მაგ იაფ კალბასებს მერე გადამყიდველებში ხომ არ ყიდულობენ, რომ აშაყირებ, რა გეგონაო
მაღაზია და მაღაზიათა ქსელი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოსგან შემოწმებული და დამტკიცებულია ამ საქონელის უსაფრთხოება
ღარიბი ადამიანი რომ იაფ საჭმელს ყიდულობს ოფიციალურ მაღაზიაში, ის იქიდან გამომდინარეობს, რომ არ იქნება 100% საწვადე ხორცი იმ ძეხვში, არამედ იქნება გადამუშავებული ნარჩენები და ექნება ქიმიური დანამატებიც, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის მავნებელი დანამატი და ნარჩენები უნდა იყოს ცხოველის და არა ნაგვის ყუთის.
გადახედეთ ძეხვის ფასებს გერმანიაში. იგივე ფასებია თუ ნაკლები არა და ამ საქონელში ჯანმრთელობისთვის მავნებელი არაფერი არ შედის. ამაზე პასუხისმგებელია გერმანიის მთავრობა და არა სოსისების მწარმოებელი ან მაღაზია.
https://www.aldi-sued.de/de/produkte/kuehlu...itt/salami.htmlმაღაზიის პატრონიც იქიდან გამომდინარეობს, რომ თუ კონკრეტული საქონელი დაშვებულია საქართველოს მთავრობის მიერ, ესე იგი, ეს საქონელი არის უსაფრთხო.
არსებობს პროდუქტების სია და ამ სიას ადგენს მთავრობის შესაბამისი სამსახური, რომლეიც იმ ხალხით არის დაკომპლექტებული, ვისაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გააჩნია
ისინი წყვეტენ, რა გაიყიდოს და რა არა და არა მომხმარებელი და გამყიდველი.
შენ და შენნაირები კიდევ ვიღაც ბომჟს ავალდებულებთ, რომ შემადგენლობა იკითხოს და კალკულატორით ითვალოს კიდევ ფასში ხომ არ ატყუებენ
This post has been edited by gramatikikina on 11 Nov 2025, 11:10