#62359562 · 18 Nov 2025, 14:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
11 ნოემბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130E Hercules-ის (რასაც მის ბორტზე მყოფი ოცი თურქი სამხედრო შეეწირა) ორივე ე.წ. შავი ყუთი მოძებნილი და გატანილი იქნა თურქეთში.
"საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის "შავი ყუთის“ ანალიზსა და პირველადი დასკვნების გამოტანას, სულ მცირე, ორი თვე დასჭირდება", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გიულერმა განაცხადა.
იაშარ გიულერის ცნობით, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის "შავ ყუთს“ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმო ამოწმებს."წინასწარი დასკვნების თანახმად, თუმცა ეს საბოლოო არ არის, თავდაპირველად კუდი ტყდება. შემდეგ ის სამ ნაწილად იშლება. ეს "შავ ყუთში“ [შემოწმების შედეგად] იქნება ნაპოვნი“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
მანამდე კი თურქულ მასმედიაში უკვე გამოჩნდა პირველი ვერსია, რაც დაყრდნობილია იმ გამოჟონილ ინფორმაციაზე, რომელიც ამ "შავი ყუთების“ გაშიფვრისას გახდა ცნობილი სპეციალისტებისთვის, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ გაცხადებულა... თურქული "ჰერკულესი“, დიდი სიჩქარით მბრუნავი ხრახნით, რომლიდანაც ერთ ლოპოტის მოწყვეტამ გამოიწვია პილოტების კაბინის "ჩამოჭრა თვითმფრინავის ფიუზელაჟიდან...
კერძოდ, თურქული გამოცემის, Hürriyet -ის მიმომხილველი უჰურ ჯებეჯი თავის სტატიაში შემდეგს წერს:
"აზერბაიჯანიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში შეფრენისთანავე, 7 333 მ სიმაღლეზე ფრენისას, "ჰერკულესის“ მეოთხე ძრავამ მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა, თუმცა მისმა ხრახნმა გააგრძელა დიდი სისწრაფით ბრუნვა, რის შემდეგაც თვითმფრინავი სწრაფად ავიდა კიდევ 500 მ-ზე, მფრინავებმა ვერ შეძლეს საფრენი აპარატის დამორჩილება და ამ დროს მწყობრიდან გამოვიდა მეორე ძრავაც, ფრთის სხვა კონსოლზე - მასში ზეთის წნევა დაეცა, ხრახნი დიდი სისწრაფით ბრუნავდა, მოტყდა და გადაჭრა მფრინავების კაბინა, რომელიც მოსცილდა ფიუზელაჟს, ძრავის სხვა ნაწილებმა კი თვითმფრინავის კუდის ნაწილი დააზიანეს, რამაც, საერთო ჯამში, "ჰერკულესის“ ჰაერში გადატრიალება და ფრაგმენტებად დაშლა გამოიწვია. მთელი ეს პროცესი რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა, რის გამოც ეკიპაჟმა ვერ მოასწრო განგაშის სიგნალის გადაცემა რადიოთი....
ავიაკატასტროფის მიმდინარეობის ასეთი დეტალიზაცია უკვე იმაზე მიუთითებს, რომ "შავი ყუთების“ გაშიფვრის შედეგად, თურქმა სპეციალისტებმა მიაგნეს ტრაგედიის გამოწვევის ყველაზე რეალურ მიზეზს და დაახლოებით იგივე იქნება ნათქვამი რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ დასკვნაშიც.
|