#62364489 · 21 Nov 2025, 16:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (sormer500 @ 21 Nov 2025, 14:51 ) |
|
| QUOTE | | 1. მთლიანად უკრაინის ეკონომიკა უნდა გადაეწყოს სამხედრო რელსებზე. |
ოღონდ ისე არა, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსმა ვერ დააბალანოს მოგების მიღების მიზნით გაწერილი პროექტები. მაგალითად როგორც ურალვაგონზაოდმა სულ რომ ჭურვებში ჩატენა რუსეთის ბიუჯეტი, უკრაინაში ისროლა და დღეს წარმოების 10% სეკვესტრი უწევს შედეგიდან გამომდინარე = ფული გასროლილი ლულით.
| QUOTE | | 2. ყველა ჯანმრთელ და სრულწლოვან უკრაინელს უნდა შეეხოს მობილიზაცია. |
აქაც ბალანსი. რეზერვების მართვა - წვრთნა/აღჭურვიდან დაწყებული, ფრონტზე როტაციით დასრულებული. ლოჯისტიკა/დრონები ქვედანაყოფები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე ქვეყნის ეკონომიკურ/სოციალური სეგმენტები და ა.შ.
| QUOTE | | 3. უნდა დაივიწყოს უკრაინამ დემოკრატია ომის დამთავრებამდე. |
ნაწილობრივ ამაშიც გეთანხმები.
| QUOTE | | 4. ნებისმიერი მოღალატე უნდა დაიხვრიტოს ადგილზე. |
ეს რადიკალიზმია. მოღალატის გამოვლენას თავის კრიტერიუმები აქვს და მიწებებული იარლიყების მიხედვით არავის განეიტრალება არ უნდა მოხდეს.
| QUOTE | | 5. აგრესიული პროპაგანდა 24/7 ზე. |
მეტი რაღა პროპაგანდა გინდა - რუსეთის ტერორისტული პიდერაცია ყოველდღე კლავს ქალებს და ბავშვებს. უბრალოდ ინფორმაციის სწორად მიწოდების და გაფილტვრის მექანიზმებია საჭირო.
| QUOTE | | 6. უნდა მორჩეს რუსეთში შერჩევითი დაბომბვები. უნდა დაიბომბოს ყველაფერი რასაც რაციონალურად და საჭიროდ თვლის უკრაინული ჯარი გამარჯვებისთვის. |
სამხედრო სტრატეგიული სამიზნეების აღმოჩენა, გამოვლენა და პრიორიტეტების შერჩევა გენშტაბის პრეროგატივაა. სტრატეგიულ/ტაქტიკური იარაღის სიუხვესაც უჩივის უკრაინა ამ მომენტში.
| QUOTE | | 7. ძირეული რეფორმები მინისტრთა კაბინეტში და შტაბში. |
საჭიროა.
| QUOTE | | 8. პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებების ნახუიზე გაშვება. გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ომის სიტუაციიდან გამომდინარე. |
თუ დემოკრატიას სლეზე დაიკიდებს უკრაინა, ამით მანიპულირება და ძალაუფლების გაზრდა მხოლოდ პოლიტიკოსების მხარეს იქნება. ამიტომ ეს 2 მუხლი ურთიერთსაწინააღმდეგოა. მე ვფიქრობ მილიტარიზმშია ბალანსი და მის დასარეგულირებლად არსებობს ქმედითი სახელმწიფო/ძალაუფლების ორგანოები, რომლებიც მაქსიმალურად უნდა გაიწმინდოს ზუსტად მაგ ანგაჟირებული კადრებისგან. მაგალითად სასამართლო.
| QUOTE | | 9. ბიუროკრატიის მთლიანად ამოძირკვა. უნდა გაუმარტივდეს პრეზიდენტს და გენშტაბს კონკრეტული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა. |
რაღაც დოზით კი, რაღაც დოზით არა. როცა ვინმეს/რამეს/აპარატს თუ სახელმწიფო ორგანოს ეძლევა უფლებამოსილება, ასევე უნდა იყოს და არსებობდეს რაღაც, ამ ძალაუფლების დასბალანსებლად. ზოგადი საუბარია ეს.
| QUOTE | | 10. უნდა მოხდეს ქალების მობილიზაცია სამხედრო ინდუსტრიაში. |
არიან კიდევაც და ვისაც კიევში გაუვლია ომის პერიოდში, გაგიკვირდება და საკმაოდ ბევრიც.
| QUOTE | | 11. პრინციპი ყველა მუშაობს უკრაინულ სამხედრო მანქანაზე. |
დავწერე ამაზე პასუხი ზემოთ. უკრაინულმა სამხედრო მანქანამ, არ უნდა ჩატენოს ყველაფერი ლულაში და რუსს არ უნდა ესროლოს. უცხოური ინვესტიცები გამოდგება ამის დასაბალანსებლად. ასევე სახელმწიფო შესყიდვების დაბალ ფასზე და მასზე კონტროლსა და მონიტორინგზე.
| QUOTE | | 12. ტენდერების და მსგავსი ###ობების ამოძირკვა. |
სხვა ქმედუნარიანი ღონისძიებები. ან ტენდერის პირობების შეცვლა ისე, რომ წინასწარ არ იყოს გარიგებული.
| QUOTE | | 13. სამოქალაქო ინფრასტრუქტურების პროექტების დედისტყვნა და მაგ რესურსის მოხმარება უკრაინული ჯარისთვის. |
სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დედისტყვნისთვის იბრძვის თვითონ რუსეთი)) ბალანსი არსებობს ყველაფერში, ზომიერება, სიმშვიდე, ცივი გონება... არ იგებს ომს ლოზუნგები, რომელსაც ზურგს არაფერი უმყარებს.
| QUOTE | | 14. საზღვრების ჩაკეტვა ომის დასრულებამდე ნენისმიერი ჯანმრათელი და სრულწლოვანებისთვის. ვისაც არ ეხება გადაუდებელი აუცილებლობა. |
არის რისკ ჯგუფები. ამაზე სხვადასხვა უწყებებმა უნდა იმუშაონ და გაანთავისუფლონ ამ ვალდებულებისგან. მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროსთან, მის კომიტეტთან აღმასრულებელ ორგანოში და ა.შ. მადლობა რომ ჩამოწერე, დავხვეწავთ კიდევ ნელნელა. გონივრული აზრები რა თქმა უნდა პლიუსში წავა და შეავსებს ტექსტს. მე მაინც მგონია, რომ ამ დონეზე პირველი მტერი მაინც კორუფციაა ქვეყნის, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორუფცია აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. მათ შორის საქართველოში. ამას უნდა ებრძოლოს ჩემი აზრით, პირველ რიგში უკრაინა. არამხოლოდ კორუფციას, არამედ თვითშეგნების ამაღლებას. სამოქალაქო განათლება საჭირო საგანია სკოლაში. ------------------ რაც შეეხება ჭინთვებს ამ საკითხებზე, ზრდილობა ჯიბიდან არ უნდა ამოგივარდეს ადამიანს. არამგონია აქ რომ წერს ვიღაც და თავი გენიოსი გონია, ჩემზე მეტი ნანახი, მოსმენილი და გაგონილი ქონდეს, გინდაც უშუალოდ ამ ომის პერიოდზე უშუალოდ უკრაინაში ყოფნის პერიოდში. ამიტომ ცოტა ზრდილობა და თავითკონტროლი არ აწყენდა იმას, ვისაც ტაქტი და უკრაინის რუკაზე პოვნა უჭირს This post has been edited by giushki on 21 Nov 2025, 16:14
|