https://www.facebook.com/teimurazshashiashv...RQC2Ncrxx6dD9jlSOS...SOS...SOS...SOS...SOS...SOS...SOS...SOS...
"მეცნიერთა კონგრესმა" რამდენიმე დღის წინ, მისწერა ერთ-ერთთ გამორჩეულ ქართველ პროფესიონალს,ლონდონის საერთაშორისო აუდიტის წევრს , ლუკა ჩხეიძეს ,რომ ეროვნული , პოლიტიკური ინტერესის გარეშე , მხოლოდ პროფესიონალური და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით გაეკეთებინა საჯაროდ გაცხადებული მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიციის მიღების აუცილებელი პირობები ...
ჩვენი მეგობარი დაეთათბირა მის კოლეგებსაც და ინვესტორი სახელმწიფოს, ფირმის ისტორიის , მისი საერთაშორისო რეპუტაციის (რომელიც არასასურველია),ყოველგვარი ქოც-ნაცის გარეშე, მოგვწერა ზედაპირზევე არსებული პრობლემების თაობაზე ..
1. დეტალების, დანართებისა და ფინანსური ფორმულების არგამოქვეყნება ზრდის კორუფციისა და სახელმწიფოსთვის არასასარგებლო პირობების დამალვის რისკს.
2. დამოუკიდებელი აუდიტის გარეშე, არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო მიწა და აქტივები რეალურ ღირებულებაზე გაცილებით იაფად გადაეცეს ინვესტორს.
3. თუ გარანტიები სუსტია (საბანკო ბონდის გარეშე, დაბალი სანქციებით), ინვესტორს შეუძლია პროექტის გაჭიანურება ან შეჩერება და სახელმწიფოსთვის მძიმე ზიანის მიყენება.
4. მკაფიო დროის ჩარჩოების გარეშე პროექტი შეიძლება წლების განმავლობაში გაჩერდეს, პარალელურად კი ინვესტორმა გაზარდოს ხარჯები, რაც სახელმწიფოს წილის განზავებას გამოიწვევს.
5.თუ არ იქნება დამოუკიდებელი აუდიტი და კვარტალური ანგარიშგება, ინვესტორს ეძლევა სივრცე ხარჯების ხელოვნურად გაზრდისა და მოგების არასწორი განაწილებისთვის.
6. თუ გარემოს დაცვის მკაფიო სტანდარტები არ იქნება განსაზღვრული და ზედამხედველობა სუსტად მუშაობს, შეიძლება დაზიანდეს ეკოსისტემა. ასეთი ზიანი შეიძლება იყოს შეუქცევადი, დაემუქროს ადგილობრივ მოსახლეობას და ქვეყანას შეექმნას საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემები.
7.თუ მოსახლეობა და ქართული ბიზნესი არ იქნება ჩართული, სამუშაო ადგილები და ტენდერები შეიძლება მთლიანად უცხოურ კომპანიებზე გადანაწილდეს, ხოლო ადგილობრივი სექტორი დაკარგავს განვითარების შესაძლებლობას.
8. თუ ბორდში სახელმწიფოს პროპორციული წარმომადგენლობა არ იქნება, ინვესტორს შეუძლია კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღება, საქართველოს წილის შემცირება და აქტივების კონტროლის წართმევა.
რა არის აუცილებელი პროექტის
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~ წარმატებით განხორციელებაში:
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
1.ხელშეკრულების სრული გამოქვეყნება დეტალებით და დანართებით
2.მინიმუმ ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო დასკვნა მიწისა და აქტივების ღირებულებაზე.
3.შესრულების გარანტიები:საბანკო ბონდი, სადეპოზიტო თანხა, სანქციები
4.მკაფიო ეტაპობრივი ვადები და მართვის მექანიზმები
5.სრული ფინანსური გამჭირვალობა, საერთაშორისო აუდიტი და კვარტალური ანგარიშები
6.მკაცრი გარემოსდაცვითი სტანდარტები
7.ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესის ჩართვა:სამუშაო ადგილების კვოტა და ტენდერები
უმნიშვნელოვანესი: სახელმწიფოს წილის რეალური დაცვა, ბორდში მთავრობის წარმომადგენლების ყოფნა, მკაფიოდ გაწერილი „Reserved Matters“-ს, სადაც ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება – ბიუჯეტის ცვლილება, ვადების გადავადება, კრედიტების აღება, დამატებითი ინვესტიციების შეტანა, მიწის გაყიდვა/გადაცვლა, პარტნიორების შეცვლა და კომპანიის სტრუქტურულ ცვლილებები – სახელმწიფოს წინასწარ წერილობით თანხმობას მოითხოვს;
ასევე აუცილებელია „Anti-dilution“ მექანიზმი, რათა სახელმწიფო წილი არ განზავდეს, და „Tag-along/Drag-along“ წესები, რათა ქვეყანამ კონტროლი შეინარჩუნოს პარტნიორის შესაძლო შეცვლის შემთხვევაში. მხოლოდ ამ ერთობლიობით ხდება 33%-იანი წილის დაცვა, რაც გამორიცხავს ეიგლ ჰილსის ან სხვა კერძო ინვესტორის მხრიდან სახელმწიფოს ბერკეტების გვერდის ავლით ნებისმიერ საფრთხეს.
რაც შეეხება წილის გადანაწილება კომპანია დებს 6.5მილიარდ დოლარს და იღებს პროექტის 67% ხოლო საქართველო შედის პროექტში 8.5მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ფართობით რაც 33% ის ექვივალენტია.
თუ 67%=6.5მილიარდ დოლარს მაშინ 33%=3.250მილიარდ დოლარს
3.250მილიარდი/8.5მილიონი=382$ კვ.მ
Reserved Matters-ეს არის სპეციალურად ჩამოთვლილი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებზეც სახელმწიფოს წინასწარი წერილობითი თანხმობაა საჭირო.
Anti-Dilution- ეს არის მექანიზმი, რომელიც იცავს სახელმწიფოს წილს ინვესტიციის პროცენტულად განაწილებაში. თუ ინვესტორი ან სხვა მხარე შემოიტანს დამატებით ფულს ან აქტივს, საქართველოს წილი არ განზავდება.
Tag-along- თუ ინვესტორი გადაწყვეტოს გაყიდოს თავისი წილი სახელმწიფოს უფლება აქვს მიჰყვეს გარიგებაში იგივე პირობებით(ანუ თავადაც გაყიდოს იგივე ფასად)
Drag-along- თუ ინვესტორი გადაწყვეტს გაყიდოს თავისი წილი სახელმწიფო ვალდებულია დათმოს თავისიც თუ წინასწარი შეთანხმებით არ არის განსაზღვრული პირობები!
● ● ● ● ● ● ●
P.S. აი,როგორი პროფესიონალები გვყავს,
რომელთაც უნდა ვეთათბირებოდეთ...
აი,როგორ ხალხს ვეძებთ "ეროვნული
თანხმობის ხელისუფლებისთვის"!
მისი კონცეფციის საჯარო წარმოდგენას ვაპირებთ 23 ნოემბერს,გიორგობას !
This post has been edited by Nostalgia34 on 16 Nov 2025, 13:40