ევროპის ყველა ქვეყანა დაუწყებს ლაპარაკს საბოლოოდ,პატიმრები გამოვლენ,რამოდენიმე აპასნი ტიპი,ასე 20-30 კაცი დარჩება დიდი ხნით ციხეში დანარჩენი ცხოვრება იგივენაირად გაგრძელდება,ოპო ტვებში აგვიხსნიან,ვემზადებით 28-სთვის ფასბეი აიწევს,ვიღაცებს მიაცხრილავენ,ვიღაცებს მიატყნავენვიღაცებს დაიჭერენ ოღონდ ეს ყველაფერი ლეგიტიმურად
| QUOTE | | თუ ციხეა და გარისკვა მართლა რამე გავაკეთოთ საციხო - მეთქი ადრეც ვამბობდი და რავი ძმაო,ა ხლა მით უმეტეს აზრს მოკლებულია, თორემ 2079 წლის სექტემბერში ქოცმა რომ გააასხას, ყველა თავის თავზე დაიბრალებს ხომ იცი |
მე ყველგან ვრისკავდი სადაც საჭირო იყო,ახლა
| QUOTE | შენც ხომ იცი ახლა ერთ დღეს ასე უბრალოდ მოგინდეს იქ აღარ გახვიდე, არ გამოდის უკვე მაგ ხალხსთან.
|
იქ ვინც ვართ,მიზეზი შეიძლება ეგ სოლიდარობა იყოს,უბრალოდ იმდენად ბევრი ხალხი შეგმოვეცალა,მარტივად აიტანენ,მე რო ვთქვა,აი ###ზე მკიდია,დავიღალე და არ მინდა,ყველაფერი გამოვა,იქ სხვა ხალხი კი არა შენ ხარ,თუ თქვი ბოლომდე მიდიხარ,ან რას მატრაკვეცობ,სხვას აუხსნი,შენ თავს ვერ მოატყუებ,მე ერტი წლის წინაც ვამბობდი ამ აქციით ვერაფერს მოვიგებთ,ახლაც იგივეს ვამბობ,მაშინაც ვამბობდი ეს აქცია ამოძრავებს კომიდან ქვეყანას,ახლაც იგივეს ვამბობ,ერთი წელი ყოველ დღე იქ ვარ(ნუ ბუკვალურად ყოველ დღე არა),მე ჩემი გავაეთე და ავხსნი,დანებება რო მომინდეს ნებისმიერ წამს შენ მარტო სადაც მოგნიშნე იქ გიგულისხმე სხვა დანარჩენი და რა ვიცი,ეს ხალხი იმსახურებს ქოცებს,შენ და დინამოსფანსაც არ გინდათ გარისკვა,რა გინდათ მაგასაც ვერ ვხვდები,აი ფორუმზე დაწერასაც რო აგიკრძალავენ,მერე რა გეგმა გაქვთ?გარეთ გამოხვალთ?აი რას იზამთ?
პ.ს ჩემი ყველა ტროტუარზე დგომა,ნებისმიერ დღეს პოტენციური სისხლია ერთი წლით ასეა 100 კაცამდე სხვებისთვის მინ კაპეზე
პ.ს.ს ნებისმიერ წამს შემიძლია არ წავიდე აქციაზე,მარტივი მიზეზით,ბიონდერას მიზეზით,არ მინდა,ან მეშინია ერტლწიანი ციხის,ვინ რას მეტყვის?
This post has been edited by მშპს_მივხედოთ on 6 Feb 2026, 02:54
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
|
|
Asklipiodotaa
Fresh Moss

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29565
წევრი No.: 207971
რეგისტრ.: 22-September 15
|
#62462044 · 6 Feb 2026, 03:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მშპს_მივხედოთ მივხვდი და ისიც კარგად ვიცი ხშირად მინახავს როგორც გაგირისკავს, ყველა შენნაირად რომ ყოფილიყო მაშინ, დღეს ქოცები აღარ იქნებოდნენ, მაგრამ.არ იყო საერთო განწყობა, ცალკე ტელევიზიები და ბაბულიცები აბოლებდნენ ხალხს და ყველაფერმა იმოქმედა.
არ ვიცი ძმაო რა აზრი აქვს 100 კაციც რო არ იკრიბება ხოლმე იქ დადგომას და მაგის გამო ციხეში წასვლას. არანაირი პოლიტიკური დანიშნულება აღარ აქვს უკვე საუკუნეა და ისევ სჯობს კვირაში ერთხელ დიდი აქცია ჩატარდეს, ოღონდ ცოტა ომახიანი, რომ ხალხი დაბრუნდეს. არ მგონია იქ ბიჭებსაც გაუხარდეთ ტროტუარზე დგომის გამო ციხეში რომ ნახონ ვინმე
მე რომ ციხეში ვყოფილიყავი უეჭველი გამოვაგზავნიდი წერილს, რომ.თუ გარისკვაა სავარაუდო შედეგიანი გარისკვა იყოს მაინც, რასაც რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი და ორი კაცი ვერ აიღებს თავზე * * * რამდენჯერ გამივლია რუსთაველზე ბოლო პერიოდში რაც ქუჩა აღარ იკეტება, ხანდახან რამდენიმე წუთიც დავმდგარვარ, ნაცნობი მინახავს და ხო არ გავიქცევი და იქ ერთი ცნობილი პოლიტიკოსი არ მინახავს, აი საყოველთაოდ ცნობილი რომ იყოს დღეს და ბოლო პერიოდში რომ ხშირად ჩანს ტელევიზიით აი ეგეთი. ეს ჩემი დაკვირვებაა და შენ გეცოდინება უკეთ
გოგლა ჟვანია და შალიკო რომ იჩითებოდნენ ხოლმე ბოლოს ვიცი
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
7 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (6 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.1296 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003 IPS, Inc.
| |