ახლა ნახეთ თან რა კაი ლევერეჯი გვეჩითება გეოგრაფიულად..
ეს ტრამპმა რომ დილი გაჭრა სომხეთ აზერბაიჯანის ეგ იცით..
ეს ალიევი რუსეთის წინააღმდეგ როგორ ჭიკჭიკებს ხედავთ, ერთის მხრივ ისრაელს არის ჩახუტებული და მთავარი გაზის და ნავთობის მიმწოდებელი, პლუს ერდოღანზე სწორდება.. ერდოღანის ანტი ისრაელის რიტორიკაც მოგეხსენებათ. ეს სიგნალია რომ ბაქო აღარ თვლის თავს ვასალად.
აქეთ ეს ცენტრალური აზიის ქვეყნები რა ამბავში არიან ხო ნახეთ? შავკატ მირზოევმა დააღო ქვეყანა, აგერ ც5 +1 გააკეთეს, ეს უკვე სისტემური პლატფორმაა დარბიან ამერიკაში დილები ჰაი ჰუი...
აქეთ ერდოღანმა ძალიან სტრუქტურირებულად ტურქიჩ ქვეყნების იდეოლოგიური პოსტ ოტომანური ნარატივი ხომ მოახარშა..
ხოდა აი ამ რასკლადში, ნახე რა ლამაზი ლევერეჯი გვეჩითება ჩვენ.. ერთის მხრივ ამ ქვეყნებთან ყველგან კარგად ვართ, ყველგან კარგი ავტორიტეტით.
მეორეს მხრივ, რუსეთს მაგარი ძღნერი დ აბოღმა უგროვდება ალიევის და ტოკაევის ასეთი ქმედედებით.. აქეთ ამერიკამ აფრინა ტიპი ამ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე გურჯები რას ფიქრობთო.. ეს საწყალი ოპოზიციის კამანდა, 400 დღეა ასე დაათრევენ ამერიკის დროშებს, კაციშვილს ყურები არ გაუპარტყუნებია და ზატო ამ გეგმაზე როგორც კი სტრატეგიული ფაზლი გავიჩითეთ დიდ გეგმაში ეგრევე დაგველაპარაკნენ.
ამასობაში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ევროპასთან ინტეგრაცია არის ჩვენი ოფიციალური სტრატეგიული ვექტორი, ენერგეტიკული კორიდორები ევროპისკენ ჩვენ უნდა დავითრიოთ. უნდა მოვიფიქროთ, რა კომპაქტურ წინადადებას ვთავაზობთ ბრიუსელს ამ ახალ რეგიონულ რეალობაში. ვთქვათ, შავი ზღვის და კასპიის ტბის მწვანე ენერგიის ხიდი ვართ, ხაზებს შორის ჩუმად ვუთხრათ რომ დემოკრატიული ქრისტიანული ანკლავი ვართ ამ თურქულ რუსულ ირანუ წნეხის შუაში. ამ ევროპელების შუბა დავხიე, ალიევთან სტრატეგიული პარტნიორობა რომ აქვთ, იქ დემოკრატიის მდგომარეობა არ აწუხებთ

ენივეი, ქოცებს არასაკამარისი სქილსეტი აქვთ და ევროპასთან არასწორი პოლიტიკა შესაცვლელია და სამუშაოა მანდ სწორად. ამასობაში, ევროპაშიც ეს ქლიავი ელიტაც გააჯვამს მალე, მაგრამ მანამდე თუ ძალიან მოვჯვით, რთული იქნება მოსუფთავება. ხო შეიძლება თუ საქმეს ვერ აკეთებენ, გაჩუმდნენ მაიცნ ბლიად

ირანის გარეშე დიდი სურათი არ გამოვა, და ირანს ალერგია აქვს ამ აზერბაიჯანი ისრაელის სტრატეგიულ კავშირზე. ასევე თავისი ინტერესები აქვს სომხეთისადმი. თუ ჩვენ ზედმეტად ღიად ვიქნებით მიბმული ამ ბლოკზე, ირანი საფრთხედ აღიქვამს და ეს ირანული ვექტორი შეიძლება გახდეს რეალური რისკი, პორტებზე, ინფრასტრუქტურაზე, შიდა უსაფრთხოებაზე.
აქვე ჩინეთი და ე.წ. შუა კორიდორი, ეს ცენტრალური აზიის ქვეყნები ერთდროულად თამაშობენ, რუსეთი ჩინეთი და დასავლეთი. ანუ ტრანზიტი ჩინეთ ევროპას შორის კასპიით, აზერბაიჯანითა და საქართველოთი, ერთი ერთი მთავარი გეოპოლიტიკურ ეკონომიკური თემა ხდება.
ხოდა, რავიცი ბიძია ბაბუა.. ტექნო და კეტამინი კაია 20იანებში.. ახლა ცოტა რთული დროა და სერიოზული რაღაცეეების გაკეთება შეგვიძლია ერს. მთავარია დავმშვიდდეთ და ისტერიკა დავტოვოთ და ერთმანეთს დაველაპარაკოთ არა იმ დისპოზიციით რომ ერთმანეთს რამე უნდა მოვუგოთ ან შეურაცხყოფა მივაყენოთ, წრფელი მოტივაციით რომ ერთმანეთს უკეთესად გავუგოთ. თუ ამას მოვახერხებთ, შემდგომი გზა მოქმედების თვალნათელი გახდება..
ეს ლევერიჯი არაფერს არ ნიშნავს და გავანიავებთ თუ ინსტიტუტები ვერ ავაშენეთ, სასამართლო ისევ ასეთ დღეში დარჩა, პარტიული პოლარიზაცია 24/7ზე, ელიტები არ მოვიდნენ აზრზე და არ შეთანხმდნენ საერთო სტრატეგიულ გეგმაზე შემდეგი 10-20 წლის ჰორიზონტით.
უნდა შევთანხმდეთ საგარეო სტრატეგიულ ჩარჩოზე, თუ არადა მაშინ ეს ლევერეჯი უბრალოდ ნედლი პოტენციალი გამოვა, რომელიც სხვის თამაშში ჩაიხარჯება.
მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანა!..